Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა: გერმანიის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს სტუმრობს
2024 წლის 27-29 თებერვალს გერმანიის ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციის წევრები არიან პარლამენტარები სონია აიხვედე (SPD), იან პლობნერი (SPD), კარსტენ მიულერი (CDU/CSU), სუზანე ჰირლი (CDU/CSU), ჯანან ბაირამი (Bündnis 90/Die Grünen), ტორსტენ ლიბი (FDP) და შტეფან ბრანდნერი (AfD). დელეგაციის ხელმძღვანელია კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინქელმაიერ-ბეკერი (CDU/CSU).
ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან დაახლოება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში.
თბილისში ყოფნის დროს დელეგაცია გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს პარლამენტსა და სამინისტროებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას ასევე სურს, ადგილზე გაეცნოს რეფორმებისა და პროექტების განხორციელების პროცესს. მაგალითად პარლამენტარები მოინახულებენ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას და უკრაინელი ლტოლვილების პროექტს „უკრაინულ სახლში“.