Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D3c: ვიზა ენის (ინტენსიურ) კურსზე დასასწრებად
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის მიხედვით ქვეყანაში ყოფნის უფლება სკოლაში (ხანგრძლივი) სწავლისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. თუ უცხოელი მოსწავლის ცხოვრების და სწავლის ხარჯების გადახდას უზრუნველყოფენ მაგალითად მშობლები და სასკოლო განათლების დამთავრების შემდეგ მოსწავლე დადასტურებულად დაბრუნდება სამშობლოში, შესაძლებელია გამონაკლისების განხილვა.
როგორცწესი, ეროვნული ვიზის გაცემა სკოლაში (ხანგრძლივი) სწავლის მიზნით ხდება მხოლოდ მეცხრე კლასიდან. გამონაკლისი ამ წესიდან დადასტურებული ან საკმარისად დასაბუთებული უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას. გამონაკლისი შემთხვევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები გერმანიაში. ამ რეგულაციებში არ განიხილება მოსწავლეთა დროით შეზღუდული გაცვლითი პროგრამები.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი საგანაცხადო ანკეტა უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ განცხადებასთან ერთად (გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე);
განმცხადებლის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 18 წელი, ანკეტაზე და განცხადებაზე ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.
თუ მზრუნველობის უფლების ერთ-ერთ პირს არ შეუძლია ანკეტაზე და განცხადებაზე ხელის მოწერა, მან წერილობით, ნოტარიულად დამოწმებული ფორმით უნდა განაცხადოს თანხმობა სავიზო განაცხადის შემოტანაზე.
ამ შემთხვევაში უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
განმცხადებლის დაბადების მოწმობა,
აქტუალური სკოლის ცნობა და აქტუალური ნიშნების ფურცელი,
იმ ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, რომელზეც ჩატარდება გაკვეთილები
თუ სკოლაში სწავლის დაწყებამდე უნდა იაროთ ენის კურსებზე: რომელიმე გერმანული ენის სკოლის დასტური სკოლაში სწავლისათვის მოსამზადებელ ინტენსიურ ენის კურსზე ჩაწერის შესახებ, რომელშიც მითითებულია კურსის ადგილი, ხანგრძლივობა და ენის ცოდნის დონე კურსის დაწყებამდე და კურსის დამთავრების შემდეგ, ასევე სწავლის საფასურის გადახდის ცნობა.
გერმანული ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია აღიარებული სერტიფიკატების მეშვეობით (Goethe, Telc, ÖSD, TestDaF, DSH, Deutsches Sprachdiplom KMK, ECL). ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია IELTS-ის ან TOEFL-ის გამოცდების საკმარისი შედეგებით. მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის შემთხვევაში საკმარისია გერმანული ან ქართული სკოლის ცნობა ენის საჭირო ცოდნის შესახებ.
მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის შემთხვევაში, რომელიც ხორციელდება მოსწავლეთა გაცვლის საკითხებში მომუშავე ორგანიზაციის შუამდგომლობით:
ორგანიზაციის დასტური გერმანიაში მოსწავლეთა გაცვლის შესახებ,
მასპინძელი ოჯახის ან შესაბამისი ინტერნატის მოსაწვევი წერილი, სადაც დადასტურებულია, რომ ბინისა და კვების ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება.
მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის შემთხვევაში, რომელიც ხორციელდება მოსწავლეთა გაცვლის საკითხებში მომუშავე ორგანიზაციის შუამდგომლობის გარეშე:
მიმღები გერმანული სკოლის დასტური გაცვლის შესახებ, სადაც მითითებულია სახელმწიფოებს შორის გაფორმებული შეთანხმება გერმანულ-ქართული პარტნიორი სკოლების შესახებ.
მასპინძელი ოჯახის ან შესაბამისი ინტერნატის მოსაწვევი წერილი, სადაც დადასტურებულია, რომ ბინისა და კვების ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება.
სკოლაში ხანგრძლივი, რეგულარული სწავლისას:
სკოლაში სწავლის მიზნით გერმანიაში ყოფნის უფლება გაიცემა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და პრინციპულად შესაძლებელია მხოლოდ მეცხრე კლასიდან. გამონაკლისი შემთხვევები ჩამოთვლილია უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ კანონის ადმინისტრაციულ წესებში (პუნქტი 16.5.2). დაშვებული გამონაკლისის არსებობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთებით განაცხადის შეტანის დროს.
საჭიროების შემთხვევაში სხვა დამადასტურებელი საბუთები.
განმცხადებლებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 18 წელი:
მზრუნველობის უფლების მქონე პირთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ბავშვის მარტო გამგზავრებისა და გერმანიაში ხანგრძლივი (!) ცხოვრების შესახებ, ასევე
წერილობითი საბუთი, ვის გადასცემენ მშობლები ბავშვის გერმანიაში ყოფნისას მასზე მზრუნველობის უფლებას ამ პირის პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლით, ასევე
განმცხადებლის დაბადების მოწმობის ერთი ასლი (თუ ეს ასლი უკვე არ იქნა წარდგენილი დაფინანსების დადასტურებისას)
სავიზო განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზის მიღებამდე უნდა წარმოადგინოთ მოქმედი სამედიცინო დაზღვევის საბუთი, თუ ეს საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
როგორც წესი, განაცხადის განხილვას სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე. ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.