Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D1c: გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნის დადასტურება (გერმანიაში მეუღლესთან ან დაქორწიების მიზნით გასამგზავრებლად და შემდგომ იქ მუდმივად ცხოვრებისთვის)
თუ გეგმავთ მეუღლესთან საცხოვრებლად გერმანიაში გადასვლას ან
მეუღლესთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლას ან
გინდათ გერმანიაში ჩასვლა, რათა იქ იქორწინოთ და მეუღლესთან ერთად იქ იცხოვროთ,
მაშინ გერმანიაში წასვლამდე უნდა მოგვიტანოთ იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ელემენტარულ დონეზე ფლობთ გერმანულ ენას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გერმანიაში თავიდანვე ელემენტარულ დონეზე შეძლოთ ურთიერთობა.
რა არის გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა?
გერმანული ენის ელემენტარული დონე არის ენის ცოდნა „ენების საერთო ევროპული დონის A1 საფეხურზე“, რაც გულისხმობს, თქვენ შეგიძლიათ ნაცნობი, ყოველდღიური გამოთქმებისა და უბრალო წინადადებების გაგება და გამოყენება (მაგ.: გზის შესახებ კითხვა, რაიმეს ყიდვა და ა.შ.). თქვენ უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავისა და სხვის წარდგენა და საკუთარ თავთან დაკავშირებული კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, თუ სად ცხოვრობთ ან ვის იცნობთ.
რა თქმა უნდა ამასთან თქვენთან მოსაუბრე გარკვევით უნდა ლაპარაკობდეს და მზად უნდა იყოს, რომ დაგეხმაროთ. თქვენ ასევე უნდა შეგეძლოთ ელემენტარულ დონეზე გერმანულად წერაც, მაგალითად უწყებების ანკეტებში გვარის, მისამართის, ეროვნებისა და სხვა მონაცემების მითითება.
როგორ შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა?
როგორც წესი გერმანული ენის ცოდნა უნდა დაადასტუროთ გერმანიის საელჩოში მეუღლესთან გასამგზავრებლად ან დაქორწინებისათვის და შემდგომი მუდმივი საცხოვრებლისთვის აუცილებელ ვიზაზე განაცხადის შემოტანისას. ამისათვის საგანაცხადო საბუთებს თან უნდა დაურთოთ ALTE-ს (Association of Language Testers in Europe) სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებული ორგანიზაციის ენის სერტიფიკატი.
ამჟამად ეს ეხება ენის შემდეგ სერტიფიკატებს:
გოეთეს ინსტიტუტის „Start Deutsch 1“;
Telc GmbH-ს (The European Language Certificate, Tochtergesellschaft Deutscher Volkshochschulverband) „Start Deutsch 1“;
ავსტრიული ენის დიპლომის (ÖSD) „Grundstufe Deutsch 1“;
TestDaF-Instituts e.V.-ს (Institut der Fernuniversität Hagen und der Ruhr-Universität Bochum; ენის დონის დასადგენი გამოცდა მხოლოდ „B2“ GER საფეხურიდან) „TestDaF“.
ECL საგამოცდო ცენტრი; გერმანული ენის გამოცდების ახორციელებს კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტი AFU (A2-დონიდან ზემოთ).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სხვა სერტიფიკატები არ მიიღება! საქართველოში შესაძლებელია სერტიფიკატების „Start Deutsch 1“ (გოეთეს ინსტიტუტი) და „Grundstufe Deutsch 1“ (ÖSD) მიღება.
გოეთეს ინსტიტუტები წარმოადგენენ გერმანული კულტურის ინსტიტუტებს საზღვარგარეთ და სთავაზობენ ენის კურსებსა და ენის გამოცდებს. ენის გამოცდის „Start Deutsch 1“ ჩაბარება შესაძლებელია გოეთეს ინსტიტუტში. დამატებით ინფორმაციას მიიღებთ გოეთეს ინსტიტუტის ვებ-გვერდზე ან თავად გოეთეს ინსტიტუტში.
თუ საელჩოში თქვენი პირადად დაბარებისას ნათელი იქნება, რომ თქვენი გერმანული ენის ცოდნა მნიშვნელოვნად აღემატება აუცილებელ A1 დონეს, არანაირი საბუთის წარდგენა არ იქნება საჭირო.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: როგორც წესი, აღიარებული იქნება ის სერტიფიკატები, რომლებიც გაცემულია მაქსიმუმ ერთი წლით ადრე. იმ შემთხვევებში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა სავიზო განაცხადი დროულად შემოტანა ან უკვე გაცემული ვიზების გამოყენება, იმ სერტიფიკატების აღიარების ვადა, რომლებიც ერთ წელზე უფრო ადრე გაიცა, გახანგრძლივდება შემდგომი ექვსი თვით, თუ შეძლებთ ენის A1-დონეზე ცოდნის დადასტურებას საელჩოში ზეპირი გასაუბრებისას.
არსებობს თუ არა გამონაკლისები?
გამონაკლისები შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
თქვენი ენის ცოდნა აშკარაა და ეჭვგარეშეა სავიზო განყოფილებაში განაცხადის შემოტანისას. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი იქნება ენის სერტიფიკატის წარმოდგენა.
თქვენ, როგორც მზრუნველობის უფლების მქონე მშობელი, თქვენ მცირეწლოვან შვილთან ერთად მიემგზავრებით გერმანიაში ან გადადიხართ მასთან საცხოვრებლად, ან ფეხმძიმედ ხართ ბავშვზე, რომელიც დაბადებისთანავე მიიღებს გერმანიის მოქალაქეობას.
თქვენს მეუღლეს გააჩნია ევროკავშირის ლურჯი ბარათი (Blauen Karte EU) AufenthG-ს, უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის მე-19a პარაგრაფის მიხედვით ან მალე უნდა მიიღოს ასეთი ბარათი.
თქვენ ან თქვენი მეუღლე/მომავალი მეუღლე ხართ/არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე (გარდა გერმანიისა!).
თქვენ ფიზიკური, გონებრივი ან სულიერი ავადმყოფობის გამო ვერ წარადგენთ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ამ შემთხვევაში განაცხადს დაურთეთ შესაბამისი საბუთი. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი იქნება საელჩოს ნდობით აღჭურვილ ექიმთან გასაუბრება. წერა-კითხვის უცოდინრობა, დიდი ასაკი, ფეხმძიმობა, ბავშვის მოვლა და დიდი მანძილი ენების სკოლამდე (A1 დონეზე ენის ცოდნის მიღება არ არის აუცილებელი ენების სკოლაში) ზოგადად არ გამორიცხავს გერმანული ენის სწავლის შესაძლებლობას.
თქვენ უკვე იყავით დაქორწინებული, როდესაც თქვენი მეუღლე გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და მას გააჩნია გერმანიაში ცხოვრების უფლება, როგორც
ლურჯი ბარათის მფლობელს (§ 18b Abs. 2 AufenthG*),
პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტს (§18a AufentG)
აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტს (§18b Abs. 1 AufenthG)
ბინადრობის უფლების მქონე სპეციალისტს (§18c Abs. 3 AufenthG)
ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირს (§19c Abs. 1 AufenthG i.V.m. § 3 Nr. 1 und 3 BeschV)
მეცნიერს, მოწვეულ მეცნიერს, ინჟინერს ან ტექნიკოსს მოწვეული მეცნიერის მკვლევართა გუნდში, პედაგოგს (§19c Abs. 2 AufenthG i.V. m§ 5 BeschV)
საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტს (§19c Abs. 2 AufenthG i.V.m. § 6 BeschV)
ICT-ბარათის მფლობელს (§19 AufenthG),
მკვლევარს (§§ 18d, 18f AufenthG),
კომპანიის დამფუძნებელს (§21 AufenthG),
თავშესაფრის მქონე პირს (§25 Abs. 1 bzw. § 26 Abs. 3 AufenthG),
აღიარებულ ლტოლვილს (25 Abs. 2 bzw. § 26 Abs. 3 AufenthG),
ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირს (§ 38a AufenthG)
ბინადრობის უფლების მქონე პირს უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის მე-19c მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად.
* AufenthG - გერმანიის კანონი უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ
თქვენი მეუღლე არის ანდორას, ავსტრალიის, ბრაზილიის, ელ სალვადორის, ჰონდურასის, ისრაელის, იაპონიის, კანადის, კორეის რესპუბლიკის, ახლი ზელანდიის, მონაკოს, სან მარინოს ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
თუ არსებობს ინტეგრაციის ნაკლები აუცილებლობა: როგორც წესი ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, როდესაც თქვენ გაგაჩნიათ უმაღლესი ან უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის განათლება ან შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია, ან ისეთ სამუშაოს ეწევით, რომელიც როგორც წესი ითვალისწინებს ასეთ კვალიფიკაციას, და სამსახურის ძებნის შესაფერისი დროის შემდეგ უნდა დაიწყოთ შესაბამისი სამსახური გერმანიაში და სახელმწიფო დახმარების გარეშე შეგიძლიათ ინტეგრირება მოახდინოთ გერმანიის ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. ეს სამივე წინაპირობა (კვალიფიკაცია, მუშაობის დადებითი პროგნოზი, ინტეგრაციის დადებით პროგნოზი) ერთად უნდა არსებობდეს. როგორც წესი არ არის საკმარისი მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის წარდგენა! მუშაობის დადებითი პროგნოზი ნიშნავს, რომ უცხოელი თავისი ენის ცოდნის გამო შესაფერისი დროის განმავლობაში მისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახურის ლეგალურად დაწყებას შეძლებს. ამგვარად შესაძლებელია მხოლოდ ისეთი დიპლომებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინება, რომლებიც სავარაუდოდ მართლა აძლევს განმცხადებელს იმის საშუალებას, რომ გერმანიაში მისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო იპოვოს. მეორეს მხრივ გამონაკლისს პრაქტიკულად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ისეთი სამუშაოს შემთხვევაში, რომელიც მოიცავს უცხო ენების ცოდნას.
თქვენ და თქვენი მეუღლე არ გეგმავთ ხანგრძლივად გერმანიაში დარჩენას, არამედ მხოლოდ დროებით, მაგალითად ბიზნესმენების ან საერთაშორისო მასშტაბით მომუშავე ეკონომიკური ორგანიზაციების თანამშრომლების მეუღლეთა შემთხვევაში, რომლებიც მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობენ და ცხოვრობენ გერმანიაში.
განსაკუთრებულ შემთხვევაში: თუ თქვენი მეუღლე არის გერმანიის მოქალაქე და თქვენ სერიოზული ძალისხმევის მიუხედავად ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძელით ენის აუცილებელი სერტიფიკატის მიღება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, რომ დაადასტუროთ სწავლის სერიოზული ძალისხმევა (მაგ.: კურსებში მონაწილეობის, გამოცდებზე გასვლის საბუთები). ენის აუცილებელი ცოდნა უნდა მიიღოთ უშუალოდ გერმანიაში ჩასვლის შემდეგ, რათა მიიღოთ დარჩენის უფლება, როგორც მეუღლემ. ეხება თუ არა საქმე გამონაკლისს, ირკვევა განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის საელჩოსა და უცხოელების საქმეთა შესაბამის უწყებას შორის შეთანხმებით.
როგორ შეგიძლიათ მიიღოთ გერმანული ენის ელემენტარული ცოდნა?
თუ ჯერ არ ფლობთ გერმანულს ელემენტარულ დონეზე, არსებობს გერმანული ენის სწავლის სხვადასხვა შესაძლებლობა:
ენის კურსები
ენის სწავლა გოეთეს ინსტიტუტის დაუსწრებელი კურსების მეშვეობით/ინტერნეტით
გამოცდის სრულყოფილ მაგალითს, რომლითაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ მოემზადოთ „Start Deutsch 1“-ის ტესტისთვის, ასევე ინფორმაციას დაუსწრებელი კურსების შესახებ იხილავთ გოეთეს ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. იქ ნახავთ ასევე A1 დონის სხვა ამოცანებს.
დოიჩე ველეს (Deutschen Welle) რადიო და ინტერნეტ გადაცემები
დოიჩე ველე გთავაზობთ გერმანული ენის სწავლის ბევრ შესაძლებლობას. მის ვებ-გვერდზე იხილავთ გერმანული ენის უფასო კურსებს დამწყებთათვის და სხვა საფეხურებისთვის დაახლოებით 30 ენაზე. იქვე ნახავთ საზღვარგარეთ რადიოგადაცემების ეთერში გასვლის სიხშირის სიებსაც. ასე, მაგალითად შეგიძლიათ დოიჩე ველეს და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ერთობლივად შემუშავებული ენის აუდიო კურსის „Radio D“ გამოყენება. ამასთან ერთად კურსი გადაიცემა 16 ენაზე დოიჩე ველეს რადიოს მეშვეობით. გარდა ამისა ინტერაქტიური ონლაინ-კურსი 30 ლექციაში გიჩვენებთ 1000 ინტერაქტიური სავარჯიშოს მეშვეობით გიჩვენებთ გერმანიაში ცხოვრების სურათს.
დოიჩე ველეს ინფორმაცია და ენის სწავლის შეთავაზებები:
http://www.dw-world.de/deutschkurse
გოეთეს ინსტიტუტები და სხვა პარტნიორები მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც სთავაზობენ გოეთეს ინსტიტუტის გერმანულის კურსებს და/ან გამოცდებს:
გოეთეს ინსტიტუტი თბილისი, თბილისი 0108, ზანდუკელის ქუჩა 16, ტელ.: +995 32 2938945, ფაქსი: +995 32 2934568, ელ. ფოსტა: info@tbilissi.goethe.org