Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საინფორმაციო ფურცელი № D2e: ვიზა მოხალისეობრივი საქმიანობისთვის

სტატია

გაითვალისწინეთ, რომ საბუთები უნდა შემოიტანოთ სრულყოფილად! არასრულად შემოტანილი განაცხადი შეიძლება იყოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. გერმანიის საელჩო გთხოვთ, რომ საგანაცხადო ანკეტა შევსებული იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, არ შეავსოთ იგი ქართულ ენაზე! გთხოვთ, საბუთების კარგი ხარისხის ასლები წარმადგინოთ!

ზოგადი ინფორმაცია

გერმანიაში მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისთვის შესაძლებელია ვიზის მიღება. მოხალისეობრივი საქმიანობა შეიძლება გაგრძელდეს ექვსიდან 24 თვემდე, თუმცა ჩვეულებრივ ერთი სრული წელის გრძელდება. 

ამგვარის ვიზიტის მიზანია საქმიანობა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის და კომპეტენციების შეძენა. 

ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.

ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • სრულყოფილად შევსებულიდა პირადად ხელმოწერილი ერთი ანკეტა და განცხადება უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;

  • სამოგზაურო პასპორტი  (და სურათიანი გვერდის კარგი ხარისხის ერთი ასლი);

  • მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი

  • ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);

  • სრულყოფილი და ყველა გვერდზე ხელმოწერილი ხელშეკრულება/შეთანხმება გერმანიაში თქვენი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ (იხ. ასევე მნიშვნელოვანი მითითებები). თუ ხელშეკრულებაში ან თანხმობაში არ არის მითითებული მონაცემები თქვენი განთავსებისა და კვების შესახებ, მაშინ გთხოვთ წარმოადგინოთ დამატებით საბუთი გერმანიაში ცხოვრების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

  • თქვენ მიერ შედგენილი და ხელმოწერილი სამოტივაციო წერილი გერმანულ ენაზე თქვენი გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის: 

    • რატომ გსურთ გერმანიაში მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება?

    • მოხალისეობრივი საქმიანობის შემდეგ რის გაკეთება გსურთ და სად? 

    • რა სარგებლის მიღებას ელით მოხალისეობრივი საქმიანობიდან?

    • როგორ შეესაბამება ამ მიზნით თქვენი ყოფნა გერმანიაში თქვენი ცხოვრების გეგმებსა და პროფესიულ პერსპექტივებს? 

  • წლების მიხედვით წარმოდგენილი სრული ბიოგრაფია (CV) განათლებისა და შესაბამის შემთხვევაში პროფესიული გამოცდილების მითითებით გერმანულ ენაზე,  სადაც ასევე მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები. 

  • გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ფლობის დამადასტურებელი საბუთი (თუ თქვენ არ ფლობთ გერმანულ ენას, მაშინ დამსაქმებელი ორგანიზაციიდან უნდა წარმოადგინოთ საბუთი იმის თაობაზე, რომ ენის ცოდნა დასაწყისისთვის არ არის სავალდებულო, და გერმანიაში ჩასვლის შემდეგ შეძლებთ ენის კურსებზე დასწრებით გერმანული ენის დაუფლებას.)

  • თქვენი განათლების დამადასტურებელი საბუთები. მაგალითად უნივერსიტეტში სწავლის ცნობა, უნივერსიტეტის დიპლომი ან სკოლის ატესტატი.

  • თუ გერმანიაში დაგეგმილი თქვენი მოხალისეობრივი სოციალური წლის გავლა პირდაპირ სკოლის ან ბოლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ ხორციელდება: სკოლის ან ბოლო უნივერსიტეტის შემდგომი საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი (როგორც წესი: დამსაქმებელთა ცნობები).

  • შესაბამის შემთხვევაში: დამატებით დამხმარე საბუთები. 

  • ვიზის გაცემის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პასპორტის გაცემამდე უნდა წარმოადგინოთ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, თუ მანამდე არ გაქვთ იგი წარმოდგენილი;

გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ერთ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა. ყველა ასლი უნდა იყოს კარგი ხარისხის!

გთხოვთ, საბუთები შემდეგნაირად დააწყოთ:

  • ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტის ასლებთან ერთად ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით;

  • ყველა ორიგინალი საბუთი ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით.

მნიშვნელოვანი მითითებები: 

  • განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.

  • მითითება გერმანიის მოხალისეთა ფედერალურ სამსახურთან და ორგანიზაციის „Weltwärts Süd-Nord“ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით: თქვენი ხელშეკრულება ხელმოწერილი უნდა იყოს როგორც თქვენს მიერ, ასევე გერმანიის ოჯახისა და საზოგადოებრივი საკითხების ფედერალური უწყების (BAFzA) მიერ, იმ დაწესებულების მიერ, სადაც თქვენ იქნებით დასაქმებული, ცენტრალური ოფისის და, საჭიროების შემთხვევაში, იმ უწყების მიერაც, რომელიც უზრუნველყოფს მოხალისეთა სამსახურის განხორციელებას. 

  • მითითება მოხალისეთა ახალგაზრდული სამსახურის (მოხალისეთა სოციალური წელი (FSJ) ან მოხალისეთა ეკოლოგიური წელი (FÖJ)) შესახებ: თქვენი ხელშეკრულება ხელმოწერილი უნდა იყოს როგორც თქვენ მიერ, ასევე შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, იმ დაწესებულების მიერ, სადაც თქვენ იქნებით დასაქმებული.

  • EFD: თქვენი ხელშეკრულება ხელმოწერილი უნდა იყოს ეროვნული სააგენტოს „Erasmus+ Jugend in Aktion“ და კოორდინატორი ორგანიზაციის მიერ. მოხალისეობრივი საქმიანობის შეთანხმება, სადაც მოცემული იქნება დავალებები და დაგეგმილი სწავლის შედეგები, ხელმოწერილი უნდა იყოს კოორდინატორი ორგანიზაციისა და მოხალისეს მიერ.

  • განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება რამდენიმე სამუშაო დღე იმ შემთხვევაში, თუ განხილვის პროცედურაში არ არის გერმანიის შიდა უწყებების ჩართვის საჭიროება ან გერმანიაში არ გიცხოვრიათ დიდი ხნის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა პროცედურაში გერმანიის შიდა უწყებების ჩართვა ან გიცხოვრიათ გერმანიაში, მაშინ განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება ექვსიდან რვა კვირამდე,  მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

  • გთხოვთ, არ მოგვმართოთ საქმის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.

  • სავიზო განაცხადის შემოტანა უფასოა. 

  • თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ. 

მოხალისეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:

http://www.bmfsfj.de/BMFSFJ/freiwilliges-engagement.html

http://www.bafza.de/

http://www.bundesfreiwilligendienst.de/

http://www.pro-fsj.de/ 

http://www.foej.de/

http://www.weltwaerts.de 

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს. 

გვერდის დასაწყისში გადასვლა