Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ვაკანსია პრესის განყოფილებაში

Lupe fokussiert Stellenangebote

Lupe fokussiert Stellenangebote in einer Tageszeitung, © picture alliance / Klaus Ohlenschläger

24.02.2025 - Stellenanzeige

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში

ეძებს თანამშრომელს პრესის განყოფილებაში

ჯერჯერობით ორწლიანი დასაქმებისათვის (ნახევარ განაკვეთზე)

საქმიანობა უმთავრესად მოიცავს შემდეგს: 

  • სოციალური მედია: საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში საქმიანობის განხორციელება, პირველ რიგში საელჩოს ფეისბუქის არსებულ ანგარიშზე ზრუნვა (ასევე დამოუკიდებლად ფოტო და ვიდეო პოსტების შექმნა), საელჩოს ვებ-გვერდზე ზრუნვა;

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში საქმიანობის გაფართოება, მათ შორის საელჩოს ინსტაგრამის ახალი ანგარიშის შექმნა (ინსტაგრამის ანგარიშისთვის არხის კონცეფციის დამოუკიდებლად შექმნა, პოსტებისა და რილსების შექმნა);

  • პოსტების დამოუკიდებლად მოძიება და შექმნა;

  • სხვა თანამშრომლის შეცვლის დროს ქართულ მედიაში პოლიტიკური ახალი ამბების გაცნობა და დამუშავება, ახალი ამბების მიმოხილვა.

განმცხადებლებისგან მოითხოვება შემდეგი კვალიფიკაცია და წინაპირობები:

  • პროფესიული გამოცდილება სოციალური მედიის სფეროში;

  • კრეატიულობა სოციალურ მედიაში პოსტების შექმნისას;

  • გამოცდილება ვიდეოების/რილსების შექმნის ტექნიკაში;

  • ქართული, გერმანული და ინგლისური ენების ძალიან კარგად ცოდნა ევროპაში მოქმედი სტანდარტით მინიმუმ B2-დონეზე;

  • კომპიუტერთან მუშაობის კარგი ცოდნა (საელჩოს ვებ-გვერდის დამუშავების პროგრამისა და მონაცემთა ბაზის შესწავლის მზადყოფნა);

  • პატარა გუნდში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და სურვილი; 

  • საქართველოში მოქმედ დასვენების დღეებში მუშაობის მზადყოფნა. 

საელჩო გთავაზობთ:

  • საინტერესო საქმიანობას მრავალენოვან გარემოში; 

  • მუშაობას დინამიურ და მოტივირებულ გუნდთან ერთად; 

  • კვირაში 20 საათს რეგულარულ სამუშაო დროს სათანადო ანაზღაურებით; 

  • სოციალურ და სამედიცინო დაზღვევას.

შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დასაქმებულ პირთათვის საელჩოში მოქმედი სახელფასო სქემის მიხედვით.  

გთხოვთ, განაცხადი გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოაგზავნოთ მხოლოდ ელ. ფოსტით (PDF-ფორმატშიმისამართზე: info@tiflis.diplo.deდა თემის ველში ჩაწეროთ „Bewerbung Pressereferat“. განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან:

  • საგანაცხადო/სამოტივაციო წერილი,
  • CV, 

  • მოწმობებისა და სარეკომენდაციო წერილების ასლები (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე; შესაბამის შემთხვევაში თარგმანთან ერთად) და ასევე პასპორტის ასლი,

  • დასრულებული განათლების მოწმობა (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე; შესაბამის შემთხვევაში თარგმანთან ერთად).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 მარტი

მიიღება მხოლოდ სრულყოფილი და მოცემულ ვადაში გამოგზავნილი განაცხადები. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიზნად დაისახა ქალების პროფესიული ხელშეწყობა და მოუწოდებს კვალიფიციურ ქალბატონებს, შემოიტანონ განაცხადი.

სამსახურში აყვანამდე უნდა წარმოადგინოთ სამედიცინო ცნობა სათანადო ჯანმრთელობის დასადასტურებლად. ასევე განხორციელდება პიროვნების გადამოწმება. აღნიშნულის წინაპირობაა თქვენი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. 

სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ საქართველოში მუშაობის ნებართვა. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის მიღების დამადასტურებელი მეილი არ იგზავნება. შესაძლო გასაუბრებაზე ჩამოსვლისთვის მგზავრობის ხარჯები არ ანაზღაურდება.

გვსურს, გაცნობოთ შემდეგი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და ამით შევასრულოთ ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება (DSGVO, მუხლი 13):

1. მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ სამსახურში მიღების პროცედურის ფარგლებში. 

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების (DSGVO) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „b“ ქვეპუნქტი, იმავე დადგენილების 88-ე მუხლი და მონაცემთა დაცვის შესახებ გერმანიის ფედერალური კანონის 26-ე მუხლი ან ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა. მონაცემთა დამუშავება საჭიროა იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება აპლიკანტის დასაქმებასთან დაკავშირებით. 

აღნიშნული მიზნის გარდა სხვა სახის მონაცემთა დამუშავება, მაგალითად მომავალი ვაკანსიებისთვის თქვენი მონაცემების სარეზერვო ბაზაში შენახვა, მხოლოდ თქვენი თანხმობით არის შესაძლებელი (DSGVO, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „a“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).

2. პერსონალური მონაცემების შენახვა

თქვენი პერსონალური მონაცემები შესარჩევი პროცედურის დასრულების შემდეგ შეინახება შემდეგი წესით:

-              როგორც წესი ექვსი თვის ვადით, თუ უარი მიიღეთ დასაქმებაზე;

-              სამი წლის ვადით, თუ თანხმობა განაცხადეთ მომავალი ვაკანსიებისთვის თქვენი მონაცემების სარეზერვო ბაზაში შენახვაზე;

-              საელჩოში თქვენი საქმიანობის პერიოდის განმავლობაში, თუ წარმატებით გაიარეთ შესარჩევი პროცედურა.

მონაცემთა შენახვის ვადის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება. 

თქვენს უფლებებთან დაკავშირებით გთხოვთ, გაითვალისწინოთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული მითითებების მე-8 პუნქტი (იხ. გვერდის ბოლოს).

გვერდის დასაწყისში გადასვლა