Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
საინფორმაციო ფურცელი № C2: საქმიანი ვიზიტი, ბაზრობებზე დასწრება, პრაქტიკა და მკურნალობა
ზოგადი ინფორმაცია
ყველა საბუთი უნდა შემოიტანოთ ორიგინალში ერთ ასლთან ერთად. უცხოენოვან საბუთებს თან უნდა დაურთოთ გერმანული ან ინგლისური თარგმანი. უცხოური საბუთები მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ (მაგ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.) აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით. იგივე სახის ქართულ საბუთებს უნდა ჰქონდეს აპოსტილი.
ინფორმაცია მოკლევადიანი ვიზის (90 დღეზე ნაკლები ვადით) მიღების პირობების შესახებ იხილეთ საინფორმაციო ფურცელში № C1.
ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
გერმანულად ან ინგლისურად სრულყოფილად შევსებული და პირადად ხელმოწერილი საგანაცხადო ანკეტა პირადად ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ამავე კანონის 53-ე მუხლიდან გამომდინარე;
სამოგზაურო პასპორტი (რომელიც გაცემულია ბოლო ათი წლის განმავლობაში და ძალაშია დაგეგმილი გამგზავრების თარიღიდან კიდევ მინიმუმ ექვსი თვე და რომელსაც აქვს მინიმუმ ორი თავისუფალი გვერდი) და მისი სურათიანი გვერდის ასლი;
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე: საქართველოში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ძალაშია შენგენის ზონიდან დაგეგმილი გასვლის თარიღიდან კიდევ მინიმუმ სამი თვის განმავლობაში;
ერთი ბიომეტრიული ფოტოსურათი (ცალკე დაურთეთ განაცხადს);
საჭიროების შემთხვევაში შენგენის ადრინდელი ვიზების ასლები;
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა, რომელიც მოიცავს შენგენის ზონაში ყოფნის მთელ პერიოდს ჩასვლისა და წამოსვლის დღეების ჩათვლით (ანაზღაურების მინიმალური თანხა 30 ათასი ევრო შენგენის მთელ ზონაში);
ოჯახური/სოციალური სიტუაციის დამადასტურებელი საბუთი: შესაბამის შემთხვევაში ქორწინების მოწმობა, განქორწინების ან გარდაცვალების მოწმობა, მცირეწლოვანი შვილები დაბადების მოწმობები ან სხვა;
ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი:
დამსაქმებლის მიერ გაცემული საბუთი, სადაც მითითებულია თვიური შემოსავალი, ასევე ხელფასის გადარიცხვის საბუთი (ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი ან საშემოსავლო საბუთი);
ბიზნესმენებისთვის: ამონაწერი ფირმის რეგისტრაციის შესახებ, შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი (ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი ან საშემოსავლო საბუთი);
სტუდენტებისთვის: სწავლის დამადასტურებელი საბუთი, მშობლების/ვალდებულებების ამღები პირის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ვალდებულებების აღების თაობაზე ცნობით სამუშაო ადგილიდან და შემოსავლების დამადასტურებელი საბუთით (ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი ან საშემოსავლო საბუთი), ასევე დაბადების მოწმობა;
არსებობის შემთხვევაში: უძრავი ქონების ფლობისა და მისგან მიღებული შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი;
არსებობის შემთხვევაში სხვა საბუთები.
საქმიანი ვიზიტებისა და ბაზრობებზე დასწრებისათვის:
გერმანული ფირმის მოწვევა შემდეგი მონაცემებით:
იმ ქართული ფირმის დასახელება, მუშაობის სფერო და მისამართი, რომელშიც მიწვეული პირი მუშაობს;
მიწვეული პირის სამსახურეობრივი თანამდებობა;
ზუსტი მონაცემები მოგზაურობის მიზნისა და ხანგრძლივობის შესახებ.
მიმწვევი ფირმის განცხადება ხარჯების საკუთარ თავზე აღების შესახებ (უცხოელ მოქალაქეთა სტატუსის შესახებ გერმანიის კანონის 66-68-ე მუხლების შესაბამისად) ფირმის რეგისტრაციის აქტუალური ამონაწერთან ერთად ან
თუ სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯებს თავის თავზე იღებს ქართველი დამსაქმებელი: დამსაქმებლის წერილობითი განცხადება ხარჯების საკუთარ თავზე აღების შესახებ და ფინანსური სახსრების არსებობის დასტური, ან
თუ სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯებს თავის თავზე იღებს განმცხადებელი: თანხა საკუთარ საბანკო ანგარიშზე ;
თუ მოსაწვევის ორიგინალს ვერ წარადგენთ: მოსაწვევი პირდაპირ ელ. ფოსტით სავიზო განყოფილებაში უნდა გამოაგზავნოს მიმწვევმა გერმანულმა ფირმამ (მხოლოდ ამ მისამართზე: visa@tifl.diplo.de);
ბაზრობებზე დასწრების მსურველებმა გერმანული ფირმის მიწვევის მაგივრად უნდა წარმოადგინონ ბაზრობაზე შესასვლელი ბილეთი ან ბაზრობის ორგანიზატორი ფირმის წერილობითი მოსაწვევი;
სასტუმროსა და ავიაბილეთის დადასტურებული ჯავშნები (ავიაბილეთის წარდგენა არ არის საჭირო);
თუ პირველად შემოგაქვთ განაცხადი შენგენის ვიზაზე: განცხადება, რომელშიც აღწერილია მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და თქვენი პირადი სიტუაცია.
პრაქტიკის გავლისათვის:
ხელშეკრულება პრაქტიკის გავლის თაობაზე და არსებობის შემთხვევაში დაფინანსების, საცხოვრებელი და/ან საკვების ხარჯების გადახდის დასტური იმ საწარმოდან, სადაც უნდა გაიაროთ პრაქტიკა;
სასტუმროსა და ავიაბილეთის დადასტურებული ჯავშნები (ავიაბილეთის წარდგენა არ არის საჭირო);
თუ პირველად შემოგაქვთ განაცხადი შენგენის ვიზაზე: განცხადება, რომელშიც აღწერილია მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და თქვენი პირადი სიტუაცია სამომავლო გეგმები საქართველოში.
მკურნალობისთვის:
გერმანული/გერმანელი საავადმყოფოს/ექიმის წერილობითი მიწვევა შემდეგი მონაცემებით:
საავადმყოფოს/მკურნალი ექიმის სახელი და მისამართი;
ვიზიტის მიზანი (გამოკვლევა, მკურნალობა [სტაციონარული თუ ამბულატორიული?], ოპერაცია);
ოპერაციის თარიღი და ვიზიტის სავარაუდო ხანგრძლივობა;
მკურნალობის მთლიანი სავარაუდო ხარჯები დადასტურებით, რომ ხარჯების საკითხი გარკვეულია ან წინასწარ უკვე გადახდილია თანხის ნაწილი;
თანმხლებ პირთათვის: თანმხლები პირის სახელი და გვარი და იმის დადასტურება, რომ თანმხლები პირის წასვლა სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია;
დამაჯერებელი დასტური ფინანსური (თანხის გადახდის) შესაძლებლობის შესახებ (საბანკო ამონაწერები და სხვა) ან
ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ განცხადება (förmliche Verpflichtungserklärung) - სამოგზაურო მიზანი „მკურნალობა/თანმხლები პირი მკურნალობისას“;
არსებობის შემთხვევაში: ამბულატორიული მკურნალობისას საცხოვრებლის არსებობის დადასტურება (სასტუმროს დადასტურებული ჯავშანი, წერილობითი მიწვევა და სხვა);
ავიაბილეთის დადასტურებული ჯავშანი;
მხოლოდ თანმხლები პირისთვის: სხვა საბუთები საინფორმაციო ფურცლის № C1 მიხედვით.
არასრულწლოვანი განმცხადებლებისთვის:
განაცხადის შემოტანისას სავიზო განყოფილებაში უნდა გამოცხადდნენ როგორც არასრულწლოვანი განმცხადებელი, ასევე მისი მშობლები/მეურვეები თავიანთ პასპორტებთან/პირადობის მოწმობებთან ერთად;
აუცილებელია არასრულწლოვანი განმცხადებლის დაბადების მოწმობის წარდგენა;
თუ არასრულწლოვანი განმცხადებელი სწავლობს სკოლაში, აუცილებელია სკოლის აქტუალური ცნობისა და, საჭიროების შემთხვევაში, გაკვეთილებიდან განთავისუფლების დასტურის წარმოდგენა.
გთხოვთ, ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინოთ ზემოთ მოცემული თანმიმდევრობით ორ კომპლექტად და შესაბამისი საბუთის წინ არსებულ პატარა ოთხკუთხედში მოხაზოთ, რომ შეგიძლიათ იქ მითითებული საბუთის წარმოდგენა.
გთხოვთ, საბუთები შემდეგი თანმიმდევრობით დააწყოთ:
პირველ კომპლექტში: ანკეტა და განცხადება ყველა სხვა დოკუმენტების ასლებთან ერთად მოცემული თანმიმდევრობით;
მეორე კომპლექტში: ყველა ორიგინალი საბუთი მოცემული თანმიმდევრობით.
მნიშვნელოვანი მითითებები:
განაცხადის შემოტანისას ან განაცხადის განხილვისას შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი საბუთები, რომლებიც აქ არ არის მითითებული.
განაცხადის განხილვას როგორც წესი სჭირდება დაახლოებით 3-5 სამუშაო დღე, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.
სავიზო განყოფილებაში მოთხოვნის გარეშე ფაქსით ან მეილით გამოგზავნილი საბუთები ვერ იქნება გათვალისწინებული.
გთხოვთ, არ მოგვმართოთ შეკითხვებით ჩაბარებული სავიზო განაცხადის განხილვის პროცესში. მონაცემთა დაცვის სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ ვერ გავცემთ ტელეფონით ინფორმაციას სავიზო განაცხადების განხილვის შესახებ.
თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარმოდგენა არ არის საჭირო სავიზო განაცხადის შემოტანისას. გთხოვთ, ბილეთი დაჯავშნოთ მხოლოდ ვიზის მიღების შემდეგ.
სავიზო განაცხადის შემოტანის საფასური შეადგენს 90 ევროს (18 წლამდე - 45 ევროს) და გადახდილ უნდა იქნეს განაცხადის შემოტანისას იმ დღეს არსებული აქტუალური კურსით ლარში. საფასურის გადახდა სხვა ვალუტაში ან სადებეტო/საკრედიტო ბარათებით შეუძლებელია. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება საფასურის შემცირების ბილატერალური შეთანხმებები.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები სრულყოფილი სახით წარმოადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, თქვენი სავიზო განაცხადი უარყოფილ იქნეს.