Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის საელჩოს მცირე პროექტები

სოციალური საწარმო ბაბალე

სოციალური საწარმო "ბაბალე"  © გერმანიის საელჩო

26.10.2023 - სტატია

ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე პროექტების მეშვეობით გერმანიის საელჩო ეხმარება საქართველოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

გერმანიის საელჩოს 2026  წლის მცირე პროექტების დაფინანსებაზე განაცხადების მიღების ვადა აქ გამოაქვეყნდება
 

რა არის მცირე პროექტი?
 

ეს არის ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების (სახელმწიფო ან კერძო) დამოუკიდებელი პროექტები, რომელთა განხორციელებაც გერმანიის საელჩოს ფინანსური დახმარებით იქნება შესაძლებელი. ეს უნდა იყოს ერთჯერადად დასრულებადი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ზემოაღნიშნულ მიზნობრივ ჯგუფებზე. საელჩოს წელიწადში შეუძლია დაახლოებით ექვსი მცირე პროექტის დაფინანსება.

რა სახის პროექტები ფინანსდება?
 

განმცხადებლებისთვის ჩვენ შევადგინეთ მითითებები შემდეგ დოკუმენტში. გთხოვთ განაცხადის შემოტანამდე ყურადღებით გაეცნოთ მცირე პროექტების ხელშეწყობის კრიტერიუმებს.

კრიტერიუმები
 

განაცხადების შემოტანა
 

ქვემოთ მოცემული ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განაცხადის  ფორმა ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა, ეროვნულ ვალუტაში (ლარი) შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და განაცხადში ჩამოთვლილი სხვა დოკუმენტაცია მეილის ფორმით შემდეგ მეილზე: ez-100@tifl.auswaertiges-amt.de
 

გთხოვთ, არ გამოაგზავნოთ მეილის დანართი rar და zip ფორმატში.
 

თქვენი მეილის სათაურის გრაფაში (subject) მიუთითეთ: small grant
 

განაცხადის ორიგინალის მოტანა საელჩოში სავალდებულო არ არის.
 

Application - Small-Scale Project - English DOC / 230 KB
 

გვერდის დასაწყისში გადასვლა