Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ხშირად დასმული კითხვები გერმანიაში არალეგალურ ყოფნასთან და თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით

08.03.2018 - ხშირად დასმული კითვები

ხშირად დასმული კითვები

გერმანიაში არალეგალურად ყოფნის შემთხვევაში, უნდა დატოვოთ ქვეყანა. თუ ქვეყანას ნებაყოფლობით არ დატოვებთ, მოხდება თქვენი დეპორტაცია და რამდენიმე წლით აგეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა. ამ შემთხვევაში თქვენ ასევე დაგეკისრებათ დეპორტაციის ხარჯების გადახდა.

თუ თქვენ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის განხილვის სტადიაში მიიღეთ გერმანიაში ყოფნის დროში შეზღუდული უფლება, მაშინ თქვენ მოგათავსებენ თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთ სპეციალურ საერთო ბანაკში. თქვენ თავად ვერ აირჩევთ საცხოვრებელ ადგილს და დახმარებას მიიღებთ დიდწილად პროდუქტების ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ვაუჩერების ფორმით. თქვენ მიიღებთ ტანსაცმელს და ჰიგიენის საშუალებებს, მაგრამ არ მიიღებთ ნაღდ ფულს.

არა, თავშესაფრის მთხოვნ პირებს გერმანიაში ჩასვლის შემდეგ არ აქვთ მუშაობის უფლება. გერმანიის მთავრობა არ აძლევს სამუშაოს თავშესაფრის მთხოვნელ პირებს და ლტოლვილებს და ვერც შუამდგომლობს მათ სამუშაოს ძიების დროს.  

არა, საქართველოში დასაბრუნებლად გერმანია აღარ იხდის მგზავრობის ხარჯებს და არ გასცემს სხვა ფინანსურ დახმარებას. ეს საშუალება არსებობს მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც გერმანიაში შევიდნენ 2017 წლის 28 მარტს ძალაში შესულ ვიზალიბერალიზაციამდე.  

ამჟამად უფრო მეტ ადამიანს უწევს სამშობლოში დაბრუნდება, ვიდრე აქამდე, მათ შორის ბევრ საქართველოს მოქალაქეს. ცოტა ხნის წინ გერმანიამ გაამკაცრა თავისი კანონმდებლობა არარეგულარულ მიგრაციასთან მიმართებაში, რადგან გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელ იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც არასწორ მონაცემებს უთითებდნენ მათი პიროვნებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ახალმა კანონმა დააჩქარა თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცედურა და გააადვილა თავშესაფრის მთხოვნელთა იმ კატეგორიის დეპორტაცია, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე.

ქვემოთ მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები:

I. თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცედურა საგრძნობლად დაჩქარდა. საქართველოს მოქალაქეთა განაცხადების უმეტესობა განიხილება ორ თვეში ან უფრო ნაკლებ დროში. შედეგი: საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ გერმანიის ტერიტორია, სხვა შემთხვევაში მოხდება მათი დეპორტაცია.

II. გერმანიის უწყებებს უფრო იოლად შეუძლიათ იმ პირთა დეპორტაცია, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, პირველ რიგში მათი, ვინც თავშესაფრის განაცხადში არასწორი მონაცემები მიუთითეს.

III. თავშესაფრის მთხოვნელთა მხრიდან პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შემოღებულია პირთა ახალი საიდენტიფიკაციო სისტემა თითის ანაბეჭდების მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

IV. გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ უწყებას აქვს შესაძლებლობა, პოლიციას გადასცეს თავშესაფრის მთხოვნელი პირების პირადი მონაცემები.

V. თავშესაფრის მთხოვნელი ის პირები  რომლებიც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ თავშესაფარს (როგორც ეს საქართველოს მოქალაქეთა შემთხვევაში იყო), შეიძლება,  თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცედურის მთელი პერიოდის განმავლობაში მოთავსებულ იქნენ თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთ სპეციალურ საერთო ბანაკში. უარის მიღების შემთხვევაში, მათ მოუწევთ პირდაპირ იქიდან თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება (ნებაყოფლობით ან დეპორტაციის გზით).

VI. თავშესაფრის მთხოვნელი ის პირები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, შეიძლება დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ. ეს ეხებათ იმ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ უშუალო საფრთხეს სხვა ადამიანებისათვის ან შინაგანი უსაფრთხოებისათვის.

გვერდის დასაწყისში გადასვლა