Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

IPS-საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია, © Deutscher Bundestag
გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) 2022
გერმანიის ბუნდესთაგი (პარლამენტი) ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს უკვე 50 ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ადგილზე გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესს.
პროგრამა გრძელდება 2022 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე.
საგანაცხადო საბუთების გამოგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 31 ივლისამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: ips@tifl.diplo.de (PDF-ფაილების მთლიანი ზომა არ უნდა აჭარბებდეს 15 მბ-ს).
დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და საგანაცხადო პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ გერმანიის ბუნდეთაგის შემდეგ ვებ-გვერდზე: www.bundestag.de/ips.