Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

სამთავრობო მოლაპარაკებები და სამოქმედო არეალი

მოლაპარაკებების ხელმძღვანელების, BMZ-ის წარმომადგენლის სანტიაგო ალონსო-როდრიგესისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გუნცაძის მიერ მოლაპარაკებების ოქმის ხელმოწერა

მოლაპარაკებების ხელმძღვანელების, BMZ-ის წარმომადგენლის სანტიაგო ალონსო-როდრიგესისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გუნცაძის მიერ მოლაპარაკებების ოქმის ხელმოწერა, © საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სტატია

2021 წლის 4 ნოემბერს თბილისში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების დროს გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, რომელსაც წარმოადგენდა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო (BMZ), კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს რეფორმების კურსისა და მისი ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერა.

საქართველოსთან პირველი ორმხრივი სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობამ დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფაზე განაცხადა თანხმობა, აქედან 32 მილიონი ევრო გრანტია. საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით გერმანიის მთავარი პარტნიორის მნიშვნელობის დასტურია ასევე 2019 წლის კონსულტაციების შემდეგ დამატებითი 66 მილიონი ევროს გამოყოფის შუალედური თანხმობა და 2020 წელს რეფორმების ხელშეწყობისათვის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ გამოყოფილი დაახლოებით 270 მილიონი ევროს კრედიტი. ახლად გამოყოფილი თანხები მოხმარდება შემდეგ სფეროებს:

  • მდგრადი ურბანული განვითარება
  • განახლებადი ენერგიები და ენერგოეფექტიანობა
  • პროფესიული განათლება
  • კერძო სექტორის განვითარება და
  • კარგი მმართველობა

დახმარების ფარგლებში გამოყოფილი კრედიტები ერთი მხრივ მოხდება ენერგო სექტორის ამბიციური რეფორმის ხელშეწყობას და მეორე მხრივ კოვიდ პანდემიის ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილ თანხებს ემატება ასევე სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამოყოფილი თითქმის 76 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი. ამ თანხის უმეტესი ნაწილი ხმარდება სამხრეთ კავკასიაში დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას, რაც არის გერმანიის თვალსაჩინო ჩართულობა ამ სფეროში გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს რეფორმის კონცეფციის „BMZ 2030“ გათვალისწინებით.


გვერდის დასაწყისში გადასვლა