ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
საელჩო ეხმარება შშმ პირებს და ცდილობს, შენობის სპეციფიკის ფარგლებში გაუადვილოს მათ საელჩოში შესვლა.
სამწუხაროდ შენობის მოცემულობიდან გამომდინარე ამჟამად საელჩოში უბარიეროდ შესვლის საშუალება შეზღუდულია და მხოლოდ წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში არის შესაძლებელი.
შენობა არ არის ადაპტირებული უსინათლო ან დაქვეითებული მხედველობის მქონე პირთათვის.