Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D2c: ვიზა ინდივიდუალური/დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე ინფორმაცია განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც გეგმავენ გერმანიაში საკუთარი ფირმით ან დამოუკიდებლად საქმიანობის დაწყებას.
სასარგებლო ინფორმაცია დამოუკიდებელი სამუშაოს დასაწყებად იხილეთ აქ:
ზოგადი ნიმუში, რომელშიც ასევე მოცემულია მითითებები წარმოსადგენი საბუთების შინაარსთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ბერლინის ფედერალური მიწის უცხოელთა საქმეების უწყების ვებ-გვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს კატალოგი არ ვრცელდება გერმანიის მთელ ტერიტორიაზე.
ზოგიერთი დამოუკიდებელი საქმიანობის, მაგალითად არქიტექტორული საქმიანობის განხორციელებისათვის შეიძლება საჭირო იყოს პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვა. გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომლებისთვისაც საჭიროა აღნიშნული ნებართვის მიღება.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;
სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
საკუთარი ფირმის მფლობელთათვის: ნოტარიალურად დამოწმებული დაფუძნების მოწმობა, ნოტარიალურად დამოწმებული საზოგადოების ხელშეკრულება, აქტუალური ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორების სია და შესაბამის შემთხვევაში კომპანიის მართვის ხელშეკრულება;
საკუთარი ფირმის მფლობელთათვის: ბიზნეს-იდეის სტრუქტურირებული და დეტალური აღწერა გერმანულ ენაზე, რომელიც შეიცავს
ფირმის პროფილს
ბიზნეს-გეგმას
საქმის წარმოების კონცეფციას
კაპიტალის საჭიროების გეგმას
პირადი კვალიფიკაციის აღწერას
ბაზრისა და კონკურენციის ანალიზს
მარკეტინგულ სტრატეგიას
შემოსავლების ჩვენებას; მოგებისა და წაგების გამოთვლას; ლიკვიდურობის ჩვენებას
სამომავლო პერსპექტივების აღწერას
დამატებითი მონაცემები შესაქმნელი სამუშაო ადგილების სავარაუდო რაოდენობასთან და შეგირდებისთვის გათვალისწინებული ადგილების სავარაუდო რაოდენობასთან დაკავშირებით
თუ შესაძლებელია: აღწერა, თუ რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს დაგეგმილმა საქმიანობამ ინოვაციებისა და კვლევების დარგზე
დამოუკიდებლად დასაქმებულთათვის: თქვენი დაგეგმილი მიზნის სტრუქტურირებული და დეტალური აღწერა გერმანულ ენაზე მყარი დასაბუთებით
დაფინანსების გეგმა: საკუთარი კაპიტალით ან კრედიტით გეგმის განხორციელების დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი გერმანულ ენაზე, ასევე ერთი წლის მანძილზე ცხოვრების ხარჯებისთვის საკმარისი თანხის არსებობის დამადასტურებელი საბუთი ბლოკირებული ანგარიშის სახით (მაქს. 12 თვისთვის -11.840,00 ევრო)
თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის საბუთი გერმანულ თარგმანთან ერთად, მაგალითად
მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი საბუთი
შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა და გადამზადების დამადასტურებელი საბუთი
ბოლოს მიღებული სასკოლო / საუნივერსიტეტო განათლების დიპლომი
დიპლომი აღიარებასთან ერთად / Anabin
არსებობის შემთხვევაში: უცხო ენების სწავლის დამადასტურებელი საბუთები, მაგ. სერტიფიკატები ან ენის კურსების გავლის ცნობები
წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები.
დამოუკიდებლად დასაქმებულთათვის, რომელთა ასაკიც აღემატება 45 წელს: სათანადო საპენსიო უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი, მაგალითად საბუთი ნებისმიერი ქონების, საკუთარ ქვეყანაში ან უცხოეთში შეძენილი საპენსიო დაზღვევის პოლისის, საწარმოში არსებული წილების ქონის შესახებ.
კერძო სამედიცინო დაზღვევის შემოთავაზება (ხელშეკრულება არ არის აუცილებელი)
შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები
ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;
შევსებული კითხვარი დამოუკიდებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, იხილეთ დანართი.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება დაახლოებით რვიდან თორმეტ კვირამდე. მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს. გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის განხილვის პროცედურაში უცხოელთა საქმეების შესაბამის სამსახურთან ერთად ჩართულნი არიან სხვა სახელმწიფო უწყებებიც.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.