Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

დამოწმება და ცნობები

სხვადასხვა შტამპები

დამოწმება, © Photothek.de

სტატია

ზოგადი მითითებები

გერმანელებსა და უცხოელებს ზოგჯერ საქართველოშიც სჭირდებათ ხელმოწერების, ასლების და სხვადასხვა საბუთების დამოწმება.

გერმანელ საკონსულო მოხელეებს კანონით მინიჭებული აქვთ ასეთი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების უფლება გერმანიის კანონმდებლობის ფარგლებში (კანონი საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 2). საკონსულოს მოწმობებს იგივე ძალა გააჩნია, რაც გერმანიის ნოტარიუსის მოწმობებს (იმავე კანონის მე-10 მუხლი, პუნქტი მე-2). ფასები განისაზღვრება ფასების შესახებ გერმანიის ფედერალური კანონის(BeGebG) და დამატებით ფასების ზოგადი დებულებისა (AGebV) და ფასების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დებულების მიხედვით (AABGebV).

საკონსულო მოხელე ცვლის გერმანელ ნოტარიუსს აუცილებლობის შემთხვევაში

საკონსულო მოხელე მხოლოდ იმ შემთხვევაში ახორციელებს დამოწმებას, თუ ეს აუცილებელია, ე.ი. თუ გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს დამოწმების საფუძველი. ამ შემთხვევაში იგი არ უწევს კონკურენციას გერმანელ ნოტარიუსს. იგი ამოწმებს მხოლოდ მაშით, თუ ამის განხორციელება სხვაგვარად შეუძლებელია. საკონსულო მოხელეები მოქმედებენ თავიანითი სამსახურებრივი მოვალეობის შესაბამისად. გერმანელი ნოტარიუსისგან განსხვავებით, რომელსაც  შეუძლია უარი თქვას მომსახურებაზე მხოლოდ არასაკმარისი საფუძველის გამო, საკონსულო მოხელეები არ არიან ვალდებულნი, განახორციელონ დამოწმება.

გთხოვთ, წინასწარ გაარკვიოთ, შეძლებს თუ არა გერმანიის საელჩოს საკონსულო მოხელე თბილისში დაგეხმაროთ დამოწმებაში. ამისათვის ჩვენი საკონტაქტო ფორმით დაუკავშირდით იურიდიულ და საკონსულო განყოფილებას.

განსაკუთრებით, ისეთი რთული საკითხების შემთხვევაში, რომლებიც ეხება მიწის ნაკვეთს ან საზოგადოებრივ-სამართლებრივ თემებს, გირჩევთ წინასწარ გადმოაგზავნოთ ნოტარიუსის მიერ შედგენილი ნიმუში.

ხელმოწერებისა და ასლების დამოწმება და მარტივი საკონსულო ცნობების გაცემა

ხელმოწერებისა და ასლების მარტივი დამოწმებისა და უბრალო საკონსულო ცნობების მიღებისათვის არ არის საჭირო ვიზიტის წინასწარ შეთანხმება (ჩვენი საკონტაქტო ფორმის მეშევეობით). ამისათვის თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ მობრძანდეთ საკონსულოს მიღების საათების დროს (ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00-დან 15:00 საათამდე).

მარტივ დამოწმებად და ცნობად შეიძლება განვიხილოთ შემდეგი: ასლების დამოწმება, ნასამრათლობის ცნობის მოთხოვნის განაცხადზე ხელმოწერის დამოწმება, უცხოელთა ცენტრალურ რეესტრში თვითინფორმირების განაცხადზე ხელმოწერის დამოწმება, ცნობა საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ე.წ. სიციცხლის ცნობა საპენსიო საკითხების შემთხვევაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ საქმე ეხება მარტივ საკითხს, გირჩევთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ.

ხელმოწერისა და ასლების დამოწმების და საკონსულო ცნობების გადასახადები

ხელმოწერის დამოწმება: 56,43 ევროდან 79,57 ევრომდე

დოკუმენტის საელჩოს მიერ დამზადებული ასლის დამოწმება (გვერდების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა): 25,72 ევრო

საკონსულო ცნობა: 34,07 ევროდან 70,33 ევრომდე

თანხის გადახდა შესაძლებელია ლარში ნაღდი ანგარიშსწორებით არსებული გაცვლითი კურსით. საკრედიტო ბარათით გადახდა არ არის შესაძლებელი.

აპოსტილი

საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არიან „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი-სახელმწიფოები (ფედერალური კანონების ბიულეტენი 1965 II, გვ. 876), რომელიც ორივე ქვეყნისთვის ძალაში შევიდა 2010 წლის თებერვალში. ამ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე უქმდება დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნა.

ლეგალიზაცია იცვლება აპოსტილით დამოწმებით.

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ხდება იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელმაც გასცა ეს დოკუმენტი. აპოსტილის აღნიშვნა კეთდება უშუალოდ დოკუმენტზე, ან მასზე მიმაგრებულ სპეციალურ ფურცელზე. აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, შესაბამის შემთხვევებში ამ დოკუმენტზე დატანილი ბეჭდის, ან შტამპის აუთენტურობის დამოწმებას. აპოსტილით დამოწმებას აწარმოებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, რომელმაც გასცა ეს დოკუმენტი.

იმისათვის, რომ ქართული ოფიციალური დოკუმენტების ნამდვილობა ცნონ გერმანიაში, ისინი უნდა დამოწმდეს აპოსტილით საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ. იმის მიხედვით, თუ რა სახისაა ესა თუ ის დოკუმენტი, განისაზღვრება, თუ რომელ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა მოხდეს მისი აპოსტილით დამოწმება:

* სამოქალაქო მდგომარეობის დამადასტურებელი მოწმობების აპოსტილით დამოწმებას აწარმოებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

* სასამართლო გადაწყვეტილებების აპოსტილით დამოწმებას აწარმოებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

* სკოლის ატესტატებისა და უნივერსიტეტის დიპლომების აპოსტილით დამოწმებას აწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მას შემდეგ, რაც მოხდება ამა თუ იმ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, შესაძლებელია მისი გამოყენება გერმანიის სამართლებრივ სივრცეში.


გვერდის დასაწყისში გადასვლა