Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

განმარტება მონაცემთა დაცვის შესახებ

სტატია

წინამდებარე მითითებებით გვსურს გაცნობოთ იმის თაობაზე, თუ როდის და  რომელი მონაცემები გროვდება ამ ვებ-გვერდზე და როგორ ვიყენებთ მათ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობები აწარმოებენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO), მონაცემთა დაცვის შესახებ გერმანიის ფედერალური კანონისა (BDSG) და შესაბამის შემთხვევაში სპეციალური საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად. იმისათვის, რომ გაგარკვიოთ მონაცემთა დამუშავებასა და თქვენს უფლებებში და ამით შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება (DSGVO, მუხლი 13 და 14), გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელიც ხორციელდება ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას, ჩვენთან დაკავშირებისას (საკონტაქტო ფორმის, ელ-ფოსტის, ტელეფონის ან ფოსტის მეშვეობით) ან ჩვენი ერთ-ერთი საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერისას.


1. საფუძვლები


1.1. პასუხისმგებელი და რწმუნებული მონაცემთა დაცვის საკითხებში


საგარეო სამსახურის შესახებ გერმანიის კანონის მე-2 მუხლის თანახმად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ არსებული გერმანიის წარმომადგენლობები ერთად შეადგენს ერთიან ფედერალურ უწყებას.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო DSGVO-ის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:

Auswärtiges Amt

Werderscher Markt 1

10117 Berlin

Deutschland / გერმანია

ტელ.: +49 30 18 17-0 / მოქალაქეთა მომსახურების ოფისი: +49 30 18 17-2000

ფაქსი: +49 30 18 17-3402

მოქალაქეთა მომსახურების ოფისის საკონტაქტო ფორმა


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული მონაცემთა დაცვის საკითხებში:

Datenschutzbeauftragte/r des Auswärtigen Amts

Auswärtiges Amt

Werderscher Markt 1

10117 Berlin

Deutschland / გერმანია

ტელ.: +49 30 18 17-7099

ფაქსი: +49 30 18 17-5 7099

კონტაქტი


მონაცემთა დაცვის შესახებ შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო პირს გერმანიის შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. მისი საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია ამ გვერდის ბოლოს.

1.2. პერსონალური მონაცემები

პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ და იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. იდენტიფიცირებადია ფიზიკური პირი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია პირდაპირ ან არაპირდაპირ - კერძოდ სახელი და გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, ადგილსამყოფელით, ონლაინ-კოდით (DSGVO, მუხლი 4, პუნქტი 1).

1.3. მონაცემთა დამუშავები სამართლებრივი საფუძვლები

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად:
- DSGVO, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „a“, როდესაც თქვენ განაცხადეთ თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე (მაგ. საინფორმაციო ბიულეტენის გამოგზავნისას),
- DSGVO, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „b“, როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა ხელშეკრულების ან წინასახელშეკრულებო ღონისძიებების შესასრულებლად,
- DSGVO, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „c“, როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად,
- DSGVO, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „d“, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პირის ან სხვა ფიზიკური პირის საციცოცხლო ინტერესები საჭიროს ხდის პერსონალური მონაცემების დამუშავებას,
- DSGVO, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „e“ და BDSG §3, როდესაც მონაცემთა დამუშავება საჭიროა საზოგადოებრივ ინტერესებში არსებული ჩვენზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის ან საჯარო ხელისუფლების მოვალეობათა განხორციელებისთვის (მაგ. დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა). გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ გერმანიის წარმომადგენლობების საჯარო ამოცანებს განსაკუთრებით ასევე განეკუთვნება საზოგადოებასთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ ინფორმაციების გაცემა (იხ. საგარეო სამსახურის შესახებ გერმანიის კანონის პირველი მუხლი).


2. მონაცემთა დამუშავება ამ ინტერნეტ-გვერდზე შესვლასთან მიმართებაში

2.1. მონაცემთა შეგროვება

ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ ამ ვებ-გვერდზე ყოველი შესვლისას და რომელიმე ფაილის გახსნისას ხდება ამ მოქმედების მონაცემების დროებით დამახსოვრება და გადამუშავება პროტოკოლურ ფაილში.

ვებ-გვერდის მოხმარების ანალიზისათვის გამოყენებული თრექინგ-ხელსაწყო Matomo ისე არის კონფიგურირებული, რომ არ ხდება მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება.

გარდა ამისა, თქვენი IP-მისამართი ანონიმიზირებულია ისე, რომ ვერ მოხდეს მომხმარებლის დაკვირვება.

თრექინგ-ხელსაწყო ინახება საკუთარ სერვერზე, დაცულ, BSI-სერტიფიცირებულ ქსელურ ზონაში. ამიტომ ვერცერთი თრექინგ-მონაცემი მოხვდება მის ფარგლებს გარეთ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენს ბრაუზერში შეცვალოთ პარამეტრები ისე, რომ თქვენი შესვლა ვებ-გვერდზე საერთოდ არ დარეგისტრირდეს და გაანალიზდეს (Do-Not-Track-პარამეტრი). ბრაუზერის კონფიგურაციის მონაცემთა გადაცემით თრექინგ-ხელსაწყოს მიეწოდება ინფორმაცია, სურს თუ არა მომხმარებელს, რომ მოხდეს თრექინგ-ხელსაწყოს მეშვეობით მისი მონაცემების შეგროვება.

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენს ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრები, საძიებო ინტერნეტ-გვერდზე ჩაწერეთ „Do not track activation“ და თქვენი ბრაუზერის სახელი.

JavaScript-თრექინგით ხდება შემდეგი მონაცემების შეგროვება:

• მოთხოვნა/Request (მოთხოვნილი ფაილის სახელი), მოთხოვნის თარიღი და დრო
• ბრაუზერის ტიპი და ვერსია (მაგ.: Firefox 115.0)
• ბრაუზერის ენა (მაგ.: გერმანული)
• გამოყენებული ოპერაციული სისტემა (მაგ.: Windows 11)
• ხელსაწყოს ტიპი, ხელსაწყოს მოდელი, ხელსაწყოს მარკა (მაგ. კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და სხვა)
• ეკრანის გაფართოება
• გამოყენებული Plugin-ები (მაგ.: Flash, Java)
• Referrer URL (გამოძახებული წინა ინტერნეტ-გვერდი)
• ანონიმიზირებული IP-მისამართი
• ქვეყანა, რეგიონი და ქალაქი, საიდანაც განხორციელდა მოთხოვნა
• ჩამოტვირთები
• დაწკაპუნებები
• გაგზავნილი ფორმულარების რაოდენობა (დამოკიდებულია მიზნის განსაზღვრაზე)

2.2.  ქუქი-ფაილების გამოყენება

ნავიგაციის გასაადვილებლად ცალკეული ვებ-გვერდების გახსნისას გამოიყენება ეგრეთწოდებული დროებითი ქუქი-ფაილები (temporary cookies ან session cookies). ასეთი ფაილები არ შეიცავს პირად მონაცემებს და ქრება ვებ-გვერდის დახურვის შემდეგ. ქუქი-ფაილები გამოიყენება ასევე „შეკვეთის კალათის“ გამოყენებისას. ეს ფაილებიც ქრება სესიის დახურვისას.
ისეთი საშუალებები, რომლებიც მომხმარებლის ინტერნეტ-მოხმარების ჩვევებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა, არ გამოიყენება.

2.3.    სოციალური მედიის ბმულების გამოყენება

ამჟამად ჩვენ ვიყენებთ სოციალური მედიის შემდეგ ბმულებს (Plug-in): Facebook, Twitter, Instagram და Youtube (Google). მათთან დაკავშირებით ვიყენებ ე.წ. ორჯერ დაწკაპუნების პრინციპს. ე.ი. თუ თქვენ ჩვენ ვებ-გვერდს სტუმრობთ, თქვენი პერსონალური მონაცემები ჯერ არ გადაეცემა სოციალური მედიის პროვაიდერს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააწკაპუნებთ სოციალური მედიის სიახლეების ბმულს, თქვენი პირადი მონაცემები გადაეცემა შესაბამისი სოციალური მედიის პროვაიდერს და იქ (ამერიკელ პროვაიდერებთან აშშ-ში) შეინახება. ჩვენ ვიყენებთ სოციალური მედიის ბმულებს იმისათვის, რომ თქვენთან და ჩვენი გვერდის სხვა მომხმარებლებთან ინტერაქციით ჩვენი საინფორმაციო შემოთავაზებები უფრო საინტერესო გავხადოთ.
ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სოციალური ქსელები თავიანთი მომხმარებლების მონაცემებს (მაგ. პერსონალურ ინფორმაციას, IP-მისამართებს და სხვა) მათი მონაცემთა გამოყენების წესების შესაბამისად ინახავენ და საქმიანი მიზნებისთვის იყენებენ. სოციალურ ქსელებში მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
Facebook, Twitter, Instagram, Youtube (Google).
ჩვენ არ გვაქვს ზეგავლენის არავითარი საშუალება სოციალური ქსელების მიერ მონაცემთა შეგროვებასა და მათ შემდგომ გამოყენებაზე. ჩვენთვის უცნობია, რა მოცულობით, სად და რა ვადით ინახება, როგორ მუშავდება და ვის გადაეცემა ეს მონაცემები და ასრულებენ თუ არა სოციალური ქსელები მონაცემთა წაშლის ვალდებულებას.

ამიტომ გთხოვთ, გულდასმით შეამოწმოთ, თუ რომელ პერსონალურ მონაცემს გადასცემთ სოციალურ ქსელებს ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებისას. თუ თქვენ არ გსურთ, რომ სოციალურმა ქსელებმა ჩვენ ვებ-გვერდთან თქვენი კომუნიკაციის შედეგად თქვენი პერსონალური მონაცემები მიიღონ, უნდა ისარგებლოთ ჩვენთან კონტაქტის სხვა საშუალებით, მაგალითად საკონტაქტო ფორმულარით ამ ვებ-გვერდზე.

2.3.    Google maps

ჩვენს ვებ-გვერდზე ჩართული გვაქვს პროვაიდერ „Google“-ის რუკების სერვისი „Google Maps“. ამ სერვისის გამოყენებისას (რუკაზე დაწკაპუნებით) გუგლის მიერ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების, კერძოდ მომხმარებლის IP-მისამართის და ადგილსამყოფელის დამუშავება, თუმცა მათი შეგროვა არ ხდება თქვენი თანხმობის გარეშე (იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრები).

პროვაიდერი:

Google Ireland Limited, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Irland

ვებ-გვერდი: https://maps.google.de

მონაცემების დაცვის პირობები: https://policies.google.com/privacy

გასაჩირვების შესაძლებლობა (Opt-Out-Plugin): http://tools.google.com/dlpage/gaoptout?hl=de


3. პერსონალური მონაცემების დამუშავება ჩვენთან დაკავშირებისას

როდესაც ჩვენ გვიკავშირდებით, თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები (თქვენი სახელი და გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, შესაბამის შემთხვევაში ასევე თქვენი მისამართი, ტელეფონის და ფაქსის ნომერი) და გადმოცემული შინაარსობრივი ინფორმაცია (შესაბამის შემთხვევაში პერსონალური მონაცემები) თქვენთან დაკავშირებისა და თქვენი საკითხის განხილვის მიზნით ინახება. მონაცემების შენახვა ხდება კორესპონდენციის შენახვისთვის მოქმედი ვადების დაცვით რეგისტრაციის იმ წესდების შესაბამისად, რომელიც ავსებს გერმანიის ფედერალური სამინისტროების ერთობლივ რეგლამენტს.


იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურნი თქვენი საკითხის განხილვისთვის, შესაძლებელია იგი გადაეცეს სხვა ფედერალურ ან სამხარეო უწყებას თანხმობის გარეშე მონაცემთა დაცვის წესების დაცვით, თუ ივარაუდება, რომ საკითხის გადაცემა შეკითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით თქვენს ინტერესებშია და საქმე არ ეხება მგრძნობიარე პერსონალურ მონაცემებს (DSGVO, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „e“, ასევე BDSG მუხლი 3, მუხლი 25, პუნქტი 1, ასევე BDSG მუხლი 23, პუნქტი 1, ქვეპუნქტი 1).


4. საინფორმაციო ბიულეტენების დაგზავნა

თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ერთ-ერთი საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერა, რომლითაც მოგაწოდებთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიახლეებს და პრესრელიზებს ან მითითებებს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენი ერთ-ერთი საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის რეგისტრაციისთვის ვიყენებთ ე.წ. Double-opt-in-პროცედურას. ეს ნიშნავს, რომ თქვენი რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე ჩვენ გიგზავნით წერილს, რომლითაც გთხოვთ დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გსურთ საინფორმაციო ბიულეტენის მიღება. მხოლოდ ამ დადასტურების შემდეგ შეინახება თქვენი ელ. ფოსტის მისამართი საინფორმაციო ბიულეტენის გამოგზავნის მიზნით ამ შემოთავაზების სარგებლობის პერიოდის მანძილზე. თუ თქვენს რეგისტრაციას 24 საათის განმავლობაში არ დაადასტურებთ, თქვენი ინფორმაცია ავტომატურად წაიშლება.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ნებართვა საინფორმაციო ბიულეტენის გამოგზავნაზე და ის აღარ გამოიგზავნება. გაუქმება შეგიძლიათ შესაბამის ბმულზე დაწკაპუნებით, რომელიც მოცემულია ყველა საინფორმაციო ბიულეტენში.


5. ბეჭდური პროდუქციის შეკვეთა

თუ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით შეუკვეთავთ ბროშურებს, ფლაერებს ან სხვა ბეჭდურ პროდუქციას, შეკვეთის დამუშავებისთვის გვესაჭიროება შემდეგი პერსონალური მონაცემები:

• გვარი, სახელი
• ქუჩა, შენობის ნომერი
• საფოსტო ინდექსი, ქალაქი/დასახლება
• ელ. ფოსტის მისამართი

თუ შეკვეთის დამუშავება ჩვენ მიერ შეუძლებელია, თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები გადაეცემა მესამე პირს (საფოსტო ფირმას, შესაბამის შემთხვევაში სხვა უწყებას ან ინსტიტუციას, თუ ისინი აგზავნიან შეკვეთილ პროდუქციას. სამართლებრივი საფუძველი თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის არის თქვენი თანხმობა DSGVO, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „e“-ს შესაბამისად). თუ ზემოხსენებული მონაცემები არ გვექნება, შეკვეთა ვერ დამუშავდება.

თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები შეკვეთის დამუშავებიდან 90 დღის შემდეგ წაიშლება.


6. ღონისძიებები, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა

თავიანთი ამოცანების შესრულების ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ გერმანიის წარმომადგენლობები სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორებად ან თანაორგანიზატორებად გვევლინებიან.
რომელიმე ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მოწვევის შემთხვევაში ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, მისამართი და სხვა). ეს შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის სხვადასხვა გზით, მაგალითად ფორმულარის შევსებით, ელ. ფოსტით, ტელეფონით ან სავიზიტო ბარათის გადაცემით.
ის, თუ რომელი პერსონალური მონაცემები გადმოგვეცემა, დამოკიდებულია შესაბამის ფორმულარზე ან სავარაუდო საუბრისას გამოკითხულ მონაცემებზე.

6.1. თანმხლები პირების მონაცემთა შეგროვება

ღონისძიების სათანადოდ განხორციელებისთვის ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ ასევე მოწვეული მონაწილეების თანხმლები პირების მონაცემებს. ასევე მათაც აქვთ ის უფლებები, რომლებიც მოცემულია მე-7 პუნქტში.

6.2. მონაცემთა შეგროვება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან

ამ მიზნით ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, მაგალითად შესაბამისი პირის ინტერნეტ გვერდიდან ან საჯაროდ ხელმისაწვდომი კატალოგებიდან.

6.3. სხვა პროცედურები ამ მონაცემთა შეგროვებისას

პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირს უნებართვოთ. ისინი ინახება და მუშავდება მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის ღონისძიებათა ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით (მაგალითად სტუმართა სიების შესადგენად, შესვლის კონტროლის განსახორციელებლად და სხვა). ჩვენ შეგვიძლია მონაცემები გადავცეთ ერთ ან რამდენიმე კონტრაქტორს, რომლებიც ჩვენი დაკვეთით პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის იყენებენ.

ღონისძიების პროფილიდან გამომდინარე ჩვენ სხვა პარტნიორთან ერთად ასევე ვართ თანაორგანიზატორები. ასეთ შემთხვევებში ღონისძიების მიზნისთვის შეგროვებული მონაცემები გადაეცემა ჩვენს პარტნიორს და ეს მონაცემებიც მხოლოდ და მხოლოდ ღონისძიების სათანადოდ განხორციელების მიზნისთვის გამოიყენება. თუ რომელი პარტნიორი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში გავცემთ.

მონაცემები მხოლოდ იმდენი ხნით ინახება, რამდენიც საჭიროა ღონისძიების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის განხორციელებისთვის.
თქვენ, როგორც წერილის/მოსაწვევის მიმღებმა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი განაცხადოთ შემდგომი წერილების/მოსაწვევების თქვენთვის გამოგზავნაზე.

6.4. ფოტოების გადაღება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ გერმანიის წარმომადგენლობების პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მიზნით ღონისძიებებისა და შეხვედრების დროს ხორციელდება ფოტოების გადაღება და გამოქვეყნება, რომლებზეც შეიძლება თქვენც გამოჩნდეთ. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ფოტოს გადაღებაზე ან/და გამოქვეყნებაზე. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ პირადად მიმართოთ ფოტოგრაფს ან უარისათვის გამოიყენეთ ზემოთ აღნიშნული საკონტაქტო მონაცემები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ზეგავლენა იმ გადაღებებზე, რომლებსაც ახორციელებენ პრესისა და მედიის წარმომადგენლები. DSGVO-ის თანახმად ისინი თავად არიან პასუხისმგებლები.


7.    თქვენი უფლებები

7.1. ჩვენ მიმართ თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები თქვენ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:

•    ინფორმაციის მიღების უფლება, DSGVO მუხლი 15
•    შესწორების უფლება, DSGVO მუხლი 16
•    წაშლის უფლება („დავიწყების“ უფლება), DSGVO მუხლი 17
•    დამუშავების შეზღუდვის უფლება, DSGVO მუხლი 18
•    მონაცემთა პორტირების უფლება, DS-GVO მუხლი 20
•    დამუშავების შეწყვეტის უფლება, DSGVO მუხლი 21

7.2. თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება (მაგ. საინფორმაციო ბიულეტენი), თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ თანხმობის გამოთხოვის უფლება მიზეზის მითითების გარეშე. თანხმობის გამოთხოვამდე თანხმობის საფუძველზე განხორციელებული მონაცემთა დამუშავება კანონიერია (DSGVO მე-7 მუხლი, მე-3 პუნქტი). 

7.3. თქვენ ასევე გაქვთ უფლება, მონაცემთა დაცვის ზედამხედველობით ორგანოში გაასაჩივროთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება (DSGVO 77-ე მუხლი). გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ გერმანიის წარმომადგენლობები ექვემდებარება შემდეგ ზედამხედველობით ორგანოს:

ფედერალური რწმუნებული მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში:
Der Bundesbeauftragte für den Datenschutz und die Informationsfreiheit
Graurheindorfer Straße 153
D-53117 Bonn

გვერდის დასაწყისში გადასვლა