Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ევროკავშირში შესვლის დროებითი შეზღუდვები

19.03.2020 - სტატია

გერმანიის საელჩო იუწყება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გერმანიამ გაითვალისწინა ევროკომისიის რეკომედნაცია და 2020 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა  ევროკავშირის არაწევრი ქყვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრთა შესვლის აკრძალვა.

ამ აკრძალვას არ ექვემდებარებიან:

  1. ევროკავშირის, შენგენის ასოცირებული ქვეყნების (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია) და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ბრუნდებიან მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე,
  2. სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ბინადრობის უფლება (ეროვნული ვიზის ჩათვლით) და რომლებიც ბრუნდებიან მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე,
  3. სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ფუნქცია ან საჭიროება (ე.წ.„essential functions or needs“). გადაწყვეტილების თანახმად მათ შორის იგულისხმება:
  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი და მკვლევარები, პრაქტიკოსი ექთნების სპეციალობები,
  • საზღვარზე მოძრავი პირები, სატვირთო გადაზიდვებისა და სხვა საჭირო დარგების პერსონალი (მაგ. საჰაერო ეკიპაჟი),
  • დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, სამხედრო პერსონალი, ჰუმანიტარული დახმარების პერსონალი, თუ ისინი მათ პროფესიულ საქმიანობას ასრულებენ,
  • ტრანზიტული მგზავრები (ასევე ისინიც, ვისაც საკონსულო დახმარების ფარგლებში სამშობლოში აბრუნებენ),
  • მგზავრები, რომლებიც გადაუდებელი ოჯახური მიზეზებიდან გამომდინარე მგზავრობენ,
  • პირები, რომლებსაც ესაჭიროება საერთაშორისო დაცვა, ან დაცვა სხვა ჰუმანიტარული მიზეზით.

2020 წლის 1 ივლისიდან გამონაკლისებს დაექვემდებარებიან ასევე შემდეგი კატეგორიის მგზავრები:

  • ევროკავშირის, შენგენის ასოცირებული ქვეყნების (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია) და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, მიუხედავად იმისა, ბრუნდებიან თუ არია ისინი თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე,
  • ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლისთვის ჩამოდიან
  • კვალიფიციური სპეციალისტები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით აუცილებელია და მათი სამუშოს გადადება ან უცხოეთიდან განხორციელება შეუძლებელია.
გვერდის დასაწყისში გადასვლა