სამოქალაქო საზოგადოებების გაძლიერება: CCP-სტიპენდია - განაცხადების მიღება 2025 წლის 10 დეკემბრამდე!
CrossCulture-პროგრამა (CCP) გასცემს 50-დან 60-მდე სტიპენდიას 40 ქვეყნის იმ დასაქმებულ პირებსა და მოხალისეებზე, რომლებიც პოლიტიკისა და საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის, მედიისა და კულტურის, ასევე მდგრადი განვითარებისა და კლიმატის დაცვის სფეროებში საქმიანობენ. 2026 წელს ყურადღება ასევე გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორიც არის დემოკრატიული მდგრადობა და მეხსიერების კულტურა.
სტიპენდიატები ორი ან სამი თვის განმავლობაში თავიანთი პროფესიით იმუშავებენ მასპინძელ ორგანიზაციებში გერმანიაში ან CCP-ის პარტნიორ ქვეყნებში, რა დროსაც ისინი გაიღრმავებენ დარგობრივ ცოდნასა და კულტურათაშორისი ურთიერთობების კომპეტენციებს და დაამყარებენ მნიშვნელოვან კონტაქტებს. თავის მხრივ მასპინძელი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია სტიპენდიატების დარგობრივი გამოცდილების, რეგიონის ცოდნისა და მათი კავშირების გაზიარება. სტიპენდიატებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ვორქშოპებში, CCP-ის ქსელისა და დარგობრივ ღონისძიებებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი საზღვარგარეთ მიღებულ გამოცდილებას ისინი თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობაში გამოიყენებენ.
დამატებითი ინფორმაცია მონაწილეობის პირობებისა და საგანაცხადო პროცედურის შესახებ იხილეთ აქ:https://applications-ccp.ifa.de/stellenangebote.html