Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ცნობა ნასამართლობის შესახებ

ფოტოზე გამოსახულია თუ როგორ მიუთითებენ თითით ნასამართლობის შესახებ ცნობაზე

ცნობა ნასამართლობის შესახებ, © Stephan Jansen/dpa

01.12.2017 - სტატია


ნასამართლობის ცნობა გერმანიაში

ვისაც გერმანიაში არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მას შეუძლია მოითხოვოს ნასამართლობის შესახებ ცნობა გერმანიის ცენტრალურ ფედერალურ რეესტრში. თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, თქვენი ხელმოწერა ამ განაცხადზე უნდა დაამოწმებინოთ გერმანიის საელჩოში თბილისში. ეს შესაძლებელია საკონსულოს მიღების საათების დროს (ორშაბათს 13:30-დან 14:30 საათამდე, ხოლო სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00-დან 15:00 საათამდე, გარდა დასვენების დღეებისა). გთხოვთ თან იქონიოთ შევსებული, მაგრამ ჯერ ხელმოუწერელი საგანაცხადო ანკეტა, პირადობის დამდადსტურებელი საბუთი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) და თანხის გადარიცხვის ქვითარი (13 ევრო - გერმანიის იუსტიციის ფედერალურ უწყებაში). ხელმოწერის დამოწმება ფასიანია (გადახდა წარმოებს ლარში საელჩოს გაცვლითი კურსით).

პასუხები ნასამართლობის ცნობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე და ჩამოსატვირთი საგანაცხადო ანკეტა შეგიძლიათ იხილოთ იუსტიციის ფედერალური უწყების ვებგვერდზე

ნასამართლობის ცნობა საქართველოში

გერმანიის საელჩოს თბილისში არ აქვს უფლება საქართველოში თქვენ მაგივრად მოითხოვოს ნასამართლობის ცნობა. ამისათვის გთხოვთ მიმართოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტო

თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ.

ტელ.: +995 322 41 91 91

ელ. ფოსტა: info@sa.gov.ge



გვერდის დასაწყისში გადასვლა