Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანია ხსნის სამუშაო ბაზარს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სპეციალისტებისათვის

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, © colourbox.de
2020 წლის 1 მარტს ძალაში შედის სპეციალისტთა იმიგრაციის ახალი რეგულაციები. ახალი კანონი კვალიფიციურ პერსონალს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან აძლევს გერმანიაში სამუშაოდ ჩამოსვლის დამატებით შესაძლებლობას.
ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის წინაპირობას კვლავაც წარმოადგენს ოფიციალური უწყებების მიერ პროფესიული კვალიფკაციის აღიარება. ინფორმაციას ამ პროცედურის შესახებ სხვადასხვა ენაზე იხილავთ ვებ-გვერდზე http://www.anerkennung-in-deutschland.de/. დაინტერესებულმა სპეციალისტებმა დროულიად უნდა დაიწყონ კვალიფიკაციის აღიარების პროცედურა. ეს შესაძლებელია კანონის ძალაში შესვლამდეც.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: ხშირად დასმული კითხვები გერმანიაში სპეციალისტთა იმიგრაციასთან დაკავშირებით