Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D5b: სავიზო განაცხადი გერმანიაში ყოფნის შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (ებრაელთა იმიგრაცია)

სტატია

გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!

ზოგადი ინფორმაცია

გერმანიაში ყოფნის შესახებ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (ებრაელთა იმიგრაცია) სავიზო განაცხადის შემოტანისთვის წინასწარ უნდა შეათანხმონ განაცხადის შემოტანის დრო (იხილეთ ზემოთ). 

ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.

ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი საგანაცხადო ანკეტა და განცხადება (უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე)

    • განმცხადებლების შემთხვევაში, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, სავიზო განაცხადს ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.

    • თუ მზრუნველობის უფლების მქონე ერთ-ერთ პირს არ შეუძლია სავიზო განაცხადის ხელმოწერა, მაშინ მან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი განცხადებით უნდა დაადასტუროს თანხმობა ვიზაზე განაცხადის შეტანის შესახებ.

    • ასეთ შემთხვევაში თანხმობას თან უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.

  • სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;

  • ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);

  • გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მიერ გაცემული „გერმანიაში მიღების თანხმობა“  (Aufnahmebescheid)
  • თუ იღებთ პენსიას, მაშინ ცნობა პენსიის ოდენობის შესახებ. 
  • თუ გერმანიაში გამგზავრება არ განხორციელდა გერმანიაში მიღების თანხმობის (Aufnahmebescheid / Einbeziehungsbescheid) მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, მაშინ უნდა წარმოადგინოთ ახალი ცნობა ნასამართლობის შესახებ.

  • დაბადების მოწმობა, ასევე შესაბამის შემთხვევაში შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების და გვარის ან სახელის ცვლილების მოწმობა. 

  • არსებობის შემთხვევაში: ენის ცოდნის სერტიფიკატი ან ენის ტესტის გავლის მოწმობა. 

  • სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა გერმანიაში დაგეგმილი გამგზავრების პირველი ორი კვირის პერიოდისთვის. დაზღვევა უნდა წარმოადგინოთ ვიზის გაცემის დროს. 

  • შესაბამის შემთხვევაში დამატებითი დამადასტურებელი საბუთები

  • თუ მხოლოდ ერთი მშობელი მიემგზავრება არასრულწლოვან შვილთან ერთად, მაშინ საჭიროა შემდეგი დამატებითი საბუთების წარმოდგენა:

    • არსებობის შემთხვევაში: მზრუნველობის ერთპიროვნული უფლების დამადასტურებელი საბუთი (მაგ.: მარტოხელა მშობლის ცნობა, სასამართლოს განაჩენი მეორე მშობლისთვის მზრუნველობის უფლების ჩამორთმევის შესახებ ან მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობა) - ორიგინალი და ასლი

    • სხვა შემთხვევაში მეორე მშობლის (რომელიც არ მიემგზავრება) თანხმობა ბავშვის სავიზო განაცხადის შეტანასთან, მის გამგზავრებასთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით. თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ და გაცემული უნდა იყოს განაცხადის შემოტანამდე ბოლო ექვსი თვის პერიოდში. 

    • იმ მშობლის სამოგზაურო პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი, რომელიც არ მიემგზავრება. 

გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!

გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:

  • ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;

  • ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.

მნიშვნელოვანი მითითებები: 

  • განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.

  • განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ერთი კვირა, მაგრამ ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

  • გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.

  • სავიზო განაცხადის შემოტანა უფასოა. 

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა