Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი №D2d: შანსების ბარათი
ძირითადი მითითებები
დოკუმენტები, რომლებიც არ არის შედგენილი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, უნდა წარმოადგინოთ ოფიციალურ გერმანულ თარგმანთან ერთად.
სავიზო განაცხადის შემოტანისას არ არის საჭირო თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა. ბილეთი დაჯავშნეთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განყოფილება იტოვებს დამატებითი საბუთების მოთხოვნის უფლებას.
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი.
გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე!
გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
„შანსების ბარათი“ (2024 წლის 1 ივნისიდან) წარმოადგენს უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის ახალ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც იძლევა გერმანიაში სამუშაო ადგილის ძიების შესაძლებლობას. სამუშაო ადგილის ძიების გარდა იგი შესაძლებლობას იძლევა, გერმანიაში განახორციელოთ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების ღონისძიებები.
„შანსების ბარათის“ მიღება შესაძლებელია ორი გზით:
ვარიანტი 1
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის გერმანულ განათლებასთან სრული შესაბამისობის დადასტურება და რომლებიც ამის შედეგად „სპეციალისტებად“ ითვლებიან, შეუძლიათ გერმანიაში ცხოვრების ხარჯების დაფარვის შესაძლებლობის დადასტურების შემთხვევაში სხვა განსაკუთრებული წინაპირობების გარეშე მიიღონ „შანსების ბარათი“.
ვარიანტი 2
ყველა დანარჩენმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული უმაღლესი განათლების, მინიმუმ ორწლიანი პროფესიული განათლების (აღიარებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ) ან საზღვარგარეთ მოქმედი გერმანული სავაჭრო პალატის მიერ გაცემული პროფესიული განათლების მოწმობის დამადასტურებელი საბუთები. ასევე საჭიროა გერმანული ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე (A1 დონე) ან ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე. თუ ეს წინაპირობები მოცემულია, შესაძლებელია ქულების დაგროვება ისეთი კრიტერიუმებისთვის, როგორიც არის კვალიფიკაციის აღიარება გერმანიაში, ენის ცოდნა, პროფესიული გამოცდილება, ასაკი და კავშირი გერმანიასთან, ასევე მეუღლის პოტენციალი. „შანსების ბართის“ მისაღებად საჭიროა მინიმუმ 6 ქულის დაგროვება.
„შანსების ბარათი“ გაიცემა მაქსიმუმ ერთი წლით, თუ ამ დროის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება გერმანიაში ცხოვრების ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა. ეს ბარათი იძლევა საცდელი მუშაობის ან პარალელური მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 საათს კვირაში.
დამატებითი ინფორმაცია „შანსების ბარათთან“ დაკავშირებით და ზოგადი ინფორმაცია გერმანიაში მუშაობისა და ცხოვრების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე 'Make it in Germany'.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებულიდა პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის თანახმად.
ახლად გადაღებული ბიომეტრიული ფოტოსურათი
მოქმედი სამოგზაურო პასპორტი (პირადად ხელმოწერილი, მინიმუმ 2 ცარიელი გვერდით)
თქვენი სამოგზაურო პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი
- სამოტივაციო წერილი: წერილში კარგად უნდა ჩანდეს, რომელი სფეროთი და სამუშაო ადგილით ხართ დაინტერესებული, სად გსურთ შეიტანოთ განაცხადი და გერმანიაში სად გსურთ ცხოვრება (მათ შორის ინფორმაცია საცხოვრებლისა და ცხოვრების სხვა ხარჯების შესახებ). და შესაბამის შემთხევაში, რა ღონისძიებებს გეგმავთ გერმანიაში გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მიზნით.
- ინფორმაცია თქვენი პროფესიული გამოცდილების შესახებ - CV
დაფინანსება: გერმანიაში თქვენი ცხოვრების ხარჯები შეგიძლიათ დაფაროთ საკუთარი სახსრებით ან წარმოადგინოთ განცხადება ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung). დამატებით შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს „შანსების ბარათის“ საფუძველზე ნებადართული პარალელური დასაქმება (თუ უკვე კონკრეტული გეგმები არსებობს). გთხოვთ, შესაბამისი დაფინანსების დადასტურება წარმოადგინოთ შემდეგი სახით::
საკუთარი სახსრები საბანკო ანგარიშზე: გერმანიაში ყოფნისათვის თითოეულ განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1.027 ევრო თვეში, რაც 12 თვის განმავლობაში (რაც „შანსების ბარათის“ შემთხვევაში მაქსიმალური ვადაა) შეადგენს 12.324 ევროს. ამ თანხის არსებობა შეგიძლიათ დაგვისაბუთოთ ამონაწერებით საბანკო ანგარიშიდან ან ე.წ. ბლოკირებული ანგარიშის არსებობით.
ბლოკირებული ანგარიში: გთხოვთ, გახსნათ ბლოკირებული ანგარიში დროულად, სავიზო განაცხადის შემოტანამდე. სავიზო განაცხადის შემოტანისას მიიღება მხოლოდ ბანკის ოფიციალური დასტური, სადაც მითითებული იქნება ანგარიშზე ჩარიცხული სრული თანხისა და ყოველთვიურად ხელმისაწვდომი თანხის ოდენობა. ბანკის დასტური აღნიშნული თანხების მითითების გარეშე არ არის საკმარისი. ასევე არ არის საკმარისი ანგარიშზე თანხის შეტანის/გადარიცხვის ქვითარი ბანკის დასტურის გარეშე.პარალელური დასაქმება: თუ თქვენ უკვე დაგეგმილი გაქვთ გერმანიაში კონკრეტულ სამუშაო ადგილზე პარალელური საქმიანობა, შეგიძლიათ აღნიშნული დაგვიდასტუროთ შრომითი ხელშეკრულებით ან სამუშაო ადგილის შეთანხმებული შეთავაზების საბუთით, რომლებშიც ასახული იქნება სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში და თვიური ანაზღაურების რაოდენობა.
- განცხადება ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ (Verpflichtungserklärung): დაფინანსების დადასტურება გერმანიის ოფიციალური უწყების მიერ უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 66-68 მუხლების შესაბამისად გაცემული საბუთით, რომლითაც გერმანიაში მცხოვრები პირი წერილობით თავის თავზე იღებს ხარჯების დაფარვის ვალდებულებას. წარმოადგინეთ აღნიშნული საბუთის ორიგინალი და ერთი ასლი.
- კერძო სამედიცინო დაზღვევა (უმეტესად უწოდებენ 'Incoming-Versicherung'), რომელიც იმოქმედებს შენგენის მთლიან სივრცეში, სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30.000 ევროს და დაზღვევა ძალაში უნდა იყოს „შანსების ბარათის“ მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში. დაზღვევა უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს ვიზის გატანის დროს.
თუ თქვენ გაქვთ გერმანიაში მიღებული პროფესიული განათლება და გერმანიაში მიღებული უმაღლესი განათლება, ან გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება, რომელიც აღიარებულია გერმანიაში, მაშინ თქვენ ითვლებით „სპეციალისტად“ უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად და არ გჭირდებათ ქულების დაგროვება „შანსების ბარათის“ მისაღებად. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ სპეციალისტის კვალიფიკაცია შემდეგი საბუთებით:
- გერმანიაში მიღებული პროფესიული განათლების დიპლომი (ორიგინალი + ასლი)
ან
- გერმანიაში მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი (ორიგინალი + ასლი)
ან
- აღიარების შესაბამისი უწყების მიერ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული განათლების შესაბამისობის აღიარების საბუთი (ორიგინალი + ასლი)
ან
- გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული უმაღლესი განათლების შესაბამისობის აღიარების საბუთის ორიგინალი + ასლი (ამონაწერი Anabin-ის მონაცემთა ბაზიდან თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომის შესახებ)
ან (თუ Anabin-ის მონაცემთა ბაზაში დიპლომი აღნიშნულია როგორც „შეუსაბამო“ ("entspricht" ან "gleichwertig") და/ან არ არის შეფასებული "H+"-ით)
- დიპლომის შეფასება საზღვარგარეთ არსებული განათლების სისტემის შეფასების გერმანიის ცენტრალური უწყების ('Zentralstelle für ausländisches Bildungswesen' ZAB) მიერ (ორიგინალი + ასლი)
ან (რეგლამენტირებული პროფესიების შემთხვევაში, რომელთა განხორციელებისათვის საჭიროა ნებართვა, მაგ. ექიმები, ინჟინრები; სრული სია მოცემულია გერმანიის შრომის სააგენტოს ვებ-გერდზე ან ევრო-კომისიის ვებ-გვერდზე)
- აღიარების შესაბამისი უწყების მიერ გაცემული პროფესიის განხორციელების ნებართვა ან პროფესიის განხორციელების ნებართვის გაცემის წინასწარი თანხმობა - მაგ. სამედიცინო პროფესიებისთვის: ფედერაციის ტერიტორიაზე ლიცენზიის უწყების გადაწყვეტილება, ე.ი. მის მიერ პროფესიის განხორციელების ნებართვის გაცემის წინასწარი თანხმობა ან ექიმის ლიცენზიის გაცემა (ორიგინალი + ასლი)
ინფორმაცია აღიარებასთან დაკავშირებით მოცემულია ვებ-გვერდზე: www.anerkennung-in-deutschland.de
თუ თქვენ არ ხართ სპეციალისტი (განმარტება იხილეთ ზემოთ), მაშინ უნდა დააკმაყოფილოთ შემდეგი წინაპირობები და წარმოადგინოთ შემდეგი დამადასტურებელი საბუთები:
- ამობეჭდილი ინფორმაცია „თვით-შემოწმების“ (Self-Check, იხ. ბმული) განხორციელების შესახებ
- გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული განათლების დიპლომი (ორიგინალი + ასლი) და
- საზღვარგარეთ არსებული განათლების სისტემის შეფასების გერმანიის ცენტრალური უწყების (ZAB) მიერ გაცემული ცნობა (ორიგინალი + ასლი) თქვენი გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული (სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მინიმუმ ორწლიანი) პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ,
ან
- ცნობა თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის ნაწილობრივი აღიარების შესახებ (ორიგინალი + ასლი)
ან
- გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი (ორიგინალი + ასლი) და სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების დიპლომის აღიარების საბუთი, რომელიც იქნება ან
- გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული უმაღლესი განათლების (პირობითი) გერმანულ განათლებასთან შესაბამისობის დადგენის საბუთი (ამონაწერი Anabin-ის მონაცემთა ბაზიდან თქვენი უმაღლესი სასწავლებლისა და უმაღლესი განათლების დიპლომის შესახებ)
ან (თუ Anabin-ის მონაცემთა ბაზაში დიპლომი აღნიშნულია როგორც „შეუსაბამო“ ("entspricht" ან "gleichwertig") და/ან არ არის შეფასებული "H+"-ით)
- დიპლომის შეფასება საზღვარგარეთ არსებული განათლების სისტემის შეფასების გერმანიის ცენტრალური უწყების ('Zentralstelle für ausländisches Bildungswesen' ZAB) მიერ (ორიგინალი + ასლი)
ან
- ერთ-ერთი გერმანული საგარეო სავაჭრო პალატის პროფესიული განათლების დიპლომი, რომელსაც თან ერთვის „პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის“ (BIBB) დასტური (ორიგინალი + ასლი)
ენის ცოდნა:
- ცნობა (ორიგინალი + ასლი) გერმანული ენის ცოდნის შესახებ – მინიუმ A1 დონეზე!
და/ან
- ცნობა/სერტიფიკატი (ორიგინალი + ასლი) ინგლისური ენის ცოდნის შესახებ – მინიუმ B2 დონეზე! სერტიფიკატის გამცემი დაწესებულება სერტიფიცირებული უნდა იყოს ევროპის ენის ცოდნის შემმოწმებელთა ასოციაციის ('Association of Language Testers in Europe' - ALTE) მიერ; ალტერნატივად შესაძლებელია წარმოადგინოთ გოეთეს ინსტიტუტის TestDaf-ის სერტიფიკატი. ასევე მიიღება 'Test of English as a Foreign Language' (TOEFL).
მითითება: ზემოხსენებული საბუთები მნიშვნენელოვანია ასევე „შანსების ბარათის“ გაცემისთვის საჭირო ქულების გამოთვლისათვის! მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გერმანული და ინგლისური ენის ცოდნის ან გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის ნაწილობრივი აღიარების შედეგად გარკვეული ქულები მოიპოვოთ.
„შანსების ბარათისათვის“ ქულების (ქულებთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე 'Make it in Germany') შეგროვება შეგიძლიათ დამატებით შემდეგი დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენით:
- ბოლო 5 ან 7 წლის მანძილზე თქვენი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი, თუ მას კავშირი აქვს თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციასთან: ცნობები სამუშაო ადგილიდან და ა.შ. (ორიგინალი + ასლი)
- თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ ექვსი თვით უწყვეტად იმყოფებოდით გერმანიაში (შენგენის სამართლის საფუძველზე მოკლევადიანი ვიზიტები არ ითვლება!), გთხოვთ წარმოადგინოთ ამის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები, მაგ.:
- ბინის ქირავნობის უწყვეტი ხელშეკრულება
- შრომითი ურთიერთობის საბუთი, მომსახურების ხელშეკრულებები და სხვა,
- პასპორტები, სადაც მოცემულია ვიზები და ქვეყანაში შესვლის შტამპები - თუ თქვენს მეუღლესაც შემოაქვს განაცხადი „შანსების ბარათის“ მიღებაზე - ან უკვე აქვს ეს ბარათი - და მასთან ერთად გსურთ გერმანიაში გამგზავრება, მაშინ ერთ-ერთი თქვენგანი მიიღებს ერთ დამატებით ქულას. ასეთ შემთხევაში გთხოვთ, თქვენს განაცხადს თან დაურთოთ მეუღლის „შანსების ბარათის“ განაცხადის დამადასტურებელი საბუთი.
განმცხადებლები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები:
- საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი – საზღვრის კვეთის ცნობა -
საფასური
- ვიზის საფასური შეადგენს 75 ევროს, რომლის გადახდაც ხდება შესაბამისი კურსით ლარში.
საბუთებს, რომლებიც არ არის შედგენილი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე (პასპორტის, ბინადრობის მოწმობისა და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის გარდა) თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი.
ცალკეულ შემთხვევებში განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული. გთხოვთ, საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ.
არასრულყოფილი სახით წარმოდგენილი საბუთების გამო შეიძლება უარი მიიღოთ საბუთების შემოტანაზე.