Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D2j: ვიზა მეცნიერებისთვის, მოწვეული მეცნიერებისთვის, მეცნიერ-მუშაკებისთვის და მკვლევარებისთვის

სტატია

გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!

ზოგადი ინფორმაცია

მკვლევარები არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეები, 

1. რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს ან შესაბამის საუნივერსიტეტო დიპლომს, რომელიც სადოქტორო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა, და 

2. შერჩეულნი არიან რომელიმე კვლევითი დაწესებულების მიერ და დაიშვებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში,

3. რათა განახორციელონ კვლევითი საქმიანობა, რომლისათვის როგორც წესი საჭიროა ზემოაღნიშნული აკადემიური ხარისხი. 

მითითება: მათში ასევე იგულისხმებიან დოქტორანტები, თუ ისინი არ არიან გერმანიის რომელიმე  უნივერსიტეტში დარეგისტრირებული იმ სრული სასწავლო პროგრამის გავლის მიზნით, რომელიც დოქტორის ხარისხის მიღებას გულისხმობს.

თუ თქვენ მონაწილეობთ ასეთ სასწავლო პროგრამაში, გთხოვთ გაეცნოთ საინფორმაციო ფურცელს, რომელიც განკუთვნილია გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მიზნით ვიზის მისაღებად. 

თქვენი მეუღლის და/ან არასრულწლოვანი შვილების გერმანიაში საცხოვრებლად წაყვანა შესაძლებელია თქვენი გერმანიაში ერთ წელზე მეტი ხნით ყოფნის შემთხვევაში, თუ დაასაბუთებთ, რომ გაქვთ საკმარისი საცხოვრებელი ფართი და დამატებითი ფინანსური საშუალებები ოჯახი წევრების უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში იხილეთ საინფორმაციო ფურცლები ოჯახის წევრთა წაყვანასთან დაკავშირებით. 

ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი. 

ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;

  • სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;

  • მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი; 

  • ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);

  • შრომითი ხელშეკრულება ან ოფიციალური სამუშაო შემოთავაზება გერმანიის უმაღლესი სასწავლებლიდან ან საჯარო კვლევითი დაწესებულებიდან, რომლებიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

    • დამსაქმებელი (დასახელება ფაქტობრივი მისამართის მითითებით)

    • სამეცნიერო საქმიანობის სახეობა

    • დასაქმების სახეობა: სრული განაკვეთი თუ ნაწილობრივი განაკვეთი

    • ყოველთვიური სტიპენდიის თანხის სრული (დაუქვითავი) რაოდენობა ევროში (მიუთითეთ რომელი ინსტიტუციის ბიუჯეტიდან გამოიყოფა სტიპენდიის თანხები).

    • დასაქმების პერიოდი (ვადიანი / უვადო)

  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი: უმაღლესი განათლების დიპლომი, ე.ი. დოქტორის წოდების საბუთი ან დიპლომი, რომელიც სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა (თანდართული ფურცლით)

  • მკვლევართათვის: დასაქმების შეთანხება (იხ. ნიმუში) ან ხელშეკრულება კვლევით დაწესებულებასა და მკვლევარს შორის. 

  • დაფინანსების თავის თავზე აღების წერილობითი ვალდებულება იმ ხარჯებისთვის, რომლებიც საჯარო უწყებებს დასაქმების შეთახმების დასრულებიდან ექვს თვემდე წარმოექმნება (დედანი და ერთი ასლი). აღნიშნული არ არის საჭირო, თუ კვლევითი დაწესებულების საქმიანობა მეტწილად საჯარო სახსრებით ფინანსდება ან სახეზეა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. 

  • საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი საბუთი:

    • დაფინანსება: გერმანიაში ცხოვრებისთვის განმცხადებელს თვეში უნდა ჰქონდეს 1027 ევრო, თუ შრომითი ურთიერთობების არსებობა ვერ დადასტურდება. ამის დასადასტურებლად შეიძლება წარმოდგენილი იქნეს დასაქმების შეთანხმება/შესაბამისი ხელშეკრულება ან სტიპენდიის შეთანხმება. თუ გათვალისწინებულია შრომითი ურთიერთობები, წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 2080 ევროს ოდენობის ხელფასის დამადასტურებელი საბუთი. განაცხადის შემოტანისას უნდა წარმოადგინოთ გერმანიაში ყოფნის სრული პერიოდისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დამადასტურებელი საბუთი. 

    • ბლოკირებული ანგარიშის მეშვეობით დაფინანსების შემთხვევაში: დროულად გახსენით ბლოკირებული ანგარიში სავიზო განაცხადის შემოტანამდე. განაცხადის შემოტანისას მიიღება მხოლოდ ანგარიშის გახსნის ოფიციალური დამადასტურებელი ცნობა, სადაც მითითებული იქნება ჩარიცხული თანხისა და ყოველთვიურად ხელმისაწვდომი თანხის რაოდენობა. დამადასტურებელი ცნობა თანხების მითითების გარეშე არ არის საკმარისი.

  • არსებობის შემთხვევაში: უცხო ენების სწავლის დამადასტურებელი საბუთები, მაგ. სერტიფიკატები ან ენის კურსების გავლის ცნობები

  • წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები. 

  • შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები (მაგ. დამსაქმებლის ცნობა, სარეკომენდაციო წერილები)

  • ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;

გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!

გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:

  • ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;

  • ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.

მნიშვნელოვანი მითითებები: 

  • განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.

  • განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება რამდენიმე სამუშაო დღე იმ შემთხვევაში, თუ განხილვის პროცედურაში არ არის გერმანიის შიდა უწყებების ჩართვის საჭიროება ან გერმანიაში არ გიცხოვრიათ დიდი ხნის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა პროცედურაში გერმანიის შიდა უწყებების ჩართვა ან გიცხოვრიათ გერმანიაში, მაშინ განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე,  მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

  • გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.

  • სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია. 

  • თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა