Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
ბლოკირებული ანგარიშის გახსნა და დახურვა
სავიზო პროცედურის ფარგლებში თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ შეგიძლიათ გერმანიაში ცხოვრების ხარჯების დაფარვა. ამისათვის ერთ-ერთ შესაძლებლობას ვიზების გარკვეული კატეგორიისას ბლოკირებული ანგარიში წარმოადგენს.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბლოკირებული ანგარიშის გახსნისას?
ბლოკირებული ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ბანკში ან სერვისების მსგავს მომწოდებელთან. მათი შერჩევა თქვენი გადაწყვეტილებაა. როგორც წესი ბლოკირებული ანგარიშის გახსნა ონლაინ არის შესაძლებელი. ბლოკირებული ანგარიშების გახსნა გერმანიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში სხვადასხვა პირობებით არის შესაძლებელი. ამიტომ გირჩევთ, სერვისის მომწოდებელი დეტალური ინფორმაციის შეგროვების შემდეგ შეარჩიოთ. ბლოკირებულ ანგარიშზე არსებული თანხის გარდა თქვენ ასევე უნდა გადაიხადოთ მომსახურების გადასახადი.
ბლოკირებულ ანგარიშზე უნდა დადოთ საკმარისი ოდენობის თანხა იმისათვის, რომ შეძლოთ გერმანიაში ცხოვრებისას წარმოქმნილი ყოველდღიური ხარჯების დაფარვა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ მიერ წარდგენილი იქნება დამატებით დაფინანსების სხვა საბუთები). ბლოკირებულ ანგარიშზე დასადები თანხის ოდენობა იცვლება გერმანიაში ყოფნის მიზნის მიხედვით და ორიენტირებულია BAföG-ის (სახელმწიფო სტუდენტური სესხი) დაფინანსების მაქსიმალურ განაკვეთზე. ინფორმაციას, თუ რა თანხა უნდა ჩარიცხოთ თქვენი გერმანიაში ყოფნის მიზნისთვის ბლოკირებულ ანგარიშზე, გაიგებთ შესაბამისი საელჩოს ვებ-გვერდზე ან საზღვარგარეთის პორტალზე. როგორც წესი ბლოკირებუი ანგარიში იხსნება ერთი წლით, თუ გერმანიაში თქვენი ყოფნა უფრო ნაკლებ დროს არ გრძელდება.
ბლოკირებული ანგარიშიდან ყოველ თვე მხოლოდ გარკვეული ოდენობის თანხის გამოტანა შეგიძლიათ. ამით გარანტირებულია, რომ თქვენ ყოველ თვე გექნებათ სახარჯოდ აუცილებელი მინიმალური თანხა და იმ თანხას, რომელიც მთელი წელი უნდა გეყოთ, არ დახარჯავთ გერმანიაში ყოფნის დასაწყისშივე.
ბლოკირებული ანგარიშის გახსნისას უნდა მიუთითოთ ამ ანგარიშის დახურვის ნებართვის გამცემი ორგანო (Sperrbegünstigte). ეს არის ან გერმანიის წარმომადგენლობა საზღვარგარეთ (საელჩო), სადაც შეგაქვთ განაცხადი ვიზაზე (ვიზის გაცემამდე ან მის გამოყენებამდე) ან (გერმანიაში ჩასვლის შემდეგ) უცხოელების საქმეთა შესაბამისი უწყება (Ausländerbehörde). ამ უწყებას არ აქვს წვდომა თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხაზე.
როგორ შეიძლება დახუროთ ბლოკირებული ანგარიში?
იმისათვის, რომ დახუროთ ბლოკირებული ანგარიში, მას უნდა მოეხსნას დაბლოკვის მითითება. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ამაზე თანხმობას გასცემს ანგარიშის დახურვის ნებართვის გამცემი ორგანო (Sperrbegünstigte), ანუ გერმანიის წარმომადგენლობა საზღვარგარეთ (საელჩო), ან უცხოელების საქმეთა შესაბამისი უწყება (Ausländerbehörde).
თუ თქვენ უარი მოგივიდათ ეროვნულ ვიზაზე, ეს უარი საკმარისია ბლოკირებულ ანგარიშზე დაბლოკვის მითითების მოსახსნელად.
სხვა შემთხვევაში საელჩოს შეუძლია, გასცეს საკონსულო ცნობა გერმანულ ბანკში თქვენი ანგარიშის დაბლოკვის მითითების მოხსნაზე, თუ თქვენ
არ შეიტანეთ განაცხადი ვიზაზე და აქედან გამომდინარე არ წახვედით გერმანიაში, ან
შეიტანეთ განაცხადი ვიზაზე, მაგრამ უკან გაიტანეთ განაცხადი, ან
შეიტანეთ განაცხადი, მაგრამ არ გამოიყენეთ ის, ან
შეიტანეთ განაცხადი ვიზაზე, მიიღეთ ვიზა, მაგრამ დატოვეთ შენგენის ზონა მანამდე, სანამ უცხოელების საქმეთა უწყების (Ausländerbehörde) მიერ თქვენს სახელზე გაიცა ქვეყანაში ცხოვრების უფლება.
გთხოვთ, მიმართოთ გერმანიის წარმომადგენლობას თქვენს საცხოვრებელ ადგილას (პუნქტი 1) ან გერმანიის იმ წარმომადგენლობას, სადაც შეიტანეთ განაცხადი ვიზაზე (პუნქტები 2-4).
თუ უკვე გერმანიაში იმყოფებით, მიმართეთ თქვენს უცხოელების საქმეთა უწყებას (Ausländerbehörde), რათა მოხდეს ბლოკირებულ ანგარიშზე დაბლოკვის მითითების მოხსნა.