Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
მნიშვნელოვანი კრიტერიუმები მცირე პროექტების დაფინანსებისთვის
მნიშვნელოვანი კრიტერიუმები მცირე პროექტების დაფინანსებისთვის
ორგანიზაცია:
პროექტის შემომტანი უნდა იყოს არასამთავრობო ან სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევა;
პროექტი:
პროექტმა რეაგირება უნდა მოახდინოს მოსახლეობის კონკრეტულ რთულ მდგომარეობაზე და გააუმჯობესოს ღარიბი მოსახლეობის ძირითადი პირობები. საპროექტო განაცხადში ახსნილი უნდა იყოს ეს პუნქტი (რა სახით შეიტანს პროექტი წვლილს ამ საქმეში).
დაფინანსება შესაძლებელია განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში: ინფრასტრუქტურა (ტრანსპორტი, წყალი, ენერგია), შემოსავლისა და კვების გაუმჯობესება (სოფლის მეურნეობა), გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და სანიტარული მოწყობილობები, სასკოლო და პროფესიული განათლება.
პროექტმა სარგებელი უნდა მოუტანოს ადამიანთა დიდ ჯგუფს;
განმცხადებელმა ორგანიზაციამ ან/და ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც სარგებელს ნახულობს პროექტის ფარგლებში, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს პროექტის განხორციელებაში, რაც არ გულისხმობს აუცილებლად ფინანსურ თანამონაწილეობას, არამედ პროექტში ჩართულობას ასევე სხვა ფორმით (მაგ. სამუშაო ძალის გამოყენება);
პროექტს უნდა ჰქონდეს მდგრადი ხასიათი, ანუ დადებითი შედეგი მოჰყვეს დასრულებიდან მინიმუმ სამი წლის განმავლობაში;
პერიოდი:
პროექტი უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე (31.12.25), ე.ი. ანგარიშსწორებაც უნდა იყოს დასრულებული;
ეს უნდა იყოს პროექტი, რომელიც ერთჯერადად დასრულდება;
დაფინანსება:
განმცხადებელ ორგანიზაციას თავად არ აქვს პროექტის მთლიანად დაფინანსების შესაძლებლობა;
გარანტირებული უნდა იყოს პროექტის სრული დაფინანსება (ე.ი. თუ სრული დაფინანსების მისაღწევად ასევე სხვა ორგანიზაციებშიც მოითხოვეთ ნაწილობრივი დაფინანსება, გარანტირებული უნდა გქონდეთ ამ დაფინანსების მიღება);
პროექტის ფარგლებში შესაძენი საქონლის შესყიდვა როგორც წესი უნდა მოხდეს საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში;
განმცხადებელს უნდა შეეძლოს შესაძლო სამომავლო ხარჯების (მაგ. მიმდინარე ხარჯები) თავად დაფინანსება ან ჰქონდეს მესამე მხარის (მაგ. გამგეობის) თანხმობა ამ ხარჯების დაფინანსებაზე.
საელჩოს გრანტი საშუალოდ შეადგენს 10.000 ევროს და შესაძლებელია მოიცავდეს მაქსიმუმ 25.000 ევროს.
ჰონორარები პროექტის მენეჯერებისათვის და ყოველთვიურად წარმოშობილი მიმდინარე ხარჯები, მაგალითად კომუნალური ხარჯები, საელჩოს გრანტის თანხებიდან არ დაფინანსდება;
განაცხადის შემოტანა:
საპროექტო განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია მეილის ფორმით ინგლისურენაზე. გთხოვთ გამოიყენოთ განაცხადის ფორმა, რომელსაც იხილავთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს განსახორციელებელი პროექტის ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც შეძლებისდაგვარად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მოსალოდნელი ხარჯები (მაგალითად მშენებლობისას: ცემენტი ...ლარი, საღებავი ...ლარი, სამუშაო ... ლარი, და არა ”მშენებლობა” ...ლარი); ხარჯები მითითებული უნდა იყოს ლარში.