Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

Make it in Germany - გერმანიის პორტალი სპეციალისტებისათვის მთელი მსოფლიოდან

ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი მინდორში და უკანა ფონზე ქარის ელექტროსადგური

პორტალი Make it in germany, © BMWi

21.05.2015 - სტატია

გერმანული ფირმები ინტენსიურად ეძებენ საუკეთესო განათლების მქონე სპეციალისტებს, განსაკუთრებით მათემატიკის, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნიკის (MINT) სფეროებში. მოთხოვნილებაა ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებზე და არა მხოლოდ აკადემიური განხრით.
”Make it in Germany” ხელს უწყობს უცხოელ სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ იცხოვრონ და იმუშაონ გერმანიაში. გერმანულ და ინგლისურენოვან პორტალზე თავმოყრილია ინფორმაცია საკონსულტაციო და ხელშეწყობის არსებული შეთავაზებების შესახებ. აქ მოცემულია, თუ რომელ სფეროებში არის მოთხოვნილება სპეციალისტებზე და რა წინაპირობებია იმისათვის შესასრულებელი, რათა სპეციალისტებმა დაიწყონ მუშაობა გერმანიაში (”Quick-Check”). სპეციალურად დეფიციტური სპეციალობებისათვის შექმნილ სამუშაო ბირჟაზე შეგიძლიათ უპრობლემოდ მოიძიოთ ვაკანსიები. ინტერაქტიური მსოფლიო რუკა „Deutschland vor Ort“ შეიცავს მსოფლიოს მასშტაბით არსებული გერმანული დაწესებულებების საკონტაქტო ინფორმაციასა და მათ შეთავაზებებს.
”Make it in Germany” არ არის მხოლოდ საინფორმაციო პორტალი - ეს არის გულითადი სტუმართმოყვარეობის გამოხატულებაც. აქ უცხოელი სპეციალისტები, რომლებმაც უკვე გააკეთეს წარმატებული კარიერა გერმანიაში, ჰყვებიან თავიანთ გამოცდილებაზე და იძლევიან რჩევებს წარმატებული ინტეგრაციისათვის.
საინფორმაციო პორტალი წარმოადგენს გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალური სამინისტროს (BMWi), გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს (BMAS) და გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს (BA) ერთობლივი, სპეციალისტების მოსაზიდი ინიციატივის ნაწილს.

საინფორმაციო პორტალი Make it in Germany


გვერდის დასაწყისში გადასვლა