Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით / Information on Consular Services by the Federal Foreign Ministry
საგარეო უწყება, © photothek / Auswärtiges Amt
ქართული
თუ ეძებთ ინფორმაციას გარკვეულ თემასთან დაკავშირებით და გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზე იგი არ არის მოცემული,
გთხოვთ ჩვენთან დაკავშირებამდე ასევე იხილოთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია საკონსულო საკითხების შესახებ. იქ თქვენ იხილავთ ინფორმაციას მრავალ თემასთან დაკავშირებით, მაგალითად:
- ინფორმაცია საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ
- ინფორმაცია გერმანიის საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში საკონსულო დახმარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით
- ინფორმაცია სამართლებრივი და საუწყებო ურთიერთდახმარების შესახებ
- მითითებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების გერმანიაში შესვლისა და ყოფნის შესახებ
- და ბევრი სხვა
შესაბამის ბმულებს იხილავთ გვერდის ბოლოში. თუ სასურველი ინფორმაცია ვერც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მოიძიეთ, მაშინ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ წერილობით ან მობრძანდეთ მიღების საათებში. ჩვენს საკონტაქტო მონაცემებსა და მიღების საათებს ასევე იხილავთ გვერდის ბოლოში.
English
You are looking for information regarding a certain topic and could not find the answer(s) on the German Embassy’s website?
Before you contact us, we kindly ask you to have a look at the Information on Consular Services provided by the Federal Foreign Ministry. The website is available in German, English, Russian and several other languages. There you may find information on a variety of topics, such as:
- Information on “Living and Working Abroad”
- Information on Consular Assistance to German nationals by German missions abroad
- Information on Judicial and Legal Cooperation
- Information on Entry and Residence in Germany
- and many more
At the end of the page, you may find the corresponding links. In case the information you seek is not available on the Federal Foreign Ministry’s website, you may contact us – either in writing or by visiting us during our working hours. Below you may also find information on how to contact us.
იხილეთ მეტი
დასახელება
ხელმძღვანელი
ქუჩის მისამართი
ნინო ჩხეიძის ქუჩა 38, 0102 თბილისი
საფოსტო მისამართი
ნინო ჩხეიძის ქუჩა 38, 0102 თბილისი
საკონსულო და სავიზო განყოფილების შესასვლელი მდებარეობს მოსე თოიძის ქუჩიდან
სამუშაო საათები
ორშაბათი - ხუთშაბათი: 08.30-დან 17.30 საათამდე
პარასკევი: 08.30-დან 14.30 საათამდე
საკონსულო და სავიზო განყოფილების სამუშაო საათები (შესასვლელი მოსე თოიძის ქუჩიდან):
ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი: 9 საათიდან 16 საათამდე
ოთხშაბათი და პარასკევი: 9 საათიდან 13 საათამდე
საკონტაქტო ფორმის ბმული
ტელეფონი:
მობ. ტელეფონის ნომერი საგანგებო სიტუაციებისთვის არასამუშაო დროს
ფაქსი:
ვებ-გვერდი
ყურადღება! საელჩოს ვიზიტორებისთვის დადგენილია შემდეგი შეზღუდვები:
ვიზისა და პასპორტის განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ- პორტალზე ვიზიტის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
ვიზის ჩასაკრავად პასპორტის ჩაბარებისა და დამატებითი საბუთების ჩაბარების დროის შესათანხმებლად სავიზო განყოფილება თავად დაგიკავშირდებათ ტელეფონით.
მიღების საათები საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით (მათ შორის ხელმოწერის დადასტურება, ასლების დამოწმება, მარტივი საკონსულო ცნობები, გერმანული პასპორტის გატანა და სხვა):
ორშაბათ, სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, მაგ. ბავშვის დაბადებისა და მოწმობის გაცემის შემთხვევაშიც. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის ინფორმაციას ვებ-გვერდზე.
სასაუბრო ენა საქართველოს უწყებებში: ქართული
მითითება: სატელიტური (Satcom) ტელეფონისა და ფაქსის გამოყენების შემთხვევაში მოქმედებს უფრო მაღალი ტარიფები.
მითითება შენობაში უბარიეროდ შესვლის თაობაზე
მითითება ბარიერებთან მიმართებაში
საელჩო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს და ცდილობს გაუადვილოს მათ თანამშრომლებთან წვდომა შენობაში არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.
შენობის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ბარიერების გარეშე შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდულად და საელჩოსთან წინასწარ დაკავშირების შემდეგ.
სტრუქტურული ან ტექნიკური მხარდაჭერა უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის საელჩოში არ არსებობს.