Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
ხშირად დასმული კითხვები სავიზო პროცედურისას მონაცემთა დაცვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებით
აქ იხილავთ ევროკავშირის №2016/679 დადგენილების (ძირითადი დადგენილება მონაცემთა დაცვის შესახებ) მე-13 და მე-14 მუხლების საფუძველზე შედგენილ ინფორმაციას
ხშირად დასმული კითვები
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ აქ) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (საფოსტო მისამართი: Auswärtiges Amt, D-11013 Berlin).
მონაცემთა დაცვის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის საკონტაქტო მონაცემები:
Werderscher Markt 1
D-10117 Berlin
ელ. ფოსტა: dsb-r@auswaertiges-amt.de
ტელ.: + 49 30 5000 2711
ფაქსი: + 49 30 5000 5 1733
პერსონალურ მონაცმეთა იმ კატეგორიას, რომელიც მუშავდება, განეკუთვნება სავიზაო განაცხადის ანკეტაში მოთხოვნილი მონაცემები. როგორც წესი ესენია თქვენი გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, ამჟამინდელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, პროფესიული საქმიანობა, სამოგზაურო დოკუმენტის მონაცემები (დოკუმენტის სახეობა, ნომერი, გამცემი სახელმწიფო და გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა), ფოტოსურათი და თითების ანაბეჭდები.
ზემოაღნიშნულ მონაცემებს თქვენ უთითებთ სავიზო განაცხადის პროცედურის დროს.
პერსონალურ მონაცმეთა იმ კატეგორიას, რომელიც მუშავდება, განეკუთვნება სავიზაო განაცხადის ანკეტაში მოთხოვნილი მონაცემები მომწვევი პირის შესახებ. როგორც წესი ესენია თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, ფაქსის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი.
ზემოაღნიშნული მონაცემები მითითებულია თქვენს მოსაწვევ წერილში და განმცხადებლის მიერ შემოტანილ სავიზო განაცხადის ანკეტაში.
თქვენი მონაცემები გროვდება, რადგან ეს საჭიროა სავიზო პროცედურის სათანადოდ განხორციელებისათვის და ეს კანონით არის განსაზღვრული. როდესაც შემოგავთ სავიზო განაცხადი, გერმანიაში ყოფნის შესახებ კანონის 82-ე მუხლის თანახმად თქვენ უნდა წარმოადგინოთ სავიზო განაცხადის განხილვისთვის საჭირო მონაცემები. თუ თქვენი მონაცემები არ არის წარმოდგენილი, შესაძლებელია, რომ უარი გეთქვათ ვიზის გაცემაზე, რა შემთხვევაშიც განაცხადის განხილვისთვის გადახდილი საფასური უკან აღარ დაგიბრუნდებათ.
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ და მხოლოდ სავიზო პროცედურის სათანადოდ განხორციელების მიზანით.
შესაბამისი სამართლებრივი ნორმებია: ევროკავშირის №2016/679 დადგენილების მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის, c) და e) ქვეპუნქტები, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დადგენილებები №767/2008 (სავიზო საინფორმაციო სისტემა) და №810/2009 (სავოზო კოდექსი) დანათებიურთ, ასევე ქვეყანაში ყოფნის შესახებ გერმანიის კანონის მუხლი 72a ff. და ქვეყანაში ყოფნის შესახებ დადგენილების 69-ე მუხლი, ასევე უცხოელთა ცენტრალური რეესტრის შესახებ კანონის განხორციელების დადგენილება, სავიზო გამაფრთხილებელი ფაილის შესახებ კანონი და სხვა სპეციალური წესდებები ან მონაცემთა დაცვის შესახებ გერმანიის კანონის მე-3 მუხლი.
თქვენი მონაცემები წაიშლება მაშინვე, როცა ისინი აღარ იქნება საჭირო სავიზო პროცედურის განხორციელებისთვის. როგორც წესი მონაცემები იშლება სავიზო პროცედურის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი წლისა ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თქვენი მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვეაში გადაეცემა მესამე მხარეს, თუ ეს აუცილებელია სავიზო პროცედურის სათანადოდ განხორციელებისათვის. სავიზო პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცეს გერმანიის შესაბამის შიდა უწყებებს, შენგენის წევრი სხვა ქვეყნების შესაბამის სავიზო განყოფილებებს ან ადგილობრივ უწყებებს თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ სავიზო პროცედურის განხორციელება დავალებული აქვს გარე ორგანიზაცია, მაშინ ის აგროვებს მონაცემებს ან მას გადაეცემა მონაცემები, თუ ეს მონაცემები საჭიროა სავიზო პროცედურის განხორციელებისთვის. მონაცემთა გადაცემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ძირითადი დადგენილების მე-5 თავი.
თქვენ შეგიძლიათ ზემოხსენებულ პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ შენახულ მონაცემებთან დაკავშირებით. გარკვეული წინაპირობების დაცვით თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შესწორება, წაშლა ან შეზღუდვა. ასევე შეგიძლიათ გაასაჩივროთ მონაცემთა დამუშავება გარკვეული წინაპირობების დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება, გაასაჩივროთ თქვენი მონაცემების დამუშავება რწმუნებულთან მონაცემთა დაცვის საკითხებში - განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ იმ სახელმწოფოში, სადაც თქვენ იმყოფებით ან მუშაობთ, ან სადაც მოხდა მონაცმეთა დაცვის ნორმების სავარაუდო დარღვევა.