Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ეროვნული ვიზა

სტატია

გრძელვადიანი ვიზიტებისთვის (90 დღეზე მეტი დროით).

რამდენიმე გადაშლილი პასპორტი და ვიზები
პასპორტები ვიზებით © Colourbox

ეროვნული ვიზა არის გარკვეული მიზნებისთვის გერმანიაში გრძელვადიანი პერიოდით შესვლისთვის საჭირო ვიზა. იგი ჩვეულებრივ გაიცემა 90 დღის ვადით, გარკვეულ შემთხვევებში კი ერთ წლამდე ვადით. გერმანიაში შესვლის შემდეგ  კი როგორც წესი უნდა მოითხოვოთ ქვეყანაში ყოფნის შესაბამისი უფლების (Aufenthaltstitel) გაცემა.

განაცხადის მომზადება
 

განაცხადისთვის მზადება უნდა დაიწყოთ უკვე მაშინ, როდესაც დაგეგმავთ გერმანიაში გრძელვადიანი პერიოდით გამგზავრებას. სრული სავიზო პროცედურა შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
 

მოამზადეთ თქვენი განაცხადი შემდეგ სამ ეტაპად:

მნიშვნელოვანი მითითება:
გთხოვთ, მოთხოვნის გარეშე არ გადმოაგზავნოთ საბუთები ვიზების განყოფილებაში - განსაკუთრებით განაცხადის შემოტანამდე. აქ არ მოხდება ამ საბუთების შენახვა და/ან სორტირება. გთხოვთ, საბუთები ყოველთვის სრულყოფილად მოიტანოთ პირდაპირ განაცხადის შემოტანისას.
 

გრძელვადიანი ვიზებისთვის საჭირო საბუთები

D1a - ვიზა მეუღლესთან საცხოვრებლად გასამგზავრებლად

D1b - ვიზა დაქორწინებისათვის და შემდგომ გერმანიაში მუდმივად ცხოვრებისთვის

D1c - გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნის დადასტურება გერმანიაში საცხოვრებლად გამგზავრებისთვის

D1d - ვიზა არასრულწლოვანი ბავშვის ოჯახთან შეერთების მიზნით

D1e - ვიზა ერთ-ერთი მშობლის არასრულწლოვან შვილთან ან ჯერ არ დაბადებულ გერმანელ შვილთან საცხოვრებლად გადასვლის  მიზნით

D1f - ვიზა ოჯახის სხვა წევრების გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის მიზნით

D1g - ვიზა გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების მოქალაქესთან (გერმანიის მოქალაქის გარდა!) საცხოვრებლად გადასვლის მიზნით

D2a - ვიზა სამუშაოს დასაწყებად სხვის კომპანიაში

D2b - ვიზა სამუშაოს დასაწყებად  (ევროკავშირის ლურჯი ბარათი -Blue Card EU)

D2c - ვიზა ინდივიდუალური - დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად

კითხვარი დამოუკიდებელ საქმიანობასთან დაკავშირებით

D2d - შანსების ბარათი

D2e - ვიზა მოხალისეობრივი საქმიანობისთვის

D2f - ვიზა Au-Pair-საქმიანობისთვის

D2f-ის (ვიზა Au-Pair-საქმიანობისთვის) დანართი: გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს ცენტრალური საშუამავლო უწყების Au-Pair-ის სავალდებულო განცხადება (გერმანულ ენაზე).

D2f-ის (ვიზა Au-Pair-საქმიანობისთვის) დანართი: გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს ცენტრალური  საშუამავლო უწყების საინფორმაციო ფურცელი (გერმანულ ენაზე).

D2f-ის დამატება: ვებ-გვერდი "Gütegemeinschaft Au Pair" (გერმანულად, ინგლისურად, რუსულად)

D2g - ვიზა პრაქტიკის გავლისათვის

D2h - ვიზა სამუშაოს დასაწყებად ექიმებისთვის

D2i - ვიზა სამუშაოს დასაწყებად  ქართული კერძების მზარეულის თანამდებობაზე

D2j - ვიზა მეცნიერებისთვის, მოწვეული მეცნიერებისთვის, მეცნიერ-მუშაკებისთვის და მკვლევარებისთვის

D2j-ის (ვიზა მეცნიერებისთვის) დანართი: ხელშეკრულების ნუმუში

D2k - ვიზა ჰოსპიტაციისთვის (3 თვეზე მეტი ვადით)

D2L - ვიზა უცხოეთში მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მიზნით (განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს პროფესიებისთვის)

D2m - ვიზა კონტინგენტზე ორიენტირებული მოკლევადიანი დასაქმებისთვის

D2n - ვიზა საგზაო სატვირთო გადაზიდვების პროფესიონალ მძღოლად დასაქმებისათვის

მითითებები ბლოკირებული ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით

D3a - ვიზა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის (სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისა და სტიპენდიატების ჩათვლით) და განაცხადის შეტანისთვის, ასევე საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლის ან მისაღები გამოცდის ჩაბარებისათვის

D3b - ვიზა პროფესიული განათლების მისაღებად

D3c - ვიზა ენის (ინტენსიურ) კურსზე დასასწრებად

D3d - ვიზა სკოლაში სწავლისთვის ან მოსწავლეთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებისათვის

D3e - ვიზა სასკოლო პროფესიული განათლებისა და საგნობრივ-თეორიული ფორმის პროფესიულ საკვალიფიკაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად

D3f - დაფინანსების დამადასტურებელი საბუთები უნივერსიტეტში ან ენის ინტენსიურ კურსებზე სწავლის შემთხვევაში

მითითებები ბლოკირებული ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით

 

განაცხადის შეტანა
 

განაცხადის შემოტანისათვის გთხოვთ შეთანხმებულ დროს პირადად მობრძანდეთ საელჩოს ვიზების განყოფილებაში. ამ ვიზიტის დროს თქვენ ჩააბარებთ ყველა საგანაცხადო საბუთს, გადაიხდით ვიზის გადასახადს და უპასუხებთ დასმულ შეკითხვებს დაგეგმილ მგზავრობასთან დაკავშირებით. იქ ასევე გადაიღებენ თქვენს ფოტოს და აიღებენ თქვენი თითების ანაბეჭდებს.
 

განაცხადის განხილვა

გერმანიის საელჩო განიხილავს თქვენს განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას. იგი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი განაცხადი სამართლებრივ წინაპირობებს. განხილვის დრო დამოკიდებულია გამგზავრების კონკრეტულ მიზანზე. იგი შეიძლება სამ თვემდეც გაგრძელდეს. გადაწყვეტილების მიღებისთანავე საელჩო დაგიკავშირდებათ. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ იმ გარემოებას, რომ განხილვის პროცესის განმავლობაში ვერ გავცემთ ინფორმაციას საქმის მდგომარეობის შესახებ. განხილვის შემდეგ კი ვუპასუხებთ მხოლოდ თავად განმცხადებლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან წერილობით მინდობილი პირის შეკითხვებს.
 

პასპორტის დაბრუნება
 

როგორც კი საელჩო მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს განაცხადთან დაკავშირებით, იგი დაგიკავშირდებათ.
 

როგორც წესი, თქვენი პასპორტი პირადად უნდა გაიტანოთ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში გთხოვთ, გამოატანოთ მას თქვენი წერილობითი მინდობილობა.
 

თუ უარი გეთქვათ ვიზის გაცემაზე, ამას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი. ამ მიზეზს ჩვენ დაგისახელებთ უარის წერილში, რომელიც გადმოგეცემათ. განმარტებებს ამ მიზეზებთან დაკავშირებით იხილავთ ხშირად დასმული კითხვების გვერდზე.
 

თქვენ ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ახალი განაცხადის შემოტანა, რომელიც იქნება სრულყოფილი, დამაჯერებელი და დაექვემდებარება გადამოწმებას.
 

კეთილი მგზავრობა! მითითებები ვიზის მფლობელთათვის

თუ პასპორტში ჩაკრულ ვიზაზე აღნიშნული ყველა თქვენი მონაცემი სწორად არის მითითებული,  მაშინ შეგიძლიათ გაემგზავროთ. გთხოვთ, ეს მონაცემები მაშინვე გადაამოწმოთ, როდესაც პასპორტს გადმოგცემენ. შეცდომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ, რათა შევძლოთ თქვენთვის ახალი ვიზის გაცემა.
 

ვიზაზე მითითებულია თქვენი სრული სახელი და გვარი, თქვენი პასპორტის ნომერი და თქვენი ფოტო, ასევე დღეების რაოდენობა და ვიზის მოქმედების ვადა, ესე იგი ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ გერმანიაში ყოფნა ქვეყნისშიდა ვიზის (Aufenthaltstitel) მიღებამდე.

ასე რომ, არ დაგავიწყდეთ გერმანიაში შესვლისთანავე დარეგისტრირდეთ მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში (Einwohnermeldeamt) და შეათანხმოთ ვიზიტი უცხოელების საქმეთა უწყებაში (Ausländerbehörde). გერმანიაში შესასვლელი ვიზით შეგიძლიათ იმოგზაუროთ შენგენის ქვეყნებში.
 

გვერდის დასაწყისში გადასვლა