Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

კორუფციის პრევენცია

05.12.2017 - სტატია

კორუფციის პრევენცია

ფედერალური ადმინისტრაციული უწყებების 2004 წლის 30 ივლისის კორუფციის პრევენციის დირექტივა ადგენს სამართლებრივ ჩარჩოებს კორუფციის პრევენციის ამოცანებისთვის გერმანიის საგრეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საელჩოებში. დირექტივა მიმართულია იმისაკენ, რომ გასაგებად და მცირე რეგულაციების მეშვეობით წარმოადგინოს ნორმები უნაკლო, სამართლიანი და გამჭვირვალე ადმინისტრაციული ქმედებისათვის.

ეთიკური პრინციპები და კორუფციის უარყოფა ღრმად უნდა იყოს დამკვიდრებული გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და საელჩოების გერმანელი და ადგილობრივი თანამშრომლების შეგნებაში. კორუფციის პრევენციის მნიშვნელოვან ამოცანებს წარმოადგენს გერმანიის საგრეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საელჩოებში თანამშრომელთა ამ თემისადმი დაინტერესება, კორუფციის სავარაუდო საშიშროებებისაგან დაცვა და მაღალი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების, როგორც ყველანაირი ადმინისტრაციული ქმედების შემადგენელი ნაწილის, დამკვიდრება.

ჯილდოები, პერსონალური საჩუქრები ან სხვა სარგებელი

აქ მოქმედებს პრინციპი: აღება აკრძალულია!

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და საელჩოების გერმანელ და ადგილობრივ თანამშრომლებს სამსახურის თანხმობის გარეშე არ აქვთ უფლება, აიღონ თავიანთ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ჯილდოები, პერსონალური საჩუქრები ან მიიღონ სხვა სარგებელი. ყველა სხვა რეგულაცია მოცემულია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 8 ნოემბრის ცირკულარულ წერილში, რომელიც ეხება ფედერალურ ადმინისტრაციაში ჯილდოებისა და საჩუქრების მიღების აკრძალვას, და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის ცირკულარულ მითითებებში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კორუფციის პრევენციის თემასთან დაკავშირებული კითხვებით ან შენიშვნებით შეგიძლიათ მიმართოთ  გერმანიის საგარეო საქმეთა რწმუნებულს კორუფციის პრევენციის საკითხებში