Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D2h: ვიზა სამუშაოს დასაწყებად ექიმებისთვის
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ვიზას ევროკავშირის ლურჯი ბარათის წესდების მიხედვით. მაგრამ ექიმები ამ შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდნენ დამატებით წინაპირობებს, რომლებსაც წინამდებარე საინფორმაციო ფურცელში გაეცნობით.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;
სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
შრომითი ხელშეკრულება გერმანიიდან ან ოფიციალური სამუშაო შემოთავაზება ექიმის თანამდებობაზე (დამსაქმებელი ფაქტობრივი მისამართისა და საკონტაქტო პირის საკონტაქტო მონაცემებით) და წლიური მთლიანი (დაუქვითავი) ხელფასის მითითებით.
დამსაქმებლის მიერ შევსებული და ხელმოწერილი ფორმულარი „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“, ორიგინალი და ერთი ასლი
უმაღლესი განათლების დიპლომი
თქვენი უცხოური უმაღლესი განათლების დიპლომი როგორც წესი აღიარებული უნდა იქნეს ან უნდა შეესაბამებოდეს გერმანიის უმაღლესი განათლების დიპლომს. აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ ANABIN-ის მონაცემთა ბაზაში. გთხოვთ, განაცხადს დაურთოთ ამონაწერი ANABIN-ის მონაცემთა ბანკიდან.
თუ თქვენი სპეციალობა/უმაღლესი სასწავლებელი არ არის მონაცემთა ბაზაში ან თქვენი დიპლომი არ არის შეფასებული სტატუსით „entspricht“/“gleichwertig“ და/ან უმაღლესი სასწავლებელი არ არის შეფასებული როგორც „H+“, მაშინ უცხოეთის საგანმანათლებლო საკითხების ცენტრალურმა უწყებამ (ZAB) უნდა შეაფასოს დიპლომი. აღიარება საჭიროა ასევე იმ დიპლომების, რომლებიც აღნიშნულია სტატუსით „bedingt vergleichbar“.
ექიმის პროფესიის განხორციელების ნებართვა საექიმო საქმიანობის შესახებ გერმანიის ფედერალური კანონის მე-10 მუხლის თანახმად ან თანხმობა ამ ნებართვის გაცემაზე. ZAB-ის შეფასების გარეშე დიპლომი მაინც შესაბამისია, თუ თქვენ გერმანიის შესაბამისი უწყებიდან წარმოგვიდგენთ პროფესიის განხორციელების ნებართვას ან თანხმობას ამ ნებართვის გაცემაზე და თქვენი უმაღლესი სასწავლებელი დადებითად იქნება შეფასებული ANABIN-ზე.
გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე სწავლის დამადასტურებელი საბუთი გოეთეს ინსტიტუტის, ავსტრიის კულტურის ფორუმის (ÖDS), telc-GmbH-ის ერთ-ერთი პროვაიდერის, TestDaF-ის ერთ-ერთი ინსტიტუტის ან ECL-საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის სახით.
წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები.
შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები
ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ვიზას ევროკავშირის ლურჯი ბარათის წესდების მიხედვით. გერმანიაში ჩასვლის შემდეგ თქვენ მიიღებთ ქვეყანაში ყოფნის შესაბამის უფლებას. ევროკავშირის ლურჯი ბარათით ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში მათი კვალიფიკაციის შესაბამისი საქმიანობის დაწყება.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება რამდენიმე სამუშაო დღე იმ შემთხვევაში, თუ განხილვის პროცედურაში არ არის გერმანიის შიდა უწყებების ჩართვის საჭიროება ან გერმანიაში არ გიცხოვრიათ დიდი ხნის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა პროცედურაში გერმანიის შიდა უწყებების ჩართვა ან გიცხოვრიათ გერმანიაში, მაშინ განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.
დასაქმებასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
Make it in Germany: სპეციალისტთა ინგლისურენოვანი პორტალი, სადაც მოცემულია რჩევები სამსახურის მოძიებასთან, პროფესიებთან და სხვა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. აქ ასევე იხილავთ მოკლე საინფორმაციო ფილმს „24h in Deutschland“ (24 საათი გერმანიაში).
Migration-Check: გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს საიტზე მოცემული მოკლე საორიენტაციო ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა გერმანიაში საერთოდ მუშაობის უფლების მიღება.