Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D1e: ვიზა ერთ-ერთი მშობლის არასრულწლოვან შვილთანან ჯერ არ დაბადებულ გერმანელ შვილთან საცხოვრებლად გადასვლის მიზნით

სტატია

გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!

ზოგადი ინფორმაცია

ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი. 

ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;

  • სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის ერთი კარგი ხარისხის ასლი);

  • მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი; 

  • ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);

  • ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, მაგ.: მეორე მშობლის მიერ თავისუფალი ფორმით შედგენილი მიწვევა პირადობის მოწმობის ასლთან ერთად და საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის საბუთი (Meldebescheinigung), რომელიც განაცხადის შემოტანისას ექვს თვეზე დიდი ხნის არ უნდა იყოს, ქირავნობის ხელშეკრულება, საკუთრების ფლობის საბუთი ან მსგავსი საბუთი მომავალი საცხოვრებელი ადგილის მითითებით

საცხოვრებლად გადასვლა არასრულწლოვან გერმანელ შვილთან:

  • ბავშვის დაბადების მოწმობა

  • თუ დაბადების მოწმობაში არ არის ჩაწერილი მამა, რომელიც მიემგზავრება შვილთან, მაშინ დამატებით უნდა წარადგინოთ:

    • მამობის აღიარების ან მამობის დადგენის საბუთი

    • საერთო მზრუნველობის არსებობის საბუთი

    • დედის თანხმობა ამ ორ საბუთზე

    • ბავშვის გერმანიის მოქალაქეობის საბუთი, მაგ.: გერმანული პასპორტი, მოქალაქეობის მინიჭების ცნობა, მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი

    • გერმანიაში მცხოვრები მშობლის მოწვევა

საცხოვრებლად გადასვლა ჯერ არ დაბადებულ შვილთან:

  • ექიმის ცნობა ფეხმძიმობის შესახებ, სადაც მითითებულია მშობიარობის სავარაუდო თარიღი

  • იმ მშობლის  გერმანიის მოქალაქეობის საბუთი, რომლის მეშვეობითაც ბავშვი მიიღებს მოქალაქეობას, მაგ.: გერმანული პასპორტი, მოქალაქეობის მინიჭების ცნობა, მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი

  • 1. თუ თქვენ დაქორწინებული ხართ ბავშვის გერმანელ მშობელზე: ქორწინების მოწმობა

  • 2. თუ თქვენ არ ხართ დაქორწინებული ბავშვის გერმანელ მშობელზე, მაშინ:

    • დედას, რომელიც საცხოვრებლად გადადის ბავშვთან, სჭირდება:

      • მამის მამობის აღიარების საბუთი და

      • დედის თანხმობა მამობის ამ აღიარებაზე

    • მამას, რომელიც საცხოვრებლად გადადის ბავშვთან, სჭირდება:

      • მამობის აღიარების საბუთი

      • ერთობლივი მზრუნველობის აღიარების საბუთი

      • დედის თანხმობა ამ ორივე საბუთზე

  • საჭიროების შემთხვევაში სხვა საბუთები (მაგ.: გერმანული ენის ცოდნის) და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (სავიზო განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ვიზის მიღებისას უნდა წარადგინოთ სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი საბუთი, თუ ასეთი საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული).

გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!

გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:

  • ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;

  • ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.

მნიშვნელოვანი მითითებები: 

  • განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.

  • განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება დაახლოებით 10-12 კვირა, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

  • გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.

  • გერმანელ ბავშვთან საცხოვრებლად გადასვლისთვის საჭირო ვიზაზე განაცხადის შემოტანა უფასოა.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა