Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
მითითებები ვებ-გვერდის მოხმარებასთან დაკავშირებით
მითითებები ვებ-გვერდის მოხმარებასთან დაკავშირებით
1. თანხმობა / ვებ-გვერდის გამოქვეყნება
ამ ვებ-გვერდის მოხმარების შედეგად მომხმარებელი აცხადებს, რომ ეთანხმება ვებ-გვერდის მოხმარების ქოვემოთ მოცემულ პირობებს.
გამომცემელს ნებისმიერ დროს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ და წინასწარი განცხადების გარეშე შეცვალოს, დაამუშავოს, შეკვეცოს, შეავსოს და/ან წაშალოს ვებ-გვერდი ან შეაჩეროს მისი მუშაობა.
ვებ-გვერდის მოხმარება ექვემდებარება გერმანიის კანონმდებლობას.
2. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
მომხმარებელი თავად არის პასუხსიმგებელი ვებ-გვერდის მოხმარებაზე. გამომცემელი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ ვებ-გვერდზე შესვლასთან და/ან მის გამოყენებასთან, გარდა იმ ზიანისა, რომელიც გამომცემელმა განზრად ან უხეში დაუდევრობით გამოიწვია.
3. საავტორო უფლება
ამ ვებ-გვერდზე არსებული მასალა, განსაკუთრებით ტექსტები, ფოტოები და ყველა მულტიმედიური ელემენტი და ინფორმაცია, დაცულია საავტორო უფლებით. ვებ-გვერდის მასალაზე ყველა უფლება დაცულია.
4. ვებ-გვერდის მასალის შემოწმება
a) საკუთარი მასალა
ამ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა მასალა გულდასმით არის შემოწმებული. მიუხედავად ამისა არ არის გამორიცხული შეცდომები. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ამ მასალის სრულყოფილებაზე, სისწორესა და აქტუალობაზე. შესაძლო სამართლებრივი მითითებები, რჩევება და ინფორმაცია არ არის იურიდიული ძალის მქონე; იურიდული კონსულტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაიმართება. თუ ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალა შეიცავს სამართლებრივ დებულებებს, ოფიციალურ მითითებებს ან ოფიციალურ ინფორმაციას, მაშინ ისინი კეთილსინდისიერად და შეძლებისდაგვარად მაქსიმალური სიზუსტით არის წარმოდგენილი. უზუსტობის შემთხვევაში ძალაშია მხოლოდ აქტუალური ოფიციალური ვერსია, რომელიც გამოქვეყნებულია შესაბამისი ორგანოს მიერ.
b) სხვა წყაროების ინფორმაცია
იმ წყაროების ბმულები, რომლებიც არ ეკუთვნის გამომცემელს, კეთილსინდისიერად და მაქსიმალური დაკვირვებით არის შერჩეული. ბმულების გამოქვეყნების მომენტში მათში არ აღინიშნებოდა კანონსაწინააღმდეგო მასალა/შინაარსი. გამომცემელი თავისად არ მიიჩნევს მის ვებ-გვერდზე არსებულ სხვა წყაროების ბმულებს და არ აქვს პრეტენზია მათში არსებულ მასალაზე. იგი არ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას ბმულების მეშვეობით მითითებულ ვებ-გვერდებზე განთავსებული მასალის სისრულესა და კორექტულობაზე და მას არ აქვს რაიმე სახის გავლენა ბმულების მეშვეობით მითითებული მასალის განახლებაზე. კანონსაწინააღმდეგო, არასწორ ან არასრულ მასალაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ბმულის მეშვეობით მითითებული მასალის მფლობელი. ზემოხსენებული ვრცელდება ასევე მესამე მხარის მასალაზე, რომელიც ტექნიკურად ინტეგრირებულია ვებ-გვერდზე და ეს შესაბამისად არის მითითებული.
იმ შემთხვევაში, თუ სხვა წყაროების რუკები მიბმულია ვებ-გვერდზე, გამომცემელი თავისად არ მიიჩნევს მასში არსებულ მონაცემებს (აღნიშვნებს, საზღვრის აღმნიშვნელ ზოლებს და ა.შ). ამ მონაცემების სისწორეზე იგი არ იძლევა გარანტიას.
c) შეტყობინება უზუსტობასთან დაკავშირებთ
ვებ-გვერდის რედაქცია მიმართავს ინტერნეტის მომხმარებელს თხოვნით, გვაცნობოს იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე არსებული მასალა ან სხვა წყაროების ბმულები პრეტენზიის მიზეზი გახდება. გთხოვთ, ასევე გვაცნობოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მასალა შეცდომით, არასრულად ან გაუგბრად არის მოცემული ან მოძველებულია. ამისათვის გთხოვთ გამოიყენოთ საკონტაქტო ფორმა.
5. მონაცემთა დაცვა
პერსონალურ მონაცემათა შეგროვებას, დამუშავებასა და გამოყენებას გამომცემელი ახორციელებს მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისად.