Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № C1: ტურიზმი და კერძო ვიზიტები
ზოგადი ინფორმაცია
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული ან ინგლისური თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ინფორმაცია მოკლევადიანი ვიზის (90 დღეზე ნაკლები ვადით) მიღების პირობების შესახებ იხილეთ საინფორმაციო ფურცელში № C2.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
გერმანულად ან ინგლისურად სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი საგანაცხადო ანკეტა პირადად ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;
სამოგზაურო პასპორტი (რომელიც გაცემულია ბოლო ათი წლის განმავლობაში და ძალაშია დაგეგმილი გამგზავრების თარიღიდან კიდევ მინიმუმ ექვსი თვე და რომელსაც აქვს მინიმუმ ორი თავისუფალი გვერდი) და მისი სურათიანი გვერდის ასლი;
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ძალაშია შენგენის ზონიდან დაგეგმილი გასვლის თარიღიდან კიდევ მინიმუმ სამი თვის განმავლობაში;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
საჭიროების შემთხვევაში შენგენის ადრინდელი ვიზების ასლები;
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა, რომელიც მოიცავს შენგენის ზონაში ყოფნის მთელ პერიოდს ჩასვლისა და წამოსვლის დღეების ჩათვლით (ანაზღაურების მინიმალური თანხა 30 ათასი ევრო შენგენის მთელ ზონაში);
ოჯახური/სოციალური სიტუაციის დამადასტურებელი საბუთი: შესაბამის შემთხვევაში ქორწინების მოწმობა, განქორწინების ან გარდაცვალების მოწმობა, მცირეწლოვანი შვილები დაბადების მოწმობები ან სხვა;
ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი:
დამსაქმებლის მიერ გაცემული საბუთი, სადაც მითითებულია თვიური შემოსავალი, ასევე ხელფასის გადარიცხვის საბუთი (ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი ან საშემოსავლო საბუთი);
ბიზნესმენებისთვის: ამონაწერი ფირმის რეგისტრაციის შესახებ, შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი (ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი ან საშემოსავლო საბუთი);
სტუდენტებისთვის: სწავლის დამადასტურებელი საბუთი, მშობლების/ვალდებულებების ამღები პირის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ვალდებულებების აღების თაობაზე ცნობით სამუშაო ადგილიდან და შემოსავლების დამადასტურებელი საბუთით (ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი ან საშემოსავლო საბუთი), ასევე დაბადების მოწმობა;
არსებობის შემთხვევაში: უძრავი ქონების ფლობისა და მისგან მიღებული შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი;
არსებობის შემთხვევაში სხვა საბუთები.
ტურისტული მიზნით მგზავრობისათვის:
საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერი) შენგენის ზონაში ყოფნის მთელი პერიოდისთვის;
სასტუმროსა და თვითმფრინავის ბილეთის დადასტურებული რეზერვაცია (თვითმფრინავის ბილეთი არ არის საჭირო);
თუ პირველად მიემგზავრებით შენგენის ზონის ქვეყნებში: წერილი, რომელშიც აღწერთ მიზანს და დაგეგმილი მოგზაურობის მარშრუტს, ასევე თქვენს პირად სიტუაცია.
სტუმრად ჩასვლის მიზნით მგზავრობისთვის:
არსებობის შემთხვევაში: მიმწვევ პირსა და მგზავრს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (მაგ.: დაბადების მოწმობა);
მიმწვევი პირის პასპორტისა და, არსებობის შემთხვევაში, მისი ქვეყანაში ყოფნის უფლების ასლი;
თუ გერმანიაში ვინმესთან სტუმრობას გეგმავთ:
ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ განცხადება (förmliche Verpflichtungserklärung) ან წერილობითი მოწვევა;
თუ Verpflichtungserklärung-ის გარეშე გინდათ მგზავრობა: საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან) შენგენის ზონაში ყოფნის მთელი პერიოდისთვის; თანხის ნახევარი, თუ საცხოვრებელი უფასოდ გექნებათ, რაც დადასტურებული უნდა იყოს წერილობით მოწვევაში;
თუ ვინმესთან სტუმრობას გეგმავთ ფინეთსა და პორტუგალიაში:
წერილობითი მოწვევა ოფიციალური გზით დამოწმებული ხელმოწერით და მიმწვევი პირის მიერ ხარჯების საკუთარ თავზე აღების თანხმობის შესახებ განცხადება;
ხარჯების საკუთარ თავზე აღების თანხმობის შესახებ განცხადების გარეშე მგზავრობისას: საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან) შენგენის ზონაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობისათვის. თანხის ნახევარი, თუ საცხოვრებელი უფასოდ გექნებათ, რაც დადასტურებული უნდა იყოს წერილობით მოწვევაში);
არასრულწლოვანი განმცხადებლებისთვის:
განაცხადის შემოტანისას სავიზო განყოფილებაში უნდა გამოცხადდნენ როგორც არასრულწლოვანი განმცხადებელი, ასევე მისი მშობლები/მეურვეები თავიანთ პასპორტებთან/პირადობის მოწმობებთან ერთად;
აუცილებელია არასრულწლოვანი განმცხადებლის დაბადების მოწმობის წარდგენა;
თუ არასრულწლოვანი განმცხადებელი სწავლობს სკოლაში, აუცილებელია სკოლის აქტუალური ცნობისა და, საჭიროების შემთხვევაში, გაკვეთილებიდან განთავისუფლების დასტურის წარმოდგენა.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ორ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა.
გთხოვთ, საბუთები შემდეგი თანმიმდევრობით დააწყოთ:
პირველ კომპლექტში: ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტების ასლებთან ერთად მოცემული თანმიმდევრობით;
მეორე კომპლექტში: ყველა ორიგინალი საბუთი მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება დაახლოებით 3-5 სამუშაო დღე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
სავიზო განყოფილებაში მოთხოვნის გარეშე ფაქსით ან მეილით გამოგზავნილი საბუთები ვერ იქნება გათვალისწინებული.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 90 ევროს (18 წლამდე - 45 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება საფასურის შემცირების ბილატერალური შეთანხმებები.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.