ძიების შედეგების რაოდენობა:ძიების შედეგები ვერ მოიძებნა
ნავიგაცია
Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
ჩვენს შესახებ
გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი
გერმანიასა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი, როგორც საერთო ევროპული ოჯახის წევრების პარტნიორობა ყველა დონეზე გავაღრმავო.
გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი
მისამართი, სამუშაო საათები და კონტაქტი
დასახელება
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში
ხელმძღვანელი
ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
საკონსულო და სავიზო განყოფილების შესასვლელი მდებარეობს მოსე თოიძის ქუჩიდან
სამუშაო საათები
ორშაბათი - ხუთშაბათი: 08.30-დან 17.30 საათამდე
პარასკევი: 08.30-დან 14.30 საათამდე
საკონსულო და სავიზო განყოფილების სამუშაო საათები (შესასვლელი მოსე თოიძის ქუჩიდან): ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი: 9 საათიდან 16 საათამდე ოთხშაბათი და პარასკევი: 9 საათიდან 13 საათამდე
ყურადღება! საელჩოს ვიზიტორებისთვის დადგენილია შემდეგი შეზღუდვები:
ვიზისა და პასპორტის განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ- პორტალზე ვიზიტის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
ვიზის ჩასაკრავად პასპორტის ჩაბარებისა და დამატებითი საბუთების ჩაბარების დროის შესათანხმებლად სავიზო განყოფილება თავად დაგიკავშირდებათ ტელეფონით.
მიღების საათები საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით (მათ შორის ხელმოწერის დადასტურება, ასლების დამოწმება, მარტივი საკონსულო ცნობები, გერმანული პასპორტის გატანა და სხვა):
ორშაბათ, სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, მაგ. ბავშვის დაბადებისა და მოწმობის გაცემის შემთხვევაშიც. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის ინფორმაციას ვებ-გვერდზე.
მიღების საათები ებრაელი ემიგრანტებისა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველი გერმანული წარმოშობის პირთა საკითხებთან დაკავშირებით:
ვიზიტის წინასწარი შეთანხმების გარე პარასკევს 09:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე.
სასაუბრო ენა საქართველოს უწყებებში: ქართული
მითითება: სატელიტური (Satcom) ტელეფონისა და ფაქსის გამოყენების შემთხვევაში მოქმედებს უფრო მაღალი ტარიფები.
მითითება შენობაში უბარიეროდ შესვლის თაობაზე
მითითება ბარიერებთან მიმართებაში
საელჩო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს და ცდილობს გაუადვილოს მათ თანამშრომლებთან წვდომა შენობაში არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.
შენობის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ბარიერების გარეშე შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდულად და საელჩოსთან წინასწარ დაკავშირების შემდეგ.
სტრუქტურული ან ტექნიკური მხარდაჭერა უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის საელჩოში არ არსებობს.
შემდეგ დღესასწაულებზე საელჩო (სავიზო განყოფილების ჩათვლით) არ მუშაობს