Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D1d: ვიზა არასრულწლოვანი შვილის ოჯახთან შეერთების მიზნით
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
ვიზაზე განაცხადის შემოტანის ძირითად წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ ბავშვი უნდა იყოს არასრულწლოვანი (18 წლამდე) და დაუქორწინებელი. თუ არასრულწლოვანი ბავშვი 16 წლის ასაკიდან მზრუნველობის უფლების მქონე პირებთან ან ერთადერთ მზრუნველობის მქონე უფლების პირთან გერმანიაში არ მიემგზავრება, არამედ მოგვიანებით აპირებს წასვლას, მაშინ ბავშვმა უნდა იცოდეს გერმანული ენა C1 დონეზე ან უნდა დამაჯერებლად დადასტურდეს, რომ ბავშვს მისი ადრინდელი განათლებისა და ცხოვრების პირობების გამო შეუძლია გერმანიაში საცხოვრებელ პირობებთან შეჩვევა. ეს ეხება ძირითადად ბავშვებს, რომლებიც გაიზარდნენ ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმების ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ან ავსტრალიაში, ისრაელში, იაპონიაში, კანადაში, კორეის რესპუბლიკაში, ახალ ზელანდიაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე იმ ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც დადასტურებულად იზრდებოდნენ გერმანულენოვან ოჯახში ან საზღვარგარეთ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დადიოდნენ გერმანულენოვან სკოლაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია მათი ინტეგრაცია.
თუ მზრუნველობის მქონე პირი, რომელიც საქართველოში რჩება, ვერც მოკლე ხანში და ვერც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებს ნების გამოვლენის განცხადების (მაგ.: ბავშვის გერმანიაში დიდი ხნით გამგზავრებაზე თანხმობის) ჩაბარებას, მაშინ მზრუნველობის მქონე პირი, რომელთანაც დაგეგმილია ბავშვის ჩასვლა, განაცხადის შემოტანამდე უნდა დაუკავშირდეს საელჩოს მეილით visa@tifl.diplo.de.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე.
განმცხადებლების შემთხვევაში, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, სავიზო ანკეტას და განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.
თუ მზრუნველობის უფლების მქონე ერთ-ერთ პირს არ შეუძლია სავიზო ანკეტის და განცხადების ხელმოწერა, მაშინ მან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი განცხადებით უნდა დაადასტუროს თანხმობა ვიზაზე განაცხადის შეტანის შესახებ.
ასეთ შემთხვევაში თანხმობას თან უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.
სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
მზრუნველობის უფლების მქონე იმ პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელთანაც მიემგზავრება ბავშვი;
გერმანიაში მცხოვრები მზრუნველობის უფლების მქონე პირის მიერ თავისუფალი ფორმით შედგენილი მიწვევა პასპორტის ასლთან ერთად და საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის საბუთი (Meldebescheinigung), რომელიც განაცხადის შემოტანისას ექვს თვეზე დიდი ხნის არ უნდა იყოს, უცხოელების შემთხვევაში ასევე ქვეყანაში ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (Aufenthaltserlaubnis) - ამ პირის უკვე გერმანიაში ყოფნის შემთხვევაში. მზრუნველობის უფლების მქონე პირის ბავშვთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საცხოვრებელი ადგილის საბუთი (მაგ.: ქირავნობის ხელშეკრულება, საკუთრების ფლობის საბუთი ან მსგავსი საბუთი მომავალი საცხოვრებელი ადგილის მითითებით)
დაბადების მოწმობა (თუ დაბადების მოწმობაში ჩაწერილია მხოლოდ ერთი მშობელი, მაშინ ეს საკმარისია ერთადერთი მზრუნველობის უფლების დასადასტურებლად)
თუ ბავშვი საცხოვრებლად მიემგზავრება ერთადერთი მზრუნველობის მქონე უფლების პირთან, მაშინ უნდა წარმოადგინოთ:
ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ ან
მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობა
თუ ბავშვზე მზრუნველობის უფლება ორივე მშობელს აქვს და ბავშვი საცხოვრებლად მიემგზავრება ერთ-ერთ მათგანთან, მაშინ უნდა წარმოადგინოთ:
იმ მშობლის ნოტარიულად დამოწმებული და უვადო თანხმობა ბავშვის გამგზავრებისა და სრულწლოვანების მიღწევამდე ხანგრძლივი დროით (!) გერმანიაში დარჩენის შესახებ, რომელიც საქართველოში რჩება
მზრუნველობის უფლების მქონე მეორე მშობლის ქართული პასპორტი ან პირადობის მოწმობა
საჭიროების შემთხვევაში სხვა საბუთები (მაგ.: გერმანული ენის ცოდნის) და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (სავიზო განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ვიზის მიღებისას უნდა წარადგინოთ სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი საბუთი, თუ ასეთი საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული).
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება დაახლოებით 10-12 კვირა, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება საფასურის შემცირების ბილატერალური შეთანხმებები.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.