Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ეროვნული ვიზა

სტატია

გრძელვადიანი ვიზიტებისთვის (90 დღეზე მეტი დროით).

რამდენიმე გადაშლილი პასპორტი და ვიზები
პასპორტები ვიზებით © Colourbox


ეროვნული ვიზა არის გარკვეული მიზნებისთვის გერმანიაში გრძელვადიანი პერიოდით შესვლისთვის საჭირო ვიზა. იგი ჩვეულებრივ გაიცემა 90 დღის ვადით, გარკვეულ შემთხვევებში კი ერთ წლამდე ვადით. გერმანიაში შესვლის შემდეგ  კი როგორც წესი უნდა მოითხოვოთ ქვეყანაში ყოფნის შესაბამისი უფლების (Aufenthaltstitel) გაცემა.


განაცხადის მომზადება

განაცხადისთვის მზადება უნდა დაიწყოთ უკვე მაშინ, როდესაც დაგეგმავთ გერმანიაში გრძელვადიანი პერიოდით გამგზავრებას. სრული სავიზო პროცედურა შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

მოამზადეთ თქვენი განაცხადი შემდეგ სამ ეტაპად:

მნიშვნელოვანი მითითება:
გთხოვთ, მოთხოვნის გარეშე არ გადმოაგზავნოთ საბუთები ვიზების განყოფილებაში - განსაკუთრებით განაცხადის შემოტანამდე. აქ არ მოხდება ამ საბუთების შენახვა და/ან სორტირება. გთხოვთ, საბუთები ყოველთვის სრულყოფილად მოიტანოთ პირდაპირ განაცხადის შემოტანისას.

გრძელვადიანი ვიზებისთვის საჭირო საბუთები

აქ იხილავთ ეროვნული ვიზების მისაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალს.

განაცხადის შეტანა

განაცხადის შემოტანისათვის გთხოვთ შეთანხმებულ დროს პირადად მობრძანდეთ საელჩოს ვიზების განყოფილებაში. ამ ვიზიტის დროს თქვენ ჩააბარებთ ყველა საგანაცხადო საბუთს, გადაიხდით ვიზის გადასახადს და უპასუხებთ დასმულ შეკითხვებს დაგეგმილ მგზავრობასთან დაკავშირებით. იქ ასევე გადაიღებენ თქვენს ფოტოს და აიღებენ თქვენი თითების ანაბეჭდებს.

განაცხადის განხილვა

გერმანიის საელჩო განიხილავს თქვენს განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას. იგი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი განაცხადი სამართლებრივ წინაპირობებს. განხილვის დრო დამოკიდებულია გამგზავრების კონკრეტულ მიზანზე. იგი შეიძლება სამ თვემდეც გაგრძელდეს. გადაწყვეტილების მიღებისთანავე საელჩო დაგიკავშირდებათ. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ იმ გარემოებას, რომ განხილვის პროცესის განმავლობაში ვერ გავცემთ ინფორმაციას საქმის მდგომარეობის შესახებ. განხილვის შემდეგ კი ვუპასუხებთ მხოლოდ თავად განმცხადებლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან წერილობით მინდობილი პირის შეკითხვებს.

პასპორტის დაბრუნება

როგორც კი საელჩო მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს განაცხადთან დაკავშირებით, იგი დაგიკავშირდებათ.

როგორც წესი, თქვენი პასპორტი პირადად უნდა გაიტანოთ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში გთხოვთ, გამოატანოთ მას თქვენი წერილობითი მინდობილობა.

თუ უარი გეთქვათ ვიზის გაცემაზე, ამას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი. ამ მიზეზს ჩვენ დაგისახელებთ უარის წერილში, რომელიც გადმოგეცემათ. განმარტებებს ამ მიზეზებთან დაკავშირებით იხილავთ ხშირად დასმული კითხვების გვერდზე.

თქვენ ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ახალი განაცხადის შემოტანა, რომელიც იქნება სრულყოფილი, დამაჯერებელი და დაექვემდებარება გადამოწმებას.

კეთილი მგზავრობა! მითითებები ვიზის მფლობელთათვის

თუ პასპორტში ჩაკრულ ვიზაზე აღნიშნული ყველა თქვენი მონაცემი სწორად არის მითითებული,  მაშინ შეგიძლიათ გაემგზავროთ. გთხოვთ, ეს მონაცემები მაშინვე გადაამოწმოთ, როდესაც პასპორტს გადმოგცემენ. შეცდომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ, რათა შევძლოთ თქვენთვის ახალი ვიზის გაცემა.

ვიზაზე მითითებულია თქვენი სრული სახელი და გვარი, თქვენი პასპორტის ნომერი და თქვენი ფოტო, ასევე დღეების რაოდენობა და ვიზის მოქმედების ვადა, ესე იგი ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ გერმანიაში ყოფნა ქვეყნისშიდა ვიზის (Aufenthaltstitel) მიღებამდე.

ასე რომ, არ დაგავიწყდეთ გერმანიაში შესვლისთანავე დარეგისტრირდეთ მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში (Einwohnermeldeamt) და შეათანხმოთ ვიზიტი უცხოელების საქმეთა უწყებაში (Ausländerbehörde). გერმანიაში შესასვლელი ვიზით შეგიძლიათ იმოგზაუროთ შენგენის ქვეყნებში.

გვერდის დასაწყისში გადასვლა