Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) 2026

IPS Banner © Bundestag
გერმანიის ბუნდესთაგი (პარლამენტი) ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ადგილზე გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესს.
პროგრამა გრძელდება 2026 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე.
საგანაცხადო საბუთების გამოგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 31 აგვისტომდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: ips@tifl.diplo.de (PDF-ფაილების მთლიანი ზომა არ უნდა აჭარბებდეს 15 მბ-ს).
დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და საგანაცხადო პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ გერმანიის ბუნდესთაგის შემდეგ ვებ-გვერდზე: www.bundestag.de/ips.