Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
შენგენის ვიზა
მოკლევადიანი ვიზიტებისთვის 90 დღემდე
შენგენის ვიზა შესაძლებლობას გაძლევთ, მაქსიმუმ 90 დღემდე ვადით (წელიწადში 180 დღე) იმყოფებოდეთ შენგენის ზონაში.
ჩვენ, როგორც გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში, გავცემთ შენგენის ვიზას, თუ გამგზავრების მთავარი დანიშნულების ადგილია გერმანია. ჩვენ ასევე გავცემთ შენგენის ვიზას, თუ გამგზავრების მთავარი დანიშნულების ადგილია პორტუგალია ან ფინეთი.
განაცხადის მომზადება
მოამზადეთ თქვენი განაცხადი შემდეგ სამ ეტაპად:
- გთხოვთ შეავსოთ ვიზის განაცხადის ანკეტა. თქვენ შეგიძლიათ ან ჩამოტვირთოთ საგანაცხადო ანკეტა ან ელექტრონულად შეავსოთ იგი VIDEX-ის ვებ-გვერდზე.
- გთხოვთ, შეაგროვოთ განაცხადისთვის საჭირო საბუთები. საბუთების არასრულად წარმოდგენა შეიძლება გახდეს ვიზაზე უარის თქმის მიზეზი. სინფორმაციო ფურცლებში მოცემულია საჭირო საბუთების ჩამონათვალი ვიზიტის მიზნის შესაბამისად:
საინფორმაციო ფურცელი № C1: კერძო ვიზიტები და ტურიზმი
საინფორმაციო ფურცელი № C2: საქმიანი ვიზიტი, გამოფენა-ბაზრობებზე დასწრება, პრაქტიკა და მკურნალობა - დაჯავშნეთ საელჩოში ვიზიტი განცახადის შემოტანის მიზნით. განაცხადი შეგიძლიათ შემოიტანოთ დაგეგმილ გამგზავრებამდე მაქსიმუმ სამი თვით ადრე. შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ პირდაპირ ჩაეწეროთ ვიზიტზე განაცხადის შემოსატანად:
მნიშვნელოვანი მითითება:
გთხოვთ, მოთხოვნის გარეშე არ გადმოაგზავნოთ საბუთები ვიზების განყოფილებაში - განსაკუთრებით განაცხადის შემოტანამდე. აქ არ მოხდება ასეთი საბუთების შენახვა და/ან სორტირება. გთხოვთ, საბუთები ყოველთვის სრულყოფილად მოიტანოთ პირდაპირ განაცხადის შემოტანისას.
განაცხადის შეტანა
განაცხადის შემოტანისათვის გთხოვთ შეთანხმებულ დროს პირადად მობრძანდეთ საელჩოს ვიზების განყოფილებაში. ამ ვიზიტის დროს თქვენ ჩააბარებთ ყველა საგანაცხადო საბუთს, გადაიხდით ვიზის გადასახადს და უპასუხებთ დასმულ შეკითხვებს დაგეგმილ მგზავრობასთან დაკავშირებით. იქ ასევე გადაიღებენ თქვენს ფოტოს და აიღებენ თქვენი თითების ანაბეჭდებს.
განაცხადის განხილვა
გერმანიის საელჩო განიხილავს თქვენს განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას. იგი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი განაცხადი სამართლებრივ წინაპირობებს. როგორც წესი განხილვა გრძელდება ხუთიდან ათ სამუშაო დღემდე. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ იმ გარემოებას, რომ განხილვის პროცესის განმვალობაში ვერ გავცემთ ინფორმაციას საქმის მდგომარეობის შესახებ. განხილვის შემდეგ კი ვუპასუხებთ მხოლოდ თავად განმცხადებლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან წერილობით მინდობილი პირის შეკითხვებს.
პასპორტის დაბრუნება
როგორც კი საელჩო მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს განაცხადდთან დაკავშირებით, თქვენ შეძლებთ პასპორტის გატანას ვიზების განყოფლიების მიერ თქვენთვის დასახელებულ დროს. როგორც წესი, თქვენი პასპორტი პირადად უნდა გაიტანოთ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში გთხოვთ, გამოატანოთ მას თქვენი წერილობითი მინდობილობა.
თუ უარი გეთქვათ ვიზის გაცემაზე, ამას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი. ამ მიზეზს ჩვენ დაგისახელებთ უარის წერილში, რომელიც გადმოგეცემათ. განმარტებებს ამ მიზეზებთან დაკავშირებით იხილავთ ხშირად დასმული კითხვების გვედზე.
თქვენ ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ახალი განაცხადის შემოტანა, რომელიც იქნება სრულყოფილი, დამაჯერებელი და დაექვემდებარება გადამოწმებას.
კეთილი მგზავრობა! მითითებები ვიზის მფლობელებისთვის
თუ პასპორტში ჩაკრულ ვიზაზე აღნიშნული ყველა თქვენი მონაცემი სწორად არის მითითებული, მაშინ შეგიძლიათ გაემგზავროთ. გთხოვთ, ეს მონაცემები მაშინვე გადაამოწმოთ, როდესაც პასპორტს გადმოგცემენ. შეცდომის შემთხვევაში, დაუყოვნებლოვ გვაცნობეთ, რათა შევძლოთ თქვენთვის ახალი ვიზის გაცემა.
ვიზაზე მითითებულია თქვენი სრული სახელი და გვარი, თქვენი პასპორტის ნომერი და თქვენი ფოტო, ასევე ვიზის მოქმედების ვადა. ეს არის ის პერიოდი, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ მოგზაურობა. გარდა ამისა, ვიზაზე ნახავთ ქვეყანაში ყოფნის დღეების რაოდენობას. ეს არის იმ დღეების მაქსიმალური რაოდენობა, როდესაც გაქვთ უფლობა იყოთ შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის მოქმედების პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვსურს თქვენი მოგზაურობის დროს მოგცეთ გარკვეული მოქნილი გრაფიკის შესაძლებლობა: თქვენ რომ შეძლოთ გამგზავრების თარიღის გარკვეული დროით გადაწევა, ვიზის მოქმედების ვადა როგორც წესი 15 დღით მეტია, ვიდრე შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნის შესაძლო რაოდენობა.
შენგენის ვიზის გაცემა არ ნიშნავს ქვეყანაში შესვლის გარანტიას. საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით იღებს საზღვრის დაცვის პოლიცია საზღვრის გადაკვეთისას აუცილებელი შემოწმების დროს. შესაძლებელია, რომ სასაზღვრო კონტროლის დროს პასპორტთან და მოქმედ ვიზასთან ერთად თქვენ ასევე მოგთხოვონ იმ საბუთების ჩვენება, რომლებიც ასახავს თქვენ ფინანსურ მდომარეობას, ვიზიტის მიზანსა და ხანგრძლივობას და ასევე სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის მონაცემებს. აქედან გამომდინარე, მოგზაურობის დროს თან იქონიეთ თქვენი სავიზო განაცხადის საბუთების ერთი ეგზემპლარი (მათ შორის მოწვევა გერმანიიდან, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა და სხვა).