Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ვიზები და გერმანიაში შესვლა

ფოტოზე გამოსახულია ფედერალური პოლიციის მოხელე, რომელიც უბრუნებს მგზავრს პასპორტს კონტროლის შემდეგ
პასპორტის კონტროლი დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტში © dpa

გერმანიაში შესვლისათვის ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა.

გამონაკლისი: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტები, 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ მოკლევადიანი ვიზიტით მუშაობის უფლების გარეშე უვიზოთ იმგზავრონ შენგენის ზონის ქვეყნებში. დამატებითი ინფორმაცია უვიზოთ მიმოსვლის შესახებ იხილეთ შემდეგ გვედზე: ხშირად დასმული კითხვები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით

ვიზის სახეობა დამოკიდებულია დაგეგმილი ვიზიტის ხანგრძლივობაზე. მაგალითად ტურისტული ვიზიტი მოკლევადიანია, ხოლო უნივერსიტეტში სწავლის მიზნით ვიზიტი - გრძელვადიანი.

გთხოვთ ჯერ აირჩიოთ, რა ვადით აპირებთ გამგზავრებას:

მოკლევადიანი ვიზიტი (მაქსიმუმ 90 დღემდე, მაგ. ტურიზმი ან საქმიანი ვიზიტი)

გრძელვადიანი ვიზიტი (90 დღეზე მეტი, მაგ. სწავლა, მუშაობა ან ოჯახის წაყვანა)


იხილეთ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით:

ხშირად დასმული კითხვები ვიზასთან და გერმანიაში შესვლასთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები სავიზო პროცედურისას მონაცემთა დაცვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები გერმანიაში არალეგალურ ყოფნასთან და თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით


ასევე 

ხშირად დასმული კითხვები გერმანიაში სპეციალსტთა სამუშაოდ შემოსვლასთან დაკავშირებით

ინფორმაცია თიურინგიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას და რომლებსაც მიღებული აქვთ სრული ზოგადი განათლება (გერმანულად/ინგლისურად)




იხილეთ მეტი

On the following page, you may find Information regarding your visa application in English.


Visa Information in English

მოკლე ინფორმაცია მნიშვნელოვანი პუნქტების შესახებ:

  • აქამდე ნებაყოფლობით არსებული გასაჩივრების პროცედურა 2025 წლის პირველი ივლისიდან ყველგან უქმდება იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი განაცხადის დამუშავება და ვიზის მიღების მოლოდინის დროის შემცირება.

  • თუ თქვენ 2025 წლის პირველი ივლისიდან უარს მიიღებთ ვიზაზე, არ გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება საელჩოში/საკონსულოში. საელჩო/საკონსულო ასეთ გასაჩივრებას აღარ დაამუშავებს.

  • თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება ბერლინის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში საჩივრის შეტანით. საჩივარი უნდა შეიტანოთ გერმანულ ენაზე და გადაიხადოთ სასამართლო ხარჯები.

  • ისევე, როგორც ადრე ახლაც მნიშვნელოვანი არის, რომ მოთხოვნილი საბუთები თავიდანვე  სრულყოფილი სახით ჩააბაროთ, რითაც შეამცირებთ უარის მიღების რისკს. თუ სავიზო განყოფილება მოგთხოვთ დამატებით საბუთებს, დროულად ჩააბარეთ ისინი.

  • რა თქმა უნდა უარის შემდეგაც ყოველთვის გაქვთ საშუალება, შეიტანოთ ახალი განაცხადი ვიზაზე.

სრული ინფორმაცია გასაჩივრების პროცედურის გაუქმების შესახებ 

გვერდის დასაწყისში გადასვლა