Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
აქ იხილავთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე და ასევე სხვა სასარგებლო ინფორმაციას
იხილეთ მეტი
შეიძლება თქვენს კითხვაზე პასუხი აქ მოიძიოთ. გთხოვთ, ყურადღებით გადახედოთ მოცემულ ინფორმაციას, სანამ პირადად დაუკავშირდებით საელჩოს. დიდი მადლობა!
შესაძლოა თქვენს კითხვაზე პასუხი აქ იპოვოთ:
აქ იხილავთ ევროკავშირის №2016/679 დადგენილების (ძირითადი დადგენილება მონაცემთა დაცვის შესახებ) მე-13 და მე-14 მუხლების საფუძველზე შედგენილ ინფორმაციას
ხშირად დასმული კითხვები სავიზო პროცედურისას მონაცემთა დაცვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებით
On the following page, you may find Information regarding your visa application in English.
მოკლე ინფორმაცია მნიშვნელოვანი პუნქტების შესახებ:
აქამდე ნებაყოფლობით არსებული გასაჩივრების პროცედურა 2025 წლის პირველი ივლისიდან ყველგან უქმდება იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი განაცხადის დამუშავება და ვიზის მიღების მოლოდინის დროის შემცირება.
თუ თქვენ 2025 წლის პირველი ივლისიდან უარს მიიღებთ ვიზაზე, არ გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება საელჩოში/საკონსულოში. საელჩო/საკონსულო ასეთ გასაჩივრებას აღარ დაამუშავებს.
თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება ბერლინის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში სარჩელის შეტანით. სარჩელი უნდა შეიტანოთ გერმანულ ენაზე და გადაიხადოთ სასამართლო ხარჯები.
ისევე, როგორც ადრე ახლაც მნიშვნელოვანი არის, რომ მოთხოვნილი საბუთები თავიდანვე სრულყოფილი სახით ჩააბაროთ, რითაც შეამცირებთ უარის მიღების რისკს. თუ სავიზო განყოფილება მოგთხოვთ დამატებით საბუთებს, დროულად ჩააბარეთ ისინი.
რა თქმა უნდა უარის შემდეგაც ყოველთვის გაქვთ საშუალება, შეიტანოთ ახალი განაცხადი ვიზაზე.