Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიის საელჩოს მცირე პროექტები

გერმანიის საელჩოს ვიზიტი პირველი ნაბიჯი საქართველოს ბავშვთა დღის ცენტრში, © გერმანიის საელჩო
ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე პროექტების მეშვეობით გერმანიის საელჩო ეხმარება საქართველოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.
გერმანიის საელჩომ დაიწყო განაცხადების მიღება 2021 წლის მცირე პროექტების დაფინანსებაზე. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 თებერვალი.
რა არის მცირე პროექტი?
ეს არის ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების (სახელმწიფო ან კერძო) დამოუკიდებელი პროექტები, რომელთა განხორციელებაც გერმანიის საელჩოს ფინანსური დახმარებით იქნება შესაძლებელი. ეს უნდა იყოს ერთჯერადად დასრულებადი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ზემოაღნიშნულ მიზნობრივ ჯგუფებზე. საელჩოს წელიწადში შეუძლია დაახლოებით ექვსიდან ათამდე მცირე პროექტის დაფინანსება.
რა სახის პროექტები ფინანსდება?
განმცხადებლებისთვის ჩვენ შევადგინეთ მითითებები შემდეგ დოკუმენტში. გთხოვთ განაცხადის შემოტანამდე ყურადღებით გაეცნოთ მცირე პროექტების ხელშეწყობის კრიტერიუმებს.
განაცხადების შემოტანა
2021 წლის მცირე პროექტების დაფინანსებაზე განაცხადების მიღების ვადა დაწყებულია.
ქვემოთ მოცემული ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განაცხადის ფორმა გერმანულ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა და ეროვნულ ვალუტაში (ლარი) შედგენილი ხარჯთაღრიცხვა მეილის ფორმით 2021 წლის 7 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მეილზე: wz-100@tifl.auswaertiges-amt.de
გთხოვთ არ გამოაგზავნოთ მეილის დანართი rar და zip ფორმატში.
თქვენი მეილის სათაურის გრაფაში (subject) მიუთითეთ: small grant
განაცხადის ორიგინალის მოტანა საელჩოში სავალდებულო არ არის.
განაცხადის ფორმა მცირე პროექტებისათვის ქართულ ენაზე
DOC / 213 KB
Antrag - Kleinstprojekte - Deutsch
DOC / 211 KB
Application - Small-Scale Project - English DOC / 214 KB
2016 წლიდან დაფინანსებული მცირე პროექტების მაგალითები
პარტნიორი ორგანიზაცია: რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი
რეგიონი: რუსთავი / ქვემო ქართლი
საელჩოს დაფინანსება: 6.423 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს წინა სასკოლო განათლებისა და თერაპიის მიღების საშუალება აქვთ. საელჩოს დახმარებით მოხდა ინვენტარის შეძენა. ცენტრი ემსახურება 60 ბავშვს.
პარტნიორი ორგანიზაცია: APNSC კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
რეგიონი: თბილისი
საელჩოს დაფინანსება: 13.400 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: კავშირს აქვს დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. საელჩოს ფინანსური დახმარებით შეძენილ იქნა ინვენტარი და მასალა სტამბისთვის. ცენტრის დაახლოებით 50 ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას სტამბაში მოწყობილ ვორქშოპებში.
პარტნიორი ორგანიზაცია: ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“
რეგიონი: თბილისი
საელჩოს დაფინანსება: 9.962 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვთა ჰოსპისმა საქმიანობა 2017 წლის დასაწყისში დაიწყო და იგი პირველი ამგვარი დაწესებულება იყო სამხრეთ კავკასიაში. ამჟამად იგი 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ათ ბავშვზე და მათი ოჯახის წევრებზე. გარდა ამისა ჰოსპისის თანამშრომლები დაახლოებით 40 პეციენტს სახლში ემსახურებიან. საელჩოს დაფინანსებით ორგანიზაციამ შეიძინა მიკროავტობუსი ეტლით მოსარგებლე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის.
პარტნიორი ორგანიზაცია: სამცხე ჯავახეთის დემოკრატ ქალთა ორგანიზაცია
რეგიონი: ახალციხე / სამცხე-ჯავახეთი
საელჩოს დაფინანსება: 9.280 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: ორგანიზაცია მიზნად ისახავს ქალთა სოციალურ გაძლიერებას, რაც ასევე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს. მისი კლინიკა ერთადერთია რეგიონში (რომლის მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია), რომელიც წელიწადში დაახლოებით 1400 პაციენტს უფასოდ ემსახურება. საელჩოს დაფინანსებით ორგანიზაციამ შეიძინა ლაბორატორიის დამატებითი აღჭურვილობა და ამით მას შესაძლებლობა მიეცა, ადგილზე ჩაატაროს დამატებითი კვლევები.
პარტნიორი ორგანიზაცია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია
რეგიონი: სოფ. ჯვარი / სამეგრელო
საელჩოს დაფინანსება: 11.430 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: ამბულატორია ემსახურება ჯვარში და მის ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ 7000 დევნილს. ისინი მოსახლეობის ღარიბ ფენას მიეკუთვნებიან, რაც გამოწვეულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი მოვლენების შედეგად. საელჩოს ხელშეწყობით ამბულატორიამ შეიძინა მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურა და გაარემონტა ოთახები, რითაც შესაძლებელი გახდა მკურნალობის პროცესის გაუმჯობესება და პაციენტების სტაციონარული მიღება.
პარტნიორი ორგანიზაცია: პირველი ნაბიჯი საქართველო
რეგიონი: თბილისი
საელჩოს დაფინანსება: 10.546,64 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: ორგანიზაციის შენობის აქამდე გამოუყენებელი სხვენი გადაკეთდა და მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია თერაპიისათვის. ამით დღის ცენტრს მიეცა შესაძლებლობა, თერაპიული და სხვა სახის მომსახურება უფრო მეტ ბენეფიციარს შესთავაზოს.