Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
ხშირად დასმული კითხვები სავიზო პროცედურისას მონაცემთა დაცვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებით
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო იყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენი განაცხადის დასამუშავებლად. პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. მონაცემთა დამუშავების შესახებ თქვენი ინფორმირებისა და მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (GDPR) მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ჩვენი საინფორმაციო ვალდებულებების შესასრულებლად, გაცნობებთ შემდეგს:
ხშირად დასმული კითვები
GDPR-ის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებიც ერთად ერთიან ფედერალურ უწყებას წარმოდგენენ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში
ნინო ჩხეიძის ქ. 38, თბილისი 0102
ტელ.: +995 32 2447300
ფაქსი: +49 30 1817 67133
ელ. ფოსტა: info@tiflis.diplo.de
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
Auswärtiges Amt
Werderscher Markt 1
D-10117 Berlin
(საფოსტო მისამართი: Auswärtiges Amt, D-11013 Berlin).
Tel.: +49 30 18-17-0
Fax: +49 30-18-17-3402
ვებ-გვერდი: www.auswaertiges-amt.de
საკონტაქტო ფორმა
მონაცემთა დაცვის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის საკონტაქტო მონაცემები:
Datenschutzbeauftragter des Auswärtigen Amts
Werderscher Markt 1
D-10117 Berlin
ტელ.: + 49 30 18-17 0
ვებ-გვერდი: www.auswaertiges-amt.de
საკონტაქტო ფორმა
პერსონალურ მონაცემთა იმ კატეგორიას, რომელიც მუშავდება, განეკუთვნება სავიზო განაცხადის ანკეტაში მოთხოვნილი მონაცემები. როგორც წესი ესენია თქვენი გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, ამჟამინდელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, პროფესიული საქმიანობა, სამოგზაურო დოკუმენტის მონაცემები (დოკუმენტის სახეობა, ნომერი, გამცემი სახელმწიფო და გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა), ფოტოსურათი და თითების ანაბეჭდები.
ეროვნულ ვიზაზე განაცხადის შეტანისას საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად: მეუღლის/პარტნიორის მონაცემები, შვილების მონაცემები, მშობლების მონაცემები, წინა ვიზიტები, დაგეგმილი ვიზიტის მიზანი, ნასამართლეობის ჩანაწერი, ინფორმაცია ქვეყნიდან გაძევების, დეპორტაციის ასევე დაავადებების შესახებ.
ზემოაღნიშნულ მონაცემებს თქვენ უთითებთ სავიზო განაცხადის პროცედურის დროს.
პერსონალურ მონაცემთა იმ კატეგორიას, რომელიც მუშავდება, განეკუთვნება სავიზო განაცხადის ანკეტაში მოთხოვნილი მონაცემები მომწვევი პირის შესახებ. როგორც წესი ესენია თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, ფაქსის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი.
ზემოაღნიშნული მონაცემები მითითებულია თქვენს მოსაწვევ წერილში და განმცხადებლის მიერ შემოტანილ სავიზო განაცხადის ანკეტაში.
თქვენი მონაცემები გროვდება, რადგან ეს საჭიროა სავიზო პროცედურის სათანადოდ განხორციელებისათვის და ეს კანონით არის განსაზღვრული. როდესაც შემოგაქვთ სავიზო განაცხადი, გერმანიაში ყოფნის შესახებ კანონის 82-ე მუხლის თანახმად თქვენ უნდა წარმოადგინოთ სავიზო განაცხადის განხილვისთვის საჭირო მონაცემები. თუ თქვენი მონაცემები არ არის წარმოდგენილი, შესაძლებელია, რომ უარი გეთქვათ ვიზის გაცემაზე, რა შემთხვევაშიც განაცხადის განხილვისთვის გადახდილი საფასური უკან აღარ დაგიბრუნდებათ.
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ და მხოლოდ სავიზო პროცედურის სათანადოდ განხორციელების მიზნით.
შესაბამისი სამართლებრივი ნორმებია: ევროკავშირის №2016/679 დადგენილების მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის, c) და e) ქვეპუნქტები, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დადგენილებები №767/2008 (სავიზო საინფორმაციო სისტემა) და №810/2009 (სავიზო კოდექსი) დანართებითურთ, ასევე ქვეყანაში ყოფნის შესახებ გერმანიის კანონის მუხლი 72a ff. და ქვეყანაში ყოფნის შესახებ დადგენილების 69-ე მუხლი, ასევე უცხოელთა ცენტრალური რეესტრის შესახებ კანონის განხორციელების დადგენილება, სავიზო გამაფრთხილებელი ფაილის შესახებ კანონი და სხვა სპეციალური წესდებები ან მონაცემთა დაცვის შესახებ გერმანიის კანონის მე-3 მუხლი.
თქვენი მონაცემები წაიშლება მაშინვე, როცა ისინი აღარ იქნება საჭირო სავიზო პროცედურის განხორციელებისთვის. როგორც წესი მონაცემები იშლება სავიზო პროცედურის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი წლისა ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თქვენი მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვეაში გადაეცემა მესამე მხარეს, თუ ეს აუცილებელია სავიზო პროცედურის სათანადოდ განხორციელებისათვის. ამ შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს გერმანიის შესაბამის შიდა უწყებებს, შენგენის წევრი სხვა ქვეყნების შესაბამის სავიზო განყოფილებებს ან ადგილობრივ უწყებებს თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მონაცემთა გადაცემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების მე-5 თავი.
იმ შემთხვევაში, თუ სავიზო პროცედურის განხორციელება დავალებული აქვს გარე ორგანიზაცია, მაშინ ის აგროვებს მონაცემებს ან მას გადაეცემა მონაცემები, თუ ეს მონაცემები საჭიროა სავიზო პროცედურის განხორციელებისთვის.
სავიზო მომსახურების მომწოდებელი გარე ორგანიზაცია იღებს სავიზო განაცხადებს თავისი კონტრაქტის ფარგლებში და უგზავნის მათ საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს. როგორც მონაცემთა დამამუშავებელი (GDPR-ის 28-ე მუხლის შესაბამისად), სავიზო მომსახურების მომწოდებელი ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს დაკვეთით. საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო რჩება მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად (პასუხისმგებლის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ზემოთ). მონაცემთა დამამუშავებელი უზრუნველყოფს, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს GDPR-ისა და გერმანიის ფედერალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის (BDSG) მოთხოვნების შესაბამისად და რომ თქვენი უფლებები დაცული იყოს. ამ მიზნით, საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ დადო ხელშეკრულება მონაცემთა დამამუშავებელთან, რომელიც მოიცავს GDPR-ის 28(3) მუხლის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თქვენ მონაცემებთან გულისხმიერ მოპყრობას.
შენგენის ვიზის (C ვიზა) განაცხადის ფორმაში მოთხოვნილი თქვენი მონაცემები, ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები და თქვენს განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებასთან ან ვიზის გაუქმების ან გაგრძელების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მონაცემები აისახება სავიზო საინფორმაციო სისტემაში (VIS) და იქ შეინახება მაქსიმუმ ხუთი წლის განმავლობაში; სავიზო უწყებებს, ქვეყნის საზღვრებსა და წევრ სახელმწიფოებში სავიზო კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებს, ასევე წევრი სახელმწიფოების იმიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა უწყებებს ექნებათ წვდომა ამ მონაცემებზე, რათა გადაამოწმონ, დაკმაყოფილებულია თუ არა წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე კანონიერი შესვლისა და ცხოვრების პირობები, დაადგინონ პირთა ვინაობა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ან აღარ აკმაყოფილებენ ამ პირობებს, განიხილონ თავშესაფრის განაცხადები და დაადგინონ, ვინ არის პასუხისმგებელი ამ შემოწმებაზე. გარკვეულ პირობებში, წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებს და „ევროპოლს“ ასევე ექნებათ წვდომა ამ მონაცემებზე ტერორისტული და სხვა სერიოზული დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების მიზნით. წევრი სახელმწიფოს მონაცემთა დამუშავების კომპეტენტური ორგანოა ფედერალური ადმინისტრაციული უწყება, D-50728 კიოლნი, eu-zentrale-services@bva.bund.de. VIS-ში მონაცემთა დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ აქ.
სავიზო საინფორმაციო სისტემაში (VIS) მონაცემების დამუშავება ხორციელდება საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროსთან თანამშრომლობით. ფედერალურმა ადმინისტრაციულმა უწყებამ და საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ დადეს შეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთობლივი პასუხისმგებლობის შესახებ ევროკავშირის 2016/679 რეგულაციის (GDPR) 26-ე მუხლის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია აქ.
VIS-ში შენახული თქვენთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ფედერალურ ადმინისტრაციულ უწყებაში ამ ბმულის მეშვეობით.
წინაპირობების არსებობის შემთხვევაში თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
- ინფორმაციის მიღების უფლება (მუხლი 15 - GDPR)
- შესწორების უფლება (მუხლი 16 - GDPR)
- მონაცემთა წაშლის უფლება (მუხლი 17 - GDPR)
- მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის უფლება (მუხლი 18 - GDPR)
- მონაცემთა გადატანის უფლება (მუხლი 20 - GDPR)
- მონაცმეთა დამუშავების გაპროტესტების უფლება (მუხლი 21 - GDPR)
თქვენ გაქვთ უფლება, გაასაჩივროთ თქვენი მონაცემების დამუშავება მონაცემთა დაცვის საკითხების სამეთვალყურეო ორგანოში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ გერმანიის წარმომადგენლობებზე პასუხისმგებელი სამეთვალყურეო ორგანი არის:
მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფედერალური რწმუნებული; Graurheindorfer Str. 153, 53117 Bonn, ტელ.: +49 228-997799-0, poststelle@bfdi.bund.de, www.bfdi.bund.de