Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
კონკურსი გერმანულ-ქართული პროექტების მხარდასაჭერად

გოეთეს ინსტიტუტის ლოგო © Goethe-Institut
სახელოვნებო და კულტურის პროექტების საგრანტო კონკურსი გერმანულ-ქართული კულტურათაშორისი თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კონკურსში მონაწილეობისთვის ვიწვევთ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში გერმანიასთან დაკავშირებულ სახელონებო/კულტურის პროექტს განახორციელებენ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17.07.2025
პროექტის განხორციელების პერიოდი: 01.08. – 30.11.2025
დაფინანსების (გრანტის) ოდენობა თითო პროექტზე: 10.000 ევრო
პროექტები, რომლებიც შესაძლოა დაფინანსდეს:
• გერმანიასთან დაკავშირებული საერთაშორისო ან ორმხრივი სახელოვნებო/კულტურის პროექტები საქართველოში • ძირითადი თემები: o როგორ ვიცხოვროთ მომავალში? o რისი გახსენება შეგვძლია ერთად?
• ფორმატები: o რეზიდენციები ან სხვა გაცვლითი ფორმატები o გამოფენები ან პრეზენტაციის სხვა ფორმატები
• ჟანრები: o ყველა ჟანრი, გარდა მუსიკისა და კინოსი
• სამიზნე ჯგუფები: o ხელოვანები o კულტურით დაინტერესული საზოგადოება o ახალგაზრდები
ყველა ღონისძიება უნდა იყოს საჯარო და სამიზნე აუდიტორიაზე ორიენტირებული. უპირატესობა მიენიჭება პროექტებს თანამედროვე მიდგომით. ისტორიული თემები ისე უნდა იყოს დამუშავებული, რომ აქტუალურ საკითხებს დაუკავშირდეს. პროექტების დაგეგმვა და კომუნიკაცია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა მოხდეს.
გრანტის პირობები:
დაფინანსების მისაღებად ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
• განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოში არსებულ არაკომერციულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს (აა(ი)პ), მაგალითად: კულტურული ორგანიზაციები, შემოქმედებითი სივრცეები, სტუდიები, გალერეები, პერფორმანსის სივრცეები და ა.შ.
• განმცხადებელ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს, მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, წარმატებული ინოვაციური სახელოვნებო და/ან საგანმანათლებლო საქმიანობისა კულტურის სფეროში, სასურველია ინტერდისციპლინური პროექტების სახით
• გამოცდილება საერთაშორისო და/ან ორმხრივი სახელოვნებო და კულტურის სფეროში პროექტების განხორციელებაში
• განმცხადებელ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს პარტნიორული კავშირები გერმანიასთან
• განმცხადებელ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სფეროში
• განმცხადებელ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს საკმარისი ორგანიზაციული და ადმინისტრაციული რესურსი პროექტის განხორციელებისა და ანგარიშწარმოებისთვის
დაფინანსებას ვერ მიიღებენ:
• ღონისძიებები, რომლებიც ძირითადად სოციალური ხასიათისაა
• ფოლკლორული ტიპის პროგრამები
• ღონისძიებები, რომლებიც ძირითადად აკადემიურ-სამეცნიერო ხასიათს ატარებენ
• პროექტები, რომლები ეკონომიკურ და ბიზნეს საკითხებზეა ორიენტირებული
• ღონისძიებები, რომლებიც ფოკუსირებულია პოლიტიკურ თემებზე
• პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებული ან დასრულებულია
• სახელმწიფო ან ძირითადად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები
• ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები ამჟამად დასაქმებულნი არიან სამთავრობო უწყებებში ან ორგანიზაციებში
• ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები ამჟამად დასაქმებულები არიან გოეთეს ინსტიტუტში ან გერმანიის საელჩოში
კონკურსის შედეგად შეირჩევა ორი პროექტი, რომლებიც საქართველოში განხორციელდება და ადმინისტრაციულად სისრულეში მოვა 2025 წლის 1 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
პროექტის დაფინანსება მოიცავს შემდეგ ხარჯებს:
• პროექტთან უშუალოდ დაკავშირებული ხარჯები (მაგალითად: ხელოვანების ჰონორარები/მგზავრობის ხარჯები, პროექტისთვის საჭირო სივრცის ქირაობა, მასალების ხარჯები და ა.შ.)
• პროექტის ორგანიზატორთა ჰონორარები (მაგალითად: პროექტის კოორდინატორი, კურატორი, ასისტენტი და ა.შ.)
განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
• ორგანიზაციის მოკლე აღწერა და საიდენტიფიკაციო ნომერი (დაახლოებით 800 სიმბოლო)
• პროექტზე პასუხისმგებელი პირების ორგანიზაციული სქემა და საკონტაქტო ინფორმაცია
• პროექტის აღწერა (დაახლოებით 2500 სიმბოლო) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის დასაბუთება (მნიშვნელობა, კონტექსტი და ა.შ.)
შინაარსი და განხორცილების გზები
მიზნობრივი ჯგუფები
საკომუნიკაციო გეგმა (რეზიუმე)
ხარჯთაღრიცხვა
პროექტის არჩევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისი დეტალური, ყოვლისმომცველი და დასაბუთებული აღწერა. არჩევის შემდეგ მიმღებმა უნდა შეავსოს გრანტების პროგრამის დაფინანსების განაცხადი გერმნულ და ქართულ ენებზე (სპეციალური ფორმულარი). შეთანხმება დაფინანსებაზე (გრანტის ხელშეკრულება) საქართველოს გოეთეს ინსტიტუტსა და შერჩეულ ორგანიზაციას შორის პროექტის განხორციელების პერიოდისთვის გაფორმდება. პროექტის დასრულების შემდეგ მიმღებმა ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს გოეთეს ინსტიტუტს შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიში, ქვითრების ჩათვლით.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე) 17.07.2025-მდე ელ.ფოსტის მისამართზე: Programm-Tbilissi@goethe.de
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
თამთა გოჩიტაშვილი Tamta.Gochitashvili@goethe.de