Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D2f: ვიზა Au-Pair-საქმიანობისთვის

სტატია

გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!

ზოგადი ინფორმაცია

აღნიშნული ვიზა შესაძლებლობას გაძლევთ გერმანიაში განახორციელოთ Au-Pair-საქმიანობა. გერმანიაში ყოფნის პირდაპირ გაგრძელება საქართველოში დაბრუნების გარეშე შეუძლებელია. გერმანიაში Au-Pair-საქმიანობა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. 

Au-Pair-საქმიანობა გრძელდება მაქსიმუმ ერთ წელს. ამ საქმიანობის გაგრძელება ერთი წლის შემდეგ შეუძლებელია. განაცხადის შემოტანისას Au-Pair-საქმიანობის მსურველები არ უნდა იყვნენ 26 წელზე უფროსი ასაკის. საქმიანობის დაწყებისას მსურველთა მინიმალური ასაკი 18 წელია. Au-Pair-საქმიანობის მსურველებს, რომლებიც მომწვევ ოჯახთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან, ვერ გავითვალისწინებთ.

მომწვევი ოჯახის მშობლიური ენა უნდა იყოს გერმანული. თუ გერმანული ენა ორივე მშობლისთვის უცხო ენაა, მაშინ ისინი წარმოშობით არ უნდა იყვნენ Au-Pair-ის სამშობლოდან. 

ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.

ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე, ორ-ორ ეგზემპლარად;

  • სამოგზაურო პასპორტი და მისი სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი;

  • მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი; 

  • ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);

  • Au-Pair-ხელშეკრულება მომწვევ ოჯახთან

    • ხელშეკრულების ასლის წარმოდგენა მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულება დადებულია RAL-სერტიფიკატის მქონე სააგენტოს მეშვეობით.

    • რადგან საფოსტო კავშირი საქართველოსთან არ არის სანდო, ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს შემდეგნაირად: მომწვევი ოჯახი ან სააგენტო წინასწარ აგზავნის საელჩოში მათ მხრიდან ხელმოწერილი ხელშეკრულების დასკანირებულ ვერსიას ელ. ფოსტის მისამართზე visa@tifl.diplo.de. შემდეგ მომავალი Au-Pair-ი საელჩოში მოიტანს იმავე ხელშეკრულების ასლს და მოაწერს ხელს. გთხოვთ, ელ. ფოსტის გამოგზავნისას თემის ველში და ასევე თანდართული PDF-ფაილის (მაქს. 3 მეგაბაიტი) დასახელებაში მიუთითეთ Au-Pair-ის სახელი და გვარი. გთხოვთ გამოგზავნოთ მხოლოდ ხელშეკრულება. საელჩო არ ითხოვს სამედიცინო დაზღვევას, შრომის სააგენტოს თანხმობასა და ვალდებულების შესახებ განცხადებას (Verpflichtungserklärung).

  • მასპინძელი ოჯახის ანკეტა დასაქმების ფედერალური სააგენტოსგან (Bundesagentur für Arbeit) - წარდგენა სავალდებულოა.

  • მასპინძელი დედის და მასპინძელი მამის პასპორტების/პირადობის მოწმობების მონაცემთა გვერდების თითო ასლი. 

  • თქვენ მიერ შედგენილი და ხელმოწერილი სამოტივაციო წერილი გერმანულ ენაზე თქვენი გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რატომ გინდათ გერმანიაში Au-Pair-საქმიანობის განხორციელება და რა გეგმები გაქვთ შემდგომ. 

  • წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) განათლებისა და შესაბამის შემთხვევაში პროფესიული გამოცდილების მითითებით გერმანულ ენაზე, სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები.

  • გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (A1 დონე) ენის სერტიფიკატის სახით (კურსზე დასწრების ცნობა არ მიიღება). თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, სად და როგორ შეისწავლით ენას. საელჩოს აღიარებს მხოლოდ სერტიფიცირებული პროვაიდერის A1-დონის სერტიფიკატს: გოეთეს ინსტიტუტის, ავსტრიის კულტურის ფორუმის (ÖDS), telc-GmbH-ის ერთ-ერთი პროვაიდერის, TestDaF-ის ერთ-ერთი ინსტიტუტის ან ECL-საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი. ალტერნატივის სახით ენის ცოდნა შეიძლება გადამოწმდეს სავიზო პროცედურის დროს ვიზების განყოფილებაში ყოველდღიური თემების შესახებ გასაუბრების დროს. 

  • თქვენი განათლების დამადასტურებელი საბუთები. მაგალითად უნივერსიტეტში სწავლის ცნობა, უნივერსიტეტის დიპლომი ან სკოლის ატესტატი.

  • თუ გერმანიაში დაგეგმილი თქვენი Au-Pair-საქმიანობის დაწყება პირდაპირ სკოლის ან ბოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ ხორციელდება: სკოლის ან ბოლო უნივერსიტეტის შემდგომი საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი (როგორც წესი: დამსაქმებელთა ცნობები). 

  • შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები 

  • ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;

გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!

გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:

  • ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;

  • ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.

მნიშვნელოვანი მითითებები: 

  • განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.

  • Au-Pair-საქმიანობის ხელშეკრულების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს (BfA/ZAV) ვებ-გვერდზე. სხვადასხვა ენაზე დამატებითი ინფორმაცია Au-Pair-საქმიანობისა და "Gütegemeinschaft Au-pair e.V."-სერტიფიკატის მქონე სააგენტოების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე www.guetegemeinschaft-aupair.de            

  • განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე,  მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

  • გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.

  • სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 75 ევროს (18 წლამდე - 37,50 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია. 

  • თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.

  • 2023 წლის 1 მაისს განახლებული ინფორმაცია Au-Pair-საქმიანობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ: https://www.arbeitsagentur.de/unternehmen/arbeitskraefte/au-pair  

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა