Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № D2i: ვიზა სამუშაოს დასაწყებად ქართული კერძების მზარეულის თანამდებობაზე
გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!
ზოგადი ინფორმაცია
ეროვნული კერძების მზარეულებს აქვთ ვიზის მიღების შესაძლებლობა გერმანიაში შესაბამისი პროფილის რესტორნებში სრულ განაკვეთზე დასაქმებისთვის. ისინი უნდა იყვნენ იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელი ქვეყნის სამზარეულოზეც არის ორიენტირებული რესტორანი. გერმანიაში მიღებული პროფესიული განათლების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ვიზის მოთხოვნა.
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;
სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
შრომითი ხელშეკრულება გერმანიიდან ქართული კერძების რესტორანთან, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
დამსაქმებელი (ფაქტობრივი სამუშაო ადგილის მისამართი და საკონტაქტო პირის საკონტაქტო ინფორმაცია)
დასაქმების სახეობა: სრული განაკვეთი თუ ნაწილობრივი განაკვეთი
თვიური მთლიანი (დაუქვითავი) ხელფასი ევროში
დასაქმების პერიოდი (ვადიანი/უვადო)
საქმიანობის დასახელება ან სამუშაო ადგილის აღწერა
ინფორმაცია ეროვნული კერძების პროფილის მქონე რესტორნის შესახებ და მისი მენიუს ბარათი.
თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები:
სახელობო პროფესიულ სასწავლებელში მიღებული მინიმუმ ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი საბუთი და მიღებული განათლების შემდეგ მზარეულად მინიმუმ ორწლიანი საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი, განსაკუთრებით ბოლო დამსაქმებლის მოქმედი ლიცენზია და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებული იქნება ასევე დამსაქმებლის სრული დასახელება და მოქმედი ტელეფონის ნომერი.
ცალკეულ შემთხვევებში ალტერნატივად: მინიმუმ ექვსწლიანი პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი საბუთები:
ბოლო დამსაქმებლ(ებ)ის ლიცენზი(ებ)ი და დამსაქმებლ(ებ)ის მიერ გაცემული ცნობა (ცნობები), სადაც მითითებული იქნება ასევე დამსაქმებლის სრული დასახელება და მოქმედი ტელეფონის ნომერი.
ხელფასის გადახდის სრული ამონაწერი (ხელფასის გაცემის ცნობები, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ამონაწერი).
შესაბამის შემთხვევაში: შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დამატებითი საბუთები.
წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები.
დამსაქმებლის მიერ შევსებული და ხელმოწერილი ფორმულარი „Erklärung zum Beschäftigungsverhältnis“, ორიგინალი და ერთი ასლი
შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები (მაგ. სარეკომენდაციო წერილები)
ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!
გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:
ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;
ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
თუ თქვენ ადრეც გიმუშავიათ გერმანიაში ქართული კერძების მზარეულად, მაშინ აღარ არის საჭირო ზემოხსენებული ქართული სერტიფიკატების წარმოდგენა. მათ მაგივრად უნდა წარმოადგინოთ გერმანიაში საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი დამსაქმებლისგან მუშაობის ბოლო პერიოდის მითითებით.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.
სასარგებლო ინფორმაცია ეროვნული კერძების მზარეულად მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://www.arbeitsagentur.de/unternehmen/arbeitskraefte/spezialitaetenkoeche