ძიების შედეგების რაოდენობა:ძიების შედეგები ვერ მოიძებნა
ნავიგაცია
Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
დანიშნული ელჩი ბარბარა ფოსი
არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება.
ნინო ჩხეიძის ქუჩა 38, 0102 თბილისი საკონსულო და სავიზო განყოფილების შესასვლელი მდებარეობს მოსე თოიძის ქუჩიდან
სამუშაო საათები
ორშაბათი - ხუთშაბათი: 08.30-დან 17.30 საათამდე
პარასკევი: 08.30-დან 14.30 საათამდე
საკონსულო და სავიზო განყოფილების სამუშაო საათები (შესასვლელი მოსე თოიძის ქუჩიდან): ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი: 9 საათიდან 16 საათამდე ოთხშაბათი და პარასკევი: 9 საათიდან 13 საათამდე
ყურადღება! საელჩოს ვიზიტორებისთვის დადგენილია შემდეგი შეზღუდვები:
ვიზის ჩასაკრავად პასპორტის ჩაბარებისა და დამატებითი საბუთების ჩაბარების დროის შესათანხმებლად სავიზო განყოფილება თავად დაგიკავშირდებათ ტელეფონით.
მიღების საათები საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით (მათ შორის ხელმოწერის დადასტურება, ასლების დამოწმება, მარტივი საკონსულო ცნობები, გერმანული პასპორტის გატანა და სხვა):
ორშაბათ, სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, მაგ. ბავშვის დაბადებისა და მოწმობის გაცემის შემთხვევაშიც. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის ინფორმაციას ვებ-გვერდზე.
სასაუბრო ენა საქართველოს უწყებებში: ქართული
მითითება: სატელიტური (Satcom) ტელეფონისა და ფაქსის გამოყენების შემთხვევაში მოქმედებს უფრო მაღალი ტარიფები.
მითითება შენობაში უბარიეროდ შესვლის თაობაზე
მითითება ბარიერებთან მიმართებაში
საელჩო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს და ცდილობს გაუადვილოს მათ თანამშრომლებთან წვდომა შენობაში არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.
შენობის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ბარიერების გარეშე შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდულად და საელჩოსთან წინასწარ დაკავშირების შემდეგ.
სტრუქტურული ან ტექნიკური მხარდაჭერა უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის საელჩოში არ არსებობს.