Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D1b: ვიზა დაქორწინებისათვის და შემდგომ გერმანიაში მუდმივად ცხოვრებისთვის
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
სავიზო განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს როგორც ბოლო ეტაპი მას მერე, რაც დაქორწინებისთვის გერმანიაში შექმნილი იქნება ყველა სამოქალაქო და მოქალაქეობრივი მდგომარეობის სამართლით გათვალისწინებული წინაპირობები. ამიტომ დროულად, სავიზო განაცხადის შემოტანამდე, დაუკავშირდით შესაბამის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურს და გაარკვიეთ, რა საბუთები გჭირდებათ იქ დაქორწინების განაცხადის შეტანისათვის.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის ერთი კარგი ხარისხის ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის ცნობა დაქორწინებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობის თაობაზე ან გერმანიის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ერთ-ერთ სამსახურში რეგისტრაციის დასტური;
ადრინდელი ქორწინებების შემთხვევაში: ყველა ადრინდელი ქორწინების, გარდაცვალების, განქორწინების მოწმობები/განქორწინების განაჩენები იურიდიულ ძალაში შესვლის ჩანაწერებით, გვარის შეცვლის მოწმობები
გერმანიაში მცხოვრები მომავალი მეუღლის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ორი ასლი, ასევე საცხოვრებლ ადგილზე რეგისტრაციის ცნობის ერთი ასლი (რომელიც განაცხადის შემოტანისას ექვს თვეზე დიდი ხნის არ უნდა იყოს), ხოლო უცხოეთის მოქალაქის შემთხვევაში დამატებით გერმანიაში ყოფნის უფლების ერთი ასლი
გერმანიაში მცხოვრები მომავალი მეუღლის მიერ თავისუფალი ფორმით შედგენილი მიწვევა, რომლითაც იგი ადასტურებს ოფიციალურ ქორწინებაში ცხოვრებისა და დაქორწინებისათვის აუცილებელი ხარჯების საკუთარ თავზე აღების სურვილს (უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის §§66-68 შესაბამისად).
თქვენმა მომავალმა მეუღლემ დროულად უნდა გაარკვიოს უცხოელ მოქალაქეთა საქმეების ადგილობრივ უწყებასთან, გჭირდებათ თუ არა განაცხადის ჩაბარებისას ოფიციალური (!) ვალდებულებისთავის თავზე აღების შესახებგანცხადება (Verpflichtungserklärung).
გერმანიაში მცხოვრები მომავალი მეუღლის შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები (მინიმუმ ბოლო სამი თვის).
გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე (A1) ცოდნის დამადასტურებელი საბუთი ენის სერტიფიკატის სახით (და არა ენის კურსში მონაწილეობის მიღების საბუთი!). თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, სად ისწავლით ენას. საელჩო აღიარებს მხოლოდ სერტიფიცირებული ორგანიზაციების A1-სერტიფიკატებს: გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ენის დიპლომი - ÖSD, Telc-GmbH, TestDaF და ECL საგამოცდო ცენტრი (გთხოვთ, გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას და გამონაკლისებს სპეციალურ საინფორმაციო ფურცელში გერმანული ენის ელემენტარული ცოდნის დადასტურების შესახებ).
საჭიროების შემთხვევაში სხვა საბუთები და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (სავიზო განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ვიზის მიღებისას უნდა წარადგინოთ სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი საბუთი, თუ ასეთი საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული).
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
დასაქორწინებლად საჭირო ვიზა გაიცემა მხოლოდ სრულწლოვან პირთათვის (18 წლის ზევით)
დამატებით ინფორმაციას „საზღვარგარეთიდან მეუღლესთან გერმანიაში საცხოვრებლად ჩასვლისთვის აუცილებელი გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნის საბუთის შესახებ“ იხილავთ გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების სპეციალურ ბროშურაში გერმანულად და ინგლისურად აქ.
დაქორწინება მოკლე ხანში უნდა ხდებოდეს. დაქორწინებისათვის შეტანილი განაცხადი ძალას კარგავს გაცემიდან ექვსი კვირის შემდეგ. ვიზის გაცემამდე ცნობილი უნდა იყოს დაქორწინების თარიღი.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება დაახლოებით 10-12 კვირა, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება საფასურის შემცირების ბილატერალური შეთანხმებები.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.