Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D2L: ვიზა უცხოეთში მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მიზნით (განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს პროფესიებისთვის)

სტატია

გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!

ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე ინფორმაცია ეხება იმ განმცხადებლებს, რომლებსაც სურთ გერმანიაში პროფესიული საქმიანობის განხორციელება, მაგრამ გერმანიაში მათ პროფესიული კვალიფიკაციას არ აღიარებენ. საკვალიფიკაციო ღონისძიებიდან გამომდინარე სხვადასხვა საბუთების წარმოდგენაა საჭირო. 

განმცხადებლებს, რომლებსაც სურთ გერმანიაში ექიმის პროფესიის განხორციელება, ვთხოვთ დამატებით გაეცნონ საინფორმაციო ფურცელს „ვიზა სამუშაოს დასაწყებად ექიმებისთვის“. 

ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი. 

ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;

  • სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;

  • მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი; 

  • ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);

  • შრომითი ხელშეკრულება გერმანიიდან ან ოფიციალური სამუშაო შემოთავაზება, რომლებიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

    • დამსაქმებელი (ფაქტობრივი სამუშაო ადგილის მისამართი და საკონტაქტო პირის საკონტაქტო ინფორმაცია)

    • დასაქმების სახეობა: სრული განაკვეთი თუ ნაწილობრივი განაკვეთი

    • თვიური საერთო ხელფასი ევროში

    • დასაქმების პერიოდი (ვადიანი/უვადო)

    • საქმიანობის დასახელება ან სამუშაო ადგილის აღწერა

  • ექიმების შემთხვევაში:

    • უმაღლესი განათლების დიპლომი საგნების ჩამონათვალით

      • ვიზის მიღებამდე თქვენი უცხოური უმაღლესი განათლების დიპლომი როგორც წესი აღიარებული უნდა იქნეს ან უნდა შეესაბამებოდეს გერმანიის უმაღლესი განათლების დიპლომს. აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ ANABIN-ის მონაცემთა ბაზაში. გთხოვთ, განაცხადს დაურთოთ ამონაწერი ANABIN-ის მონაცემთა ბანკიდან. 

      • თუ თქვენი სპეციალობა/უმაღლესი სასწავლებელი არ არის მონაცემთა ბაზაში ან თქვენი დიპლომი არ არის შეფასებული სტატუსით „entspricht“/“gleichwertig“ და/ან უმაღლესი სასწავლებელი არ არის შეფასებული როგორც „H+“, მაშინ როგორც წესი ჯერ უცხოეთის საგანმანათლებლო საკითხების ცენტრალურმა უწყებამ (ZAB) უნდა შეაფასოს დიპლომი. აღიარება საჭიროა ასევე იმ დიპლომების, რომლებიც აღნიშნულია სტატუსით „bedingt vergleichbar“. 

    • გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე სწავლის დამადასტურებელი საბუთი გოეთეს ინსტიტუტის, ავსტრიის კულტურის ფორუმის (ÖDS), telc-GmbH-ის ერთ-ერთი პროვაიდერის, TestDaF-ის ერთ-ერთი ინსტიტუტის ან ECL-საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის სახით;

    • განაცხადი ენის კურსებზე დასასწრებად, რომელიც ამზადებს ექიმთა პალატის  დარგობრივი უცხო ენის გამოცდისთვის (Fachsprachprüfung). 

  • საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის (პროფესიული ცოდნის შესაფასებელი გამოცდისთვის (Kenntnisprüfung) მოსამზადებლად):

    • გერმანიის შესაბამისი სამხარეო უწყების მიერ გაცემული ნაწილობრივი აღიარების ცნობა (Teilanerkennungsbescheid), რომელშიც მითითებულია პროფესიული დეფიციტები და პროფესიული ცოდნის შესაფასებელი გამოცდის აუცილებლობა („Defizitbescheid“).

    • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა განაცხადის მიღების შესახებ, სადაც მითითებული იქნება დადგენილ დეფიციტებთან დაკავშირებული ღონისძიების სახე და ხანგრძლივობა.

    • საცხოვრებელი ხარჯებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დამადასტურებელი საბუთები, მაგალითად შრომითი ხელშეკრულება და სამუშაო ადგილის აღწერა აღიარებამდე არსებული პერიოდისთვის და შრომითი ხელშეკრულება და სამუშაო ადგილის აღწერა აღიარების შემდგომი პერიოდისთვის (ალტერნატივად: განცხადება სხვა პირის მიერ ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung) აღიარებამდე არსებული პერიოდისთვის)

  • საწარმოო საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის (მაგ. შესაბამისობის კურსი - Anpassungslehrgang):

    • გერმანიის შესაბამისი სამხარეო უწყების მიერ გაცემული ნაწილობრივი აღიარების ცნობა (Teilanerkennungsbescheid), რომელშიც მითითებულია პროფესიული დეფიციტები და შესაბამისობის ღონისძიების აუცილებლობა („Defizitbescheid“);

    • ოფიციალური დასტური საწარმოდან/საავადმყოფოდან იმის შესახებ, რომ იქ შესაძლებელია შესაბამისობის კურსის გავლა;

    • საკვალიფიკაციო კურსის გეგმა საწარმოდან/საავადმყოფოდან, სადაც ასევე მითითებული იქნება ვინ იქნება განმცხადებელზე პასუხისმგებელი პირი და როგორ უნდა იქნეს მიღწეული ის მიზანი, რომელიც აღმოფხვრის ცნობაში მითითებულ დეფიციტებს;

    • პრაქტიკული საქმიანობის შემთხვევაში: დაგეგმილი ხელფასის მონაცემები (მაგ. პრაქტიკის გავლის ხელშეკრულება). (საცხოვრებელი ხარჯებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოთ თვეში 827 (დაქვითული) ან 1033 (დაუქვითავი)  ევროთი; ალტერნატივად: განცხადება ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung));

    • ექიმად ან მომვლელად მუშაობის ხელშეკრულება და სამუშაო ადგილის აღწერა აღიარების შემდგომი პერიოდისთვის.

  • აღიარების გამოცდის ჩაბარებისთვის გამგზავრების შემთხვევაში: 

    • გერმანიის შესაბამისი სამხარეო უწყების მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ დადგენილი შესაბამისობის საფუძველზე განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს განაცხადი ჯანდაცვის სფეროსა და მომვლელის პროფესიით მუშაობის ნებართვაზე;

    • ინფორმაცია გამოცდის შესახებ ან აღიარებისთვის საჭირო საბუთების შესახებ;

    • ექიმად ან მომვლელად მუშაობის ხელშეკრულება და სამუშაო ადგილის აღწერა აღიარების შემდგომი პერიოდისთვის.

  • ჯანდაცვის სფეროს პროფესიებში (ექიმები, მომვლელები): გერმანული ენის ცოდნა B2 დონეზე:

    • დამადასტურებელი საბუთი გოეთეს ინსტიტუტის, ავსტრიის კულტურის ფორუმის (ÖDS), telc-GmbH-ის ერთ-ერთი პროვაიდერის, TestDaF-ის ერთ-ერთი ინსტიტუტის ან ECL-საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის სახით;

    • თუ დაგეგმილი საგანმანათლებლო ღონისძიება გერმანიაში გერმანული ენის შესწავლასაც მოიცავს, უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ცნობა; 

  • შესაბამის შემთხვევაში დამატებით: შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი საბუთები;

  • შესაბამის შემთხვევაში დამატებით: უცხო ენების სწავლის დამადასტურებელი საბუთები, მაგ. სერტიფიკატები ან ენის კურსების გავლის ცნობები;

  • წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები. 

  • შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები (ცნობა დამსაქმებლისგან, სარეკომენდაციო წერილები)

  • ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;

გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!

გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:

  • ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;

  • ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.

მნიშვნელოვანი მითითებები: 

  • განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.

  • განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება რამდენიმე სამუშაო დღე იმ შემთხვევაში, თუ განხილვის პროცედურაში არ არის გერმანიის შიდა უწყებების ჩართვის საჭიროება ან გერმანიაში არ გიცხოვრიათ დიდი ხნის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა პროცედურაში გერმანიის შიდა უწყებების ჩართვა ან გიცხოვრიათ გერმანიაში, მაშინ განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე,  მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

  • გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.

  • სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს. 

გერმანიაში პროფესიის აღიარებასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

  • https://www.anerkennung-in-deutschland.de/html/de

  • Make it in Germany: სპეციალისტთა ინგლისურენოვანი პორტალი, სადაც მოცემულია რჩევები სამსახურის მოძიებასთან, პროფესიებთან და სხვა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით.

  • Migration-Check: მოკლე საორიენტაციო ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა გერმანიაში საერთოდ მუშაობის უფლების მიღება. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა