Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D4: ვიზა სამკურნალოდ გასამგზავრებლად და თანმხლები პირებისთვის
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
მკურნალობისთვის გერმანიაში ყოფნის პერიოდში მუშაობა არ არის ნებადართული.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებულიდა პირადად ხელმოწერილი ერთი საგანაცხადო ანკეტა და განცხადება (უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე)
განმცხადებლების შემთხვევაში, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, სავიზო ანკეტას და განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.
თუ მზრუნველობის უფლების მქონე ერთ-ერთ პირს არ შეუძლია სავიზო ანკეტისა და განცხადების ხელმოწერა, მაშინ მან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი განცხადებით უნდა დაადასტუროს თანხმობა ვიზაზე განაცხადის შეტანის შესახებ.
ასეთ შემთხვევაში თანხმობას თან უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
ექიმის დასაბუთებული ცნობა საქართველოდან, სადაც მითითებულია დიაგნოზი და მკურნალობის სასწრაფო აუცილებლობა. ცნობაში ასევე დასაბუთებული უნდა იყოს გერმანიაში მკურნალობისა და სხვა პირის მიერ პაციენტის თანხლების აუცილებლობა (მიუთითეთ თანმხლები პირის სრული სახელი და გვარი)
გერმანიის კლინიკის წერილი, სადაც მოცემულია დაგეგმილი მკურნალობის სახე, იქ ყოფნის სავარაუდო პერიოდი, ხარჯები და საკონტაქტო პირის სახელი და ტელეფონის ნომერი/ელ. ფოსტის მისამართი
მკურნალობის ხარჯების თანხის ნაწილობრივი ან სრული გადახდის დამადასტურებელი საბუთი ან ახსნა-განმარტება მკურნალობის ხარჯების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით.
გერმანიაში დაგეგმილი ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში საკმარისი ფინანსური საშუალებების არსებობის დამადასტურებელი საბუთები
თქვენს აქაურ საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის ქონის დამადასტურებელი საბუთი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო პროცედურის პერიოდში შეიძლება საჭირო გახდეს ბლოკირებული ანგარიშის გახსნა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაცნობებენ აღნიშნულის შესახებ და გთხოვენ, ასეთი ანგარიშის გახსნის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენას.
თუ საბანკო ანგარიში ეკუთვნის მშობელს (ან მშობლებს), მაშინ ნათესაური კავშირის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ დაბადების მოწმობის ასლი თარგმანთან ერთად.
ამ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოთ მშობლის (ან მშობლების) ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ, ხელფასის ცნობა და მშობლის (ან მშობლების) სამოგზაურო პასპორტის მონაცემების შემცველი გვერდის ერთი ასლი.
ოფიციალური უწყების მიერ გერმანიის უცხოელთა შესახებ კანონის 66-68 მუხლების შესაბამისად გაცემული განცხადება ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung), რომელიც არ უნდა იყო ექვს თვეზე ადრე გაცემული, შეიცავდეს გერმანიაში ყოფნის მიზანს „გრძელვადიანი ვიზიტი მკურნალობის მიზნით“ / „თანხლება მკურნალობის დროს“ და ასევე ინფორმაციას დადასტურებული გადახდისუნარიანობის შესახებ. აღნიშნულ საბუთებს გერმანიაში გასცემს უცხოელთა საქმეების უწყება (Ausländerbehörde).
პაციენტისა და თანმხლები პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი გერმანიაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მაგ.: სასტუმროს ჯავშანი ან საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, ოჯახის წევრებთან/ნაცნობებთან ცხოვრების შემთხვევაში საკმარისია ხელმოწერილი უბრალო მოწვევა მომწვევი პირის პასპორტის ასლთან და რეგისტრაციის ცნობასთან ერთად.
ყველა თანმხლები პირის ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელშიც მითითებული იქნება საქმიანობის სახეობა, დასაქმების პერიოდი, ხელფასის ოდენობა და გერმანიაში ყოფნის პერიოდისთვის შვებულების აღების შესაძლებლობა, და/ან დამოუკიდებელი საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, პენსიის ცნობა, კერძო საკუთრების დამადასტურებელი საბუთები, სტუდენტის ბარათი და ცნობა მიმდინარე სასწავლო სემესტრში სწავლის შესახებ ლექციებისგან თავისუფალი პერიოდის მითითებით.
განმცხადებლების შემთხვევაში, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი:
მზრუნველობის უფლების მქონე პირთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ბავშვის მარტო გამგზავრებისა და გერმანიაში ხანგრძლივი (!) ცხოვრების შესახებ, ასევე
წერილობითი საბუთი, ვის გადასცემენ მშობლები ბავშვის გერმანიაში ყოფნისას მასზე მზრუნველობის უფლებას ამ პირის პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლით, ასევე
განმცხადებლის დაბადების მოწმობის ერთი ასლი (თუ ეს ასლი უკვე არ იქნა წარდგენილი დაფინანსების დადასტურებისას)
შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამადასტურებელი საბუთები და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (სავიზო განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზის მიღებამდე უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სამედიცინო დაზღვევის საბუთი, თუ ეს საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული)
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ათიდან თორმეტ კვირამდე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.