Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D1g: ვიზა გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ევროკავშირისან ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების მოქალაქესთან (გერმანიის მოქალაქის გარდა!) საცხოვრებლად გადასვლის მიზნით

სტატია

გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!

ზოგადი ინფორმაცია

ეს საინფორმაციო ფურცელი არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დაგეგმილია საცხოვრებლად გადასვლა გერმანიის მოქალაქესთან. ასეთი შემთხვევებისთვის იხილეთ შესაბამისი საინფორმაციო ფურცელი. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეხება ასევე ერთსქესიან დარეგისტრირებულ პარტნიორობასაც. გერმანიაში მეუღლესთან საცხოვრებლად გადასვლისათვის საჭირო ვიზა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მეუღლეს უკვე შეუსრულდა 18 წელი.

თუ დაგეგმილია ევროკავშირის/ევროკავშირის ეკონომიკური ზონის მოქალაქესთან გერმანიაში  საცხოვრებლად გადასვლა დაქორწინების მიზნით, გაეცანით საინფორმაციო ფურცელს დაქორწინებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო A1 დონეზე გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი. 

ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე,

    • განმცხადებლის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 18 წელი, ანკეტაზე და განცხადებაზე ხელი უნდა მოაწეროს მზრუნველობის უფლების მქონე ყველა პირმა.

    • თუ მზრუნველობის უფლების ერთ-ერთ პირს არ შეუძლია ანკეტაზე და განცხადებაზე ხელის მოწერა, მან წერილობით, ნოტარიულად დამოწმებული ფორმით უნდა განაცხადოს თანხმობა სავიზო განაცხადის შემოტანაზე.

      ამ შემთხვევაში უნდა დაურთოთ ამ პირის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი.

  • სამოგზაურო პასპორტი (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);

  • მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი; 

  • ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);

  • გერმანიაში მცხოვრები ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქის თავისუფალი ფორმით შედგენილი მიწვევა ერთობლივად ცხოვრების მიზნით და ასევე თავისუფალი ფორმით შედგენილი დასტურით თქვენი საცხოვრებელი ხარჯების საკუთარ თავზე აღების თაობაზე.

  • გერმანიაში მცხოვრები ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქის ცნობა საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის შესახებ (Meldebescheinigung)

  •  გერმანიაში მცხოვრები ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქის პასპორტის ან პირადობის მოწმობის სურათიანი გვერდის ერთი ასლი და არსებობის შემთხვევაში ქვეყანაში ყოფნის უფლების ერთი ასლი.

  • გერმანიაში საცხოვრებლად ერთობლივად გადასვლის შემთხვევაში: ქირავნობის ხელშეკრულება, საკუთრების ფლობის ცნობა ან მსგავსი საბუთი მომავალი საცხოვრებელი მისამართის მითითებით.

  • თუ ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქე დასაქმებულია:  ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქის დასაქმების საბუთი (მაგ.: შრომითი ხელშეკრულება)

  • თუ ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქე არ არის დასაქმებული:

    • საკმარისი საცხოვრებელი სახსრების დამადასტურებელი საბუთი, საჭიროების შემთხვევაში თარგმანით

    • სამედიცინო დაზღვევის საბუთი

  • თუ დაქორწინებული ხართ ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქეზე:

    • ქორწინების მოწმობა (დანიის ქორწინების მოწმობის შემთხვევაში მიაქციეთ ყურადღება, რომ იგი იყოს დამოწმებული აპოსტილით)

    • წინა ქორწინებების შემთხვევაში: ყველა წინარე ქორწინების მოწმობა, გარდაცვალების, განქორწინების მოწმობები, სამართლებრივი ძალის მქონე განქორწინების განაჩენები, გვარის შეცვლის მოწმობები 

  • თუ თქვენ ხართ დაღმავალი ხაზის ნათესავი და ჯერ არ შეგსრულებიათ 21 წელი:

    • ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქესთან ნათესაური კავშირის საბუთი მოწმობის სახით (მაგ.: მშობლების/ერთ-ერთი მშობლის ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქესთან ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა)

  • თუ თქვენ ხართ აღმავალი ან დაღმავალი ხაზის ნათესავი, რომელსაც მოგეცემათ სარჩო:

    • ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქესთან ნათესაური კავშირის საბუთი მოწმობის სახით (მაგ.: მშობლების/ერთ-ერთი მშობლის ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქესთან ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა)

    • სარჩოთი უზრუნველყოფის საბუთი (მაგ.: ბანკის ცნობა)

  • თუ მეუღლის/რეგისტრირებული პარტნიორის ან ბავშვის სტატუსით მიემგზავრებით გერმანიაში საცხოვრებლად ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის იმ მოქალაქესთან, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში:

    • ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქის წარმომავლობის ოფიციალური საბუთი (მაგ.: ქორწინების, დაბადების მოწმობა)

    • ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ცნობა

    • სარჩოთი უზრუნველყოფის ცნობა (მაგ.: ბანკის ცნობა)

    • საკმარისი საცხოვრებელი სახსრების ფლობის საბუთი

    • ჯანმრთელობის დაზღვევის საბუთი

  • საჭიროების შემთხვევაში სხვა საბუთები და სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (სავიზო განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ვიზის მიღებისას უნდა წარადგინოთ სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი საბუთი, თუ ასეთი საბუთი უკვე წინასწარ არ გაქვთ ჩაბარებული).

გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!

გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:

  • ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;

  • ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.

მნიშვნელოვანი მითითებები: 

  • განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.

  • განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება რამდენიმე დღე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

  • სარჩოს მიცემა მიმოსვლის უფლების კანონის გაგებით გულისხმობს ოჯახის წევრისთვის შემწეობას, რომელიც მას თავის სამშობლოში სჭირდება ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სავიზო განაცხადის განხილვისას უნდა წარმოადგინოთ წერილობითი საბუთი შემწეობის გაცემისა, მაგ.: ბანკის ცნობის სახით. ოჯახის წევრის ან თავად ევროკავშირის მოქალაქის უბრალო განცხადება, რომელშიც იგი ადასტურებს, რომ წარსულში გასცა შემწეობა და მომავალშიც გააგრძელებს მის გაცემას, არ არის საკმარისი სხვა დამადასტურებელი საბუთების გარეშე. 

  • აუცილებელი, გაერთიანების სამართლით გათვალისწინებული სამედიცინო დაზღვევა საკმარისად ითვლება, თუ იგი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში ითვალისწინებს შემდეგ სერვისებს: საექიმო და სტომატოლოგიურ მომსახურებას, მედიკამენტებით, შესახვევი, სამკურნალო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას, საავადმყოფოში მკურნალობას, სამედიცინო სერვისებს რეაბილიტაციისას და ფეხმძიმობისა და მშობიარობისას. სამედიცინო დაზღვევა უნდა ჰქონდეს ევროკავშირის წევრსა და ოჯახის წევრს და იგი უნდა იყოს წარმოდგენილი და დადასტურებული. 

  • გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.

  • ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის გერმანიაში მცხოვრებ მოქალაქესთან საცხოვრებლად გადასვლისათვის საჭირო ვიზაზე განაცხადის შემოტანა უფასოა. 

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა