Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

განცხადება ამ ვებ-გვერდზე ბარიერის მოხსნის შესახებ

03.07.2026 - სტატია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლობები საზღვარგარეთ ცდილობენ, რომ მათი ვებ-გვერდებიდან მოხსნან ბარიერები ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2016/2102 მითითების შესრულების შესახებ გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად.

განცხადება ბარიერის მოხსნის შესახებ ვრცელდება ინტერნეტში განთავსებულ ამ ვებ-გვერდის ამჟამინდელ ვერსიაზე.

იგი შექმნილია 2025 წლის 4 მარტს.

რომელი მონაკვეთები არ არის უბარიერო?

მონაკვეთები, რომლებიც არ არის უბარიერო:

  • PDF-ჩამოტვირთვები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბარიერიანი PDF-ფაილები შეძლებისდაგვარად მალე ჩავანაცვლო უბარიერო ვერსიებით.
  • ნაწილობრივ ვიდეოების სუბტიტრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან შეძლებისდაგვარად მალე დავამატოთ სუბტიტრები, თუ გამოქვეყნებისას ვიდეოს იგი არ აქვს.
  • ზოგიერთ შემთხვევაში ჩაწერილი ვიდეოებისთვის არ არსებობს ალტერნატიული ვერსიები. ჩვენ ვცდილობთ, გამოქვეყნების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად შემოგთავაზოთ ალტერნატივები, თუ ისინი გამოქვეყნების დროს უკვე არ არის ხელმისაწვდომი.

  • ზოგიერთ ჩაწერილ ვიდეოს არ აქვს აუდიო აღწერილობა. ჩვენ ვცდილობთ, გამოქვეყნების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად დავამატოთ აუდიო აღწერილობა, თუ ისინი გამოქვეყნების დროს უკვე არ არის ხელმისაწვდომი.

  • ინფორმაცია, სტრუქტურა და ურთიერთობები იდენტიფიცირებადია. აქ ჯერ კიდევ არსებობს შემდეგი ნაკლოვანებები:
    • ძიება: თარიღის შეყვანის (შერჩევის) ფილტრის არეალში, ისრებით ნავიგაციის გამოყენებისას არჩეული თარიღიდან ზოგიერთი არ ჩანს.
    • შესავსები ფორმის გვერდი: (*)-ით მონიშნული სავალდებულო ველების შესახებ მითითება ფორმის დასაწყისში არ არის განთავსებული.
  • ერთსვეტიან აგებულებაში შინაარსი შესაბამისას ჩანს. აქ ჯერ კიდევ არსებობს შემდეგი ნაკლოვანებები:
    • ძიების გვერდი: თარიღის ამორჩევის ველები გვერდზე სრულად არ ჩანს. გარდა ამისა, ლანდშაფტის რეჟიმში ფილტრის ყველა ვარიანტი არ ჩანს.
    • შესავსები ფორმის გვერდი: არასწორი საკონტაქტო ფორმის გაგზავნის შემდეგ, ფოკუსი არ არის დაყენებული შეცდომის შეტყობინებების სიაზე.
    • შინაარსის გვერდი: თუ მომხმარებელი ეკრანზე გამოიტანს სურათის აღწერილობას, ფოკუსი მასზე არ იქნება მოქცეული.
  • ბმულის მიზანი გასაგებად არის მოცემული (კონტექსტში). აქ ჯერ კიდევ არსებობს შემდეგი ნაკლოვანებები:
    • მთავარი გვერდი: მთავარ გვერდზე, სტატიის ბმული, რომელიც მთავარი მენიუს პირდაპირ ქვემოთაა ნაჩვენები, გრძელი წარწერით ჩანს, რადგან ის შეიცავს სათაურს, აღწერილ ტექსტს და გრაფიკას.
  • დასახელება, როლი და მნიშვნელობა იდენტიფიცირებადია. აქ ჯერ კიდევ არსებობს შემდეგი ნაკლოვანებები:
    • შესავსები ფორმის გვერდი: პროგრამულად სავალდებულო ველები, როგორც ასეთი, არ არის მონიშნული.
    • მთავარი გვერდი: ქვედა ნაწილში განთავსებულია სლაიდერი (მენიუ). მენიუს სასურველი ელემენტი კარგად ჩანს, თუმცა პროგრამული მარკირება აკლია.

უკუკავშირი და კონტაქტი

თუ ამ ვებ-გვერდზე უბარიერო შესვლისას თქვენ აღმოაჩინეთ ხარვეზები ან თუ გაქვთ კითხვები ბარიერის მოხსნის თემასთან დაკავშირებით, მაშინ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ამისათვის გთხოვთ გამოიყენოთ უკუკავშირის შესაბამისი ფორმა.

თქვენ შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

თქვენი შეტყობინება შეგიძლიათ გვაცნობოთ გერმანული ჟესტური ენით აქ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჟესტური ტელეფონი გერმანულ ჟესტურ ენაზე ფუნქციონირებს.

დავების პროცედურა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში გერმანიის მთავრობის რწმუნებულის ოფისთან ფუნქციონირებს დავათა მოგვარების სამსახური. აღნიშნული სამსახურის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ფედერაციის საჯარო უწყებებს შორის არსებული დავების მოგვარება.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნულ სამსახურს, თუ ზემოხსენებული საკონტაქტო ფორმით გაკეთებულ განაცხადზე მიღებული პასუხით არ იქნებით კმაყოფილი. ამ პროცედურით მოგებული ან წაგებული კი არ გამოვლინდება, არამედ ამის მიზანია, რომ დავათა მოგვარების სამსახურის დახმარებით ერთად და სასამართლოს გარეშე მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზა.

დავის მოგვარების პროცედურა უფასოა. თქვენ ასევე არ გჭირდებათ ადვოკატი.

დავათა მოგვარების სამსახურის ვებ-გვერდზე თქვენ იხილავთ ყველა ინფორმაციას დავათა მოგვარების პროცედურის შესახებ (გერმანულ და ინგლისურ ენებზე). იქ თქვენ გაიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს დავათა მოგვარების პროცედურა და როგორ შეგიძლიათ განაცხადის გაკეთება. განაცხადის გაკეთება ასევე შეგიძლიათ იოლ ენაზე ან გერმანულ ჟესტურ ენაზე.

დავათა მოგვარების სამსახურის საკონტაქტო მონაცემებია:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში გერმანიის მთავრობის რწმუნებულის ოფისთან არსებული დავათა მოგვარების სამსახური შშმ-პირთა თანასწორობის შესახებ კანონის შესაბამისად

მაუერშტრასე 53
10117 ბერლინი
ტელ.: +49 30 18 527-2805
ფაქსი: +49 30 18 527-2901

ელ. ფოსტა: info@schlichtungsstelle-bgg.de
ინტერნეტი: https://www.schlichtungsstelle-bgg.de/Webs/SchliBGG/DE/AS/startseite/startseite-node.html

გვერდის დასაწყისში გადასვლა